imedi /  05 იანვარი 2019, 12:02 / სანდო წყარო

Wucher Helikopter Gmbh-ს საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების ნებართვა მისცეს

Wucher Helikopter Gmbh-ის ვერტმფრენი

Wucher Helikopter Gmbh-ის ვერტმფრენი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ზე ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა.

განაცხადის მიხედვით, ავსტრიული კომპანია Wucher Helikopter Gmbh-ი მიმდინარე წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე გუდაურის, მესტიისა და გოდერძის საკურორტო ზონებში განახორციელებს ოპერირებას, კერძოდ კი 3 ერთეული AS 350 B3 Ecureuil-ის ტიპის თანამედროვე ვერტმფრენებით „Heli-skiing” ტურებს მოემსახურება, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისაგან წინასწარ დაკომპლექტებული ტურისტული ჯგუფების გაუკვალავ თოვლში გადასხმას და მათთვის თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

ნებართვა „Wucher Helikopter Gmbh“-ზე, რომელიც საქართველოს ზამთრის საკურორტო ზონებში 2013 წლიდან ოპერირებს, 2019 წლის 4 იანვარს გაიცა.

ფრენები დაიშვება ხელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში და ვიზუალური ფრენის წესებით (VFR).

ამასთან, სააგენტოს განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე იგივე საქმიანობის განხორციელება დაშვებულია გამარტივებული პირობებით - ოპერირების დაწყებამდე ფრენის გეგმის (Flight Plan) მიწოდებით შპს „საქაერონავიგაციისთვის“.

ყველა სიახლე

პრინცი ჰარი მეგან მარკლი

15 სექტემბერი 2019, 19:55

ტაბლოიდი

მეგან მარკლმა პრინც ჰარის დაბადების დღე არჩის უცნობი ფოტოთი მიულოცა

პრინც ჰარის 35 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით, მეგან მარკლმა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა. როგორც პოსტში მარკლი ჰარის ეუბნება, ის საუკეთესო მეუღლე და მამაა: "გვიყვარხარ. გილოცავთ დაბადების დღეს!", - წერს მეგან მარკლი. პოსტს თან ერთვის არჩის აქამდე უცნობი ფოტო.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში

15 სექტემბერი 2019, 19:46

სპორტი

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა მოიგო

ჩინეთში გამართული მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა. ესპანელებმა ფინალში არგენტინის ნაკრები ანგარიშით 95-75 დაამარცხეს. ესპანეთის ნაკრებს არგენტინისთვის მსოფლიო პირველობაზე 2006 წლის შემდეგ არ მოუგია.

ბაჰამის კუნძულები

15 სექტემბერი 2019, 19:37

მსოფლიო

ვუდსი და ტიმბერლეიკი „დორიანისგან“ დაზარალებულ ბაჰამის კუნძულებს დაეხმარებიან

ტაიგერ ვუდსი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ქარიშხალ „დორიანისგან“ დაზარალებული ბაჰამის კუნძულების მცხოვრებლების დასახმარებლად გაერთიანდნენ. ვუდსმა, ტიმბერლეიკმა და მათმა პარტნიორებმა საქველმოქმედო ფონდში $6 მილიონი უკვე მოიზიდეს.

მეტრო

15 სექტემბერი 2019, 19:25

ძალოვნები

მეტროში ახალგაზრდა კაცი ჩავარდა

მეტროს სადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. როგორც Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ლიანდაგებში 25-30 წლამდე კაცი დახვდათ ჩავარდნილი. მაშველებმა ის უკვე ამოვიყვანეს და დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ზიმბაბვე

15 სექტემბერი 2019, 19:14

მსოფლიო

ზიმბაბვეში ექიმების პროფკავშირის ლიდერი გაფიცვის დღეს გაიტაცეს

პროფკავშირების აქტივისტები და უფლებადამცველები ზიმბაბვეს უშიშროების სამსახურს მედიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელის გატაცებაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, პიტერ მაგომბეი, გაფიცვის დღეს გაუჩინარდა. ის აქტივისტებს ორგანიზებაში ეხმარებოდა.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 18:43

მსოფლიო

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემას ეთანხმება

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ნიკოლ ბელუბე აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისთვის ქვეყანაში თავშესაფრის მიცემის საკითხს ეთანხმება. მანამდე სნოუდენმა რადიოსადგურ France Inter-თან განაცხადა, რომ საფრანგეთს თავშესაფარი ჯერ კიდევ 2013 წელს სთხოვა.

მოდა

15 სექტემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

ლონდონის მოდის კვირეული კლიმატისა და ცხოველების დამცველთა აქციებით გაიხსნა

ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციის PETA-ს წარმომადგენლებმა სახესა და სხეულზე შავი ფერის სითხე წაისვეს, რათა ამით ხაზი გაესვათ "სახიფათო ნარჩენებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია ტყავის ინდუსტრიასთან". პარალელურად კი აქტივისტთა მეორე ჯგუფმა გამართა აქცია.

15 სექტემბერი 2019, 18:36

მსოფლიო

ირანი აცხადებს რომ ომისთვის მზად არის

საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმაში ამერიკის მიერ ირანის დადანაშაულებას თეირანი უაზრო განცხადებას უწოდებს. ამის შესახებ ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აბას მუსავმა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა. ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ კი განაცხადა, რომ ირანი სრულფასოვანი ომისთვის მზად არის.

იოჰანეს ჰანი

15 სექტემბერი 2019, 18:27

საქართველო

16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი საქართველოს ესტუმრება

ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანი საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდება. დღის განმავლობაში იოჰანეს ჰანი და გიორგი გახარია მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

კლიმატის ცვლილება

15 სექტემბერი 2019, 18:01

მსოფლიო

ეკოაქტივისტები 20 სექტემბერს კლიმატის დასაცავად მასობრივ გაფიცვას გეგმავენ

კლიმატის დასაცავად აქცია 20 სექტემბერს, ნიუ-იოკრში დაგეგმილი გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე, მთელს მსოფლიოში გაიმართება. ეკომოძრაობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო აქციები მსოფლიოს 129 ქვეყნის 2000-მდე ქალაქშია დაგეგმილი.

ნუგზარ წურწუმია

15 სექტემბერი 2019, 17:53

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონიის წარმომადგენლის დამარცხებით გავიდა. მანამდე კი საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა ჩინელ და რუს სპორტსმენებს სძლია.

ბაშარ ასადი

15 სექტემბერი 2019, 17:51

მსოფლიო

ბაშარ ასადმა სირიაში საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა საყოველთაო ამნისტიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ასადმა ყველა დამნაშავე შეიწყალა, რომელთა მიმართაც 2019 წლის 14 სექტემბრამდე იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ამნისტია შეეხოთ ასევე სიკვდილმისჯილებს, რომელთაც განაჩენი შეუცვალეს და უვადო პატიმრობაში დატოვეს.

არჩილ თალაკვაძე

15 სექტემბერი 2019, 17:43

საქართველო

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა გაიმართა

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დასრულდა. დისკუსიაში პარტიები, კონსტიტუციონალისტები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის მთავრი თემა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები იყო.

ბორის ჯონსონი ელისაბედ მეორე

15 სექტემბერი 2019, 17:38

მსოფლიო

Bloomberg: ბორის ჯონსონი არ აპირებს შეასრულოს Brexit-ზე დედოფლის ხელმოწერილი კანონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი გეგმავს არ შეასრულოს დედოფალ ელისაბედ მეორის მიერ ხელმოწერილი კანონი, რომელიც ევროკავშირის შეთანხმების გარეშე დატოვებას კრძალავს. ამის შესახებ Bloomberg-ი მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

აფხაზეთი, ბედიის მონასტერი

15 სექტემბერი 2019, 17:12

კულტურა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბედიის მონასტერში ფრესკები დაზიანდა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ბედიის მონასტერში კედლები თითქმის სრულად არის დაზიანებული. განადგურებულია მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები. შენობაში ჩანს ხარაჩოები.

სალომე ზურაბიშვილი

15 სექტემბერი 2019, 17:11

საქართველო

თეთრიწყაროში კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გაიხსნა

სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი გახსნა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ზურაბიშვილმა ფორუმს არაჩვეულებრივი წამოწყება უწოდა და თქვა, რომ ასეთი საქმიანობა ხელს უწყობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას.

15 სექტემბერი 2019, 17:05

საქართველო

„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო სიის შედგენის ახალ წესზე გადაწყვეტილება მიიღო

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. პოლიტსაბჭოს წევრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიის შედგენის ახალი წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული წესის მიზანია სიის შედგენისას მაქსიმალურად გამოირიცხოს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა.

ჰონგ-კონგი

15 სექტემბერი 2019, 16:54

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჰიმნი God Save the Queen იმღერეს

ჰონგ-კონგში ასობით დემონსტრანტმა აქციაზე დიდი ბრიტანეთის დროშით და დედოფალ ელისაბედ მეორის გამოსახულებიანი ბანერით გავიდა. ისინი ბრიტანეთის საკონსულოს წინ მღეროდნენ სიმღერას "God Save the Queen" და ყოფილი კოლონიზატორებისგან ჩინეთზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს.

ვოლოკოპტერი

15 სექტემბერი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

გერმანიაში ორადგილიანი აეროტაქსი გამოსცადეს

ამის შესახებ Twitter-ზე მწარმოებელი კომპანია Volocopter-ის ტექნიკური დირექტორი იან-ჰენდრიკ ბიოლენსი წერს. ელექტროძრავებზე მომუშავე ვოლოკოპტერი-ტაქსი Mercedes-Benz-ის მუზეუმის მახლობლად ჰაერში 4 წუთის განმავლობაში რჩეობდა, პილოტი მას მიწიდან მართავდა, ტაქსიში კი არავინ იჯდა.

ინტერნეტი

15 სექტემბერი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

როგორია საქართველოში ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში სარგებლობდა ინტერნეტით, 89.2 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.1 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.8 პროცენტი კი - უფრო იშვიათად. ყველაზე ხშირად კი სოცქსელებისთვის იყენებენ.