როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენი მონაცემები vali.ge-ზე ვერ იპოვეთ. რჩევა
ფოტო: vali.ge
ფინანსთა სამინისტრომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი თავი ვებგვერდზე vali.ge ვერ იპოვეს.
„თუ ფიქრობთ, რომ გეხებათ სესხის პატიების პროგრამა, მაგრამ ვერ იპოვეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ სიაში, გთხოვთ მიმართოთ იმ ფინანსურ სუბიექტს, ვისი ფინანსური დავალიანებაც გაქვთ და სთხოვოთ ბაზაში თქვენი მონაცემების ატვირთვა;
თუ თქვენ ნახავთ თქვენს მონაცემებს აღნიშნულ ბაზაში ეს ნიშნავს, რომ თქვენზე გავრცელდა სესხის პატიების პროექტი, შესაბამისად, უნდა დაელოდოთ 31 დეკემბერს, როდესაც დასრულდება სესხის პატიების პროცესი“ - წერია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, სესხების პატიების პროგრამა შეეხება ყველა სესხს, რომელიც მონაწილეობს პროექტში, მიუხედავად იმისა, აღსრულების ეტაპზეა თუ სასამართლო დავის პროცესში.
დღესვე, მთავრობამ ე.წ. შავ სიაში“ მყოფი მოსახლეობა გააფრთხილა. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ დროისთვის, სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში შექმნილია რამდენიმე გვერდი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სარეკლამო ინფორმაციები, ამიტომ ფინანსთა სამინისტრო პრობლემური სესხების მფლობელებს აფრთხილებს, რომ სესხების შესახებ ინფორმაცია ატვირთულია მხოლოდ ვებგვერდზე vali.ge.
ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის 407 ათასზე მეტი მსესხებლისა და 679 ათასზე მეტი სასესხო ჩანაწერის შესახებაა ინფორმაცია ატვირთული. ამ სასესხო დავალიანების მთლიანი მოცულობა შეადგენს 3 მილიარდ ლარზე მეტს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დავალიანების განულების ინიციატივის შესახებ 19 ნოემბერს განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.
ყველა სიახლე
11 აგვისტო 2026, 09:47
პოლიტიკა
დათო გამცემლიძე: ლეგიტიმური კითხვაა, ამ ჩვენს „სახელოვნებო ელიტას“ რატომ არ „გაუსკდა“ იმპერიალისტური რუსეთის სიძულვილი 2008 წლის შემდეგ? პასუხი მარტივია: იცოდნენ, მაშინ დასავლეთი არ დაასანქცირებდათ, რაკი საქართველო „ეკიდათ“, ახლა კი დასავლეთმა, რუსეთში „ცეკვა/მღერისთვის“ შესაძლოა დაასანქციროს ეს ჩვენი „სახელოვნებო ელიტა“ კიევის მოთხოვნით, ამიტომაც გამოუცხადეს ბოიკოტი
ჟურნალისტი დათო გამცემლიძე, საქართველოსა და უკრაინასთან რუსეთის ომის შედეგად, ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა დამოკიდებულების ცვლილებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ ლეგიტიმურია კითხვა, თუ რატომ არ ,,გაუსკდა” რუსეთის მიმართ სიძულვილი ,,სახელოვნებო ელიტას” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
11 აგვისტო 2026, 09:43
სამართალი
მლეთაში, შსს-ს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით გურამ დადიანიძის კვალი გაქრა
მლეთაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით გვიან ღამემდე ამოწმებდნენ იმ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისის დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა.
11 აგვისტო 2026, 09:42
მსოფლიო
Reuters: ავსტრიამ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სანქციების გვერდის ავლით აღჭურვილობის მიწოდების სქემა გამოავლინა
ავსტრიამ გამოავლინა სქემა, რომლის წყალობით ვენაში დაფუძნებული კომპანია რუსულ სარაკეტო და საბრძოლო თვითმფრინავების ძრავების წარმოებაში გამოყენებულ აღჭურვილობას ევროკავშირის სანქციების დარღვევით აწვდიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 09:36
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა: ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, იმიტომ რომ საკუთარ სახელმწიფოს ვნებს
ბარამიძე მატყუარაა, თან ბოროტი მატყუარაა, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბარამიძე ამ განცხადებით, ქართულ სახელმწიფოს ვნებს.
11 აგვისტო 2026, 09:31
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება
გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ ჩემია და გოგა ხაინდრავა.ისინი გიორგი ბარამიძეს ტყუილში ამხელენ და ამბობენ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსი ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით - მიზანმიმართული პროვოკაციაა.
11 აგვისტო 2026, 09:26
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის თავდასხმებს ზაპოროჟიესა და კიევში 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა
გვიან ღამით რუსეთის მიერ ზაპოროჟიესა და კიევზე განხორციელებულ თავდასხმებს სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 09:20
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრედიტირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს ემსახურება ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას - კიდევ რა ნაძირლობა უნდა ჩაიდინონ ნაცებმა, რომ მათმა ტვინგაყინულმა მომხრეებმა გაიგონ, რასთან გვაქვს საქმე
გიორგი ბარამიძის მიერ საკუთარი ქვეყნის მადისკრიმინირებელი განცხადების გაკეთება, უკვე აღარ ჯდება ხელისუფლებასთან ბრძოლის კონტექსტში, ვინაიდან ეს თავისი შინაარსით ემსახურება მსოფლიოს თვალში, ქართველი ერის იმიჯის გაცამტვერებას, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.
11 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
Reuters: კოლუმბიაში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
კოლუმბიაში მომხდარმა 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი კირცხალიას წერილზე: კულტურის სფეროს ცალკეულ მოღვაწეთა ქმედება უამრავ კითხვის ნიშანს იწვევს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილს გამოეხმაურა.
11 აგვისტო 2026, 09:01
საზოგადოება
შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა
18 წელი შინდისის ბრძოლიდან. 2008 წლის 11 აგვისტო ის თარიღია, რომელიც შინდისის გმირების ამბავს გვიყვება. დღეს 18 წელი შესრულდა იმ დღიდან, როცა ქართველი ჯარისკაცები რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ და ამ ხნის განმავლობაში რუსებმა დახმარება ორჯერ ითხოვეს. აღნიშნულ ბრძოლაში 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
11 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Wlidberries-ის ოფისი დაბომბა
რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, უკრაინიდან 6 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
11 აგვისტო 2026, 02:20
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა
რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით მორიგი ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციასა და უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით.
11 აგვისტო 2026, 01:59
მსოფლიო
პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე: ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ - ევროკავშირი დემოკრატია და ღირებულებებია და არა უბრალოდ „ბანკომატი“
პოლონეთში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უკრაინელებმა თავიანთი ისტორიის ყველა ასპექტი ხელახლა უნდა გაიაზრონ. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარემ, ვლოდზიმეჟ ჩაჟასტიმ განაცხადა.
11 აგვისტო 2026, 00:04
მსოფლიო
უკრაინამ ოდესის ოლქში საბრძოლო დავალების შესრულებისას გამანადგურებელი MiG-29 დაკარგა
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოდესის ოლქში, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, უკრაინულმა მხარემ MiG-29 იპის გამანადგურებელი დაკარგა.
10 აგვისტო 2026, 23:20
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: ჩვენი ხედვა მთიანი აჭარის გაძლიერებას უკავშირდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებიც
ზურაბ პატარაძის განცხადებით, აქტიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და გზების, საკომუნიკაციო არტერიების მოწესრიგება მაღალმთიანეთის გაძლიერებისთვის, მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
10 აგვისტო 2026, 22:42
მსოფლიო
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა. ქვეყნის პრეზიდენტის, აბელარდო დე ლა ესპრიელას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, კატასტროფას მთელი ქვეყნის მასშტაბით 111 ადამიანი ემსხვერპლა.
10 აგვისტო 2026, 22:22
კულტურა
გიორგი კალანდია: ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა
„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც“.
10 აგვისტო 2026, 21:57
მსოფლიო
The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა
აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
10 აგვისტო 2026, 21:41
რეგიონი
11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.
10 აგვისტო 2026, 21:21
პოლიტიკა
მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს
„მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.


