ფერმერების თქმით, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები არაეფექტური იყო
ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე
რამდენიმე დღეა რიგებია ქობულეთის ციტრუსის მიმღებ - გადამამუშავებელ საწარმოსთან. ფერმების განცხადებით, ამ დროისთვის არასტანდარტულ მანდარინს ე.წ ენესს მხოლოდ ერთი საწარმო იღებს, რაც საკმარისი არ არის. მათივე თქმით, მოსავალი დიდია, თუმცა ნაწილი ფაროსანამ დააზიანა.
ფერმერების განცხადებით, ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ეფექტური არ იყო. ბრალდებებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი პასუხობს. ტიტე აროშიძემ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოებიც მოინახულა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელი მეორე საწარმო ხვალიდან ამოქმედდება.
"მეორე საწარმოს შეექმნა ტექნიკური ხარვეზი დაახლოებით 48 საათის უკან, მიმდინარეობს აღდგენითი სუშაოები და ის მაქსიმუმ ხვალ ამუშავდება. რაც შეეხება სტანდარტულ მადარინს, მას იღებს 30-მდე პავილიონი, სადაც ხდება ციტრუსის მიღება, დახარისხება და საექსპორტოდ მომზადება. რეალიზაციის კუთხით წელს გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები.
უპრეცედენტო ბრძოლა მიმდინარეობს ფაროსანას წინააღმდეგ. აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებია ფაროსანა, გამომდინარე იქედან დიდ ოდენობის ტექნიკა მუშაობდა ფაროსანას წინააღმდეგ. ასევე გეტყვით რომ აბსოლიტურად უსაფრთხოა წამლობის თვალსაზრისით და არანაირ ზიანს არ აყენებს ციტრუსის ნაყოფს. ეს ზიანი არ აქვს ფაროსანას მიყენებული, ეს არის სხვა მწერი, რომელიც ე.წ შავი ბუზის სახელით არის ცნობილი. მას სჭირდება დროული წამლობა, მომავალში გვაქვს პროგრამა რითაც მაქსიმალურად აღმოვფხვრით ამ მავნებლის მიერ მიყენებულ ზარალს. ასევე მკაცრად გაკონტროლდება მედიკამენტების ხარისხი," - განაცხადა ტიტე აროშიძემ.
არასტანტარტული მანდარინში ფერმერებს 20 თეთრს უხდიან, აქედან 10 თეთრს სახელმწიფო ფარავს. სტანდარტული მანდარინის ფასი 45 თეთრიდან იწყება და მაქსიმუმი 80 თეთრია. უკვე 8 ქვეყანაში ესქპორტირებულია 21 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი. აჭარაში წელს 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 23:52
მსოფლიო
ევროკავშირი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული მუქარა მიუღებელია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებზე ზეწოლას მოახდენს, რათა მათ სასამართლო დატოვონ, რაც ჰააგაში დაფუძნებული ინსტიტუტის იზოლირებისკენ მიმართული აშშ-ის ძალისხმევის მკვეთრ ესკალაციას წარმოადგენს.
14 ივლისი 2026, 23:37
მსოფლიო
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო
სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.
14 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში” პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებისა და ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს პარტია „თავისუფლების მოედანი"-ს თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალ პარტია „ახალის” პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
14 ივლისი 2026, 21:55
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:34
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:29
საზოგადოება
ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.
14 ივლისი 2026, 20:51
საზოგადოება
ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.
14 ივლისი 2026, 20:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.
14 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.
14 ივლისი 2026, 20:42
რეგიონი
მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან
კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.
14 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.
14 ივლისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
14 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
14 ივლისი 2026, 20:24
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.
14 ივლისი 2026, 20:23
სამართალი
500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.
14 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.
14 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.


