imedi /  25 დეკემბერი 2018, 19:20 / სანდო წყარო

რის გაკეთებას აპირებს თბილისის მერია 2019 წელს 927 მილიონი ლარით

თბილისის მერია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს მერიის 2018 წლის მუშაობის შედეგები გააცნო. დღესვე, საკრებულომ 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს უნდა უყაროს კენჭი. პროექტი დეპუტატებს კალაძის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ გააცნო. 

ირაკლი ხმალაძის თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 927 მილიონი ლარია, რაც 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 66 მილიონი ლარით მეტია. 

მისი თქმით, 927 მილიონიდან საშემოსავლო ნაწილი 900 მილიონი ლარია. აქედან საგადასახადო ნაწილი დაახლოებით 658 მილიონი ლარია; გრანტების ნაწილი - 51 მილიონი, ხოლო სხვა შემოსავლები შეადგენს 190 მილიონ ლარს, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი. 

„საშემოსავლო ნაწილში გადასახადები ეს არის დღგ და ქონების გადასახადი. ქონების გადასახადი წლევანდელთან შედარებით 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარით მეტი, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის კომპონენტში დაფინანსება გვაქვს 473 მილიონი ლარის ოდენობით. კარგად მოგეხსენებათ , რომ  ამ კომპონენტმა ჩაანაცვლა გათანაბრებითი ტრანსფერი. ასევე, 51 მილიონი ლარიდან 50 მილიონი ლარი სახელმწიფოსგან წამოსული სპეციალური ტრანსფერია. 

რამდენიმე მიმართულებით საშემოსავლო ნაწილში გვაქვს ზრდა, ეს არის საქონლის და მომსახურების რეალიზაცია, რომელიც 16 მილიონით გაზრდილი ოდენობით არის დაგეგმილი, ასევე, არის ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები, რომელიც 15 მილიონი ლარით მეტი არის დაგეგმილი“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი თქმით, 2018 წელს დაგეგმილი საპრივატიზაციო ნაწილი იყო 50 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წელს პრივატიზაციიდან 26 მილიონი ლარის მიღება იგეგმება. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ეს ციფრი უშუალოდ იმ აქტივების პრივატიზაციის პოტენციალით არის გამოყვანილი, რომლის პრივატიზაციაც შეიძლება 2019 წლის განმავლობაში განხორციელდეს. 

როგორც ვიცემერმა განაცხადა, 927 მილიონიდან, დაახლოებით 328 მილიონი ლარი დაიხარჯება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით. მისივე თქმით, ეს მონაცემი დაახლოებით 21-22 მილიონი ლარით მეტია 2018 წლის ხარჯებთან შედარებით. 

ინფრასტრუქტურის მიმართულებით მერია 2019 წელს 357 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, რომელიც ხმალაძის თქმით, წლის განმავლობაში კიდევ 75 მილიონი ლარით გაიზრდება.

"ამ ჭრილში მე მინდა გითხრათ, რომ 2019 წელი იქნება პირველი წელი, როდესაც თბილისის ბიუჯეტი გაცდება 1 მილიარდ ლარს. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკრებულო პირველად ამტკიცებს თბილისის ბიუჯეტს, რომელიც 927 მილიონი ლარის ოდენობით არის წარმოდგენილი", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი თქმით, 51 მლნ ლარით იზრდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება. 

„51 მილიონი ლარი ანუ ეს სხვაობა შეადგენს როგორც კაპიტალურ, ასევე მიმდინარე ხარჯების ნაწილს და მოიცავს იმ საოპერაციო ხარჯებს, რომელიც ბაღებს იმთავითვე გააჩნდათ და ვერ ხდებოდა ამის ბიუჯეტში ასახვა. ასევე, 2019 წელს განხორციელდება 11 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამისათვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი, ხოლო 20 მილიონი ლარი გათვალისწინებული ბაღების ავარიული შენობების ჩანაცვლების, გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი თქმით, იზრდება  ძუძუს კიბოს პრევენციისა და მართვის მიმართულების დაფინანსება, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახთა დაფინანსება, დანგრეული სახლების სოციალურად დაუცველ მცხოვრებთა კომპენსაციისა და უფასო სასადილოების მიმართულებით გამოყოფილი დაფინანსება. 
 
როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტი 2019 წელს გეგმავს ხიდების და გვირაბების მოწყობა-რეაბილიტაციას, რისთვისაც გათვალისწინებულია 23 მილიონ ლარამდე, მათ შორის არის მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოები, რაც დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაჯდება.

ასევე, იგეგმება: უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის  დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რაც დაახლოებით 8,3 მილიონი ლარი დაჯდება; ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, სასტუმრო „რედისონთან“ არსებული გვირაბის, მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციას, რომელიც 4 მილიონ ლარამდე დაჯდება, ასევე, სანიაღვრე და წყალარინების ქსელების მოწყობა-რეკონსტრუქციას, სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობას, რაც ჯამში 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულებისაა. კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას, ასევე, ორბელიანის მოედნის, მშრალი ხიდისა და გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. 

თბილისის მერის მოადგილის თქმით, 2019 წელს, ასევე, დაიწყება 2 ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, განხორციელდება საბურთალოზე და ვაკის პარკში არსებული ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია.  

გარდა ამისა, დაფინანსდება ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები; გლდანის რაიონში ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები; მაჭავარიანის და გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა, რომლისთვისაც 18 მილიონი იქნება გათვალისწინებული; დაიწყება კიდევ ერთი ისტორიული არეალის - ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები; დაიწყება გორგასლის ქუჩის  რეაბილიტაცია და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც 8  მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.