imedi /  30 დეკემბერი 2018, 19:14 / სანდო წყარო

წელს სომხეთში ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან და საქართველოდან ჩავიდა

სომხეთი

ერევანი, სომხეთი

სომხეთში 2018 წლის პირველ 9 თვეში 1 200 000 ტურისტი ჩავიდა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 8.8 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმციას Jamnews-ი ავრცელებს.

ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთში რუსეთიდან ჩავიდა – 525 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზე არიან ტურისტები მეზობელი საქართველოდან – 233 ათასი.

ირანიდან სომხეთში გასული 9 თვის განმავლობაში 132 ათასი ტურისტი ჩავიდა.

დინამიკაში, შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან შესულ ტურისტებზე – ინდოეთი (ზრდა 131 პროცენტი), ჩინეთი (107 პროცენტი) და ყაზახეთი (83 პროცენტი).

ყველა სიახლე

27 იანვარი 2022, 12:22

მსოფლიო

ვულკანის ამოფრქვევისა და ცუნამის შემდეგ, ტონგაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სახელმწიფო-არქიპელაგ ტონგას ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.

27 იანვარი 2022, 12:16

მსოფლიო

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს

უკრაინის შსს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მასშტაბურ წვრთნებს გამართავს. უწყების ხელმძღვანელის, დენის მონასტირსკის განცხადებით, აქცენტი ფეთქებადსაშიშ ნივთებთან უსაფრთხო მოპყრობის საკითხზე გაკეთდება.

ჟოზეფ ბორელი

27 იანვარი 2022, 12:06

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს

დიპლომატიური გზა უკრაინელ და ევროპელ ხალხს ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა.

27 იანვარი 2022, 11:59

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 203 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

27 იანვარი 2022, 11:59

ტაბლოიდი

ქალმა მეორადი ნივთების მაღაზიაში $7-ად ნაყიდი სკამი $21 ათასად გაყიდა

„როდესაც სკამი სახლში მივიტანე, კარგად დავათვალიერე და ვიფიქრე, რომ ის ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. ელექტრონული ფოსტით მივწერე V&A მუზეუმს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. შემდეგ, მივმართე დიზაინის სპეციალისტ ჯონ ბლექს, რომელმაც მყისიერად მიპასუხა“, - ამბობს ქალი, რომლის ვინაობასაც მედია არ ასაჯაროებს.

27 იანვარი 2022, 11:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 849 131 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 222 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2022, 11:44

პოლიტიკა

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან თენგიზ თევზაძისა და გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს ორი წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე - ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

27 იანვარი 2022, 11:42

რეგიონი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ოზურგეთის თეატრში სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა გაიმართება

29, 30 იანვარს 18:00 საათზე, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლის „რესპუბლიკა გურია“ პრემიერა.

27 იანვარი 2022, 11:41

სპორტი

ციმბირში მარათონი -63.4-გრადუსიან ყინვაში ჩატარდა

ციმბირში, -63.4 გრადუსში, მარათონი ჩაატარეს. მოვლენა, სავარაუდოდ, გინესის რეკორდების წიგნში აისახება. ამ დრომდე, რეკორდულად მიიჩნევა 2001 წელს, ასევე ციმბირში ჩატარებული მარათონი, რომელიც -38-გრადუსიან ყინვაში გაიმართა.

27 იანვარი 2022, 11:32

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მაია ჩხაიძე

27 იანვარი 2022, 11:10

პოლიტიკა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი: მომართვიანობა არ მომატებულა - მგონი, უკვე ოჯახის პირობებშიც დაიწყეს მსუბუქი მდგომარეობის ბავშვების მართვა

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის 165 ბავშვი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დღის განმავლობაში, კლინიკიდან, დაახლოებით, 40 პაციენტს წერენ. ექიმის განცხადებით, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „დელტასგან“ განსხვავებით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სამი დღე გრძელდება.

27 იანვარი 2022, 11:08

რეგიონი

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევის სასაფლაოს მიმდებარედ მანიშნებლები დაამაგრეს

სოფელ კირბალის შემდეგ ოკუპანტები სოფელ მეჯვრისხევთანაც გამოჩნდნენ. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა მანიშნებლები სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაამაგრეს, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

ნინო ლომჯარია

27 იანვარი 2022, 10:59

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

2022 წლის 26 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში ვენეციის კომისიის ახლადარჩეულ პრეზიდენტს კლერ ბაზი მალარის შეხვდა.

27 იანვარი 2022, 10:56

რეგიონი

ზუგდიდში, ქალზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს დღეს წარუდგენენ

ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

27 იანვარი 2022, 10:51

რეგიონი

ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვას დაესწრო

კლიმატის ცვლილება მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა; შესაბამისად, აუცილებელია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ განხილვის თელავში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 980 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე, 980 მძიმე პაციენტიდან თბილისში 426, აჭარაში - 127, იმერეთში - 274. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მყოფი 274 პირიდან თბილისშია 156, აჭარაში - 50, იმერეთში - 24. 2 080 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 235 - თბილისში, 652 - აჭარაში. 106 977 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 8 989 თბილისში, 2 255 აჭარაში, 2 255 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

27 იანვარი 2022, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.

27 იანვარი 2022, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია

25 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 23,87%-ია, ბოლო 14 დღის - 16,51%, ბოლო 7 დღის - 20,58%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

27 იანვარი 2022, 10:48

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.