imedi /  09 იანვარი 2019, 16:02 / სანდო წყარო

საქართველოს ბიზნესასოციაცია „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმიანება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „ თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"საქართველოს ბიზნესასოციაცია მისი წევრი კომპანიის - თიბისი ბანკის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, რაც კონკრეტული კომპანიასა თუ ზოგადად ბიზნესის ამა თუ იმ სექტორთანაა დაკავშირებული, უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და იმგვარად, რომ ე.წ. „კულუარებიდან“ გამოჟონილი ინფორმაცია ცალკეული მედიასაშუალებებისათვის არ გახდეს კომპანიისა თუ მისი მესვეურების წინააღმდეგ ცილისმწამებლური და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი კამპანიის აგორების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს გააჩენს საზოგადოებაში.

თიბისი ბანკი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, წარმოადგენს მსოფლიოს ათეულობით განვითარებული ქვეყნიდან ინვესტორთა ინტერესებს საქართველოში.

ქართული საბანკო სექტორი დროთა განმავლობაში იქცა ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ბაზრების, ინვესტორებისათვის და ამ მიღწევას ისეთივე მოფრთხილება სჭირდება, როგორც მთლიანად ქართული ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს იმიჯს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია ყოველთვის იცავდა და დაიცავს მისი წევრი ყოველი კომპანიის ლეგიტიმურ ინტერესებს და ამავდროულად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი საკითხი, იქნება ეს დავა კერძო სუბიექტებს შორის თუ გამოძიება, უნდა წარიმართოს და გადაწყდეს მხოლოდ კანონის ფარგლებში, ყველა მხარის კანონიერი ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის პატივისცემის გზით,"- წერია განცხადებაში.

ასევე ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ საქმეზე უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ამავე ცნობით, საქმეზე დაიკითხა თითქმის ყველა პირი. დაკითხულია მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. 

„თიბისი ბანკი“ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ გაცხადებაში იმას წერს, რაზეც  ქართულენოვანში საუბარი არაა. კერძოდ ბანკი ადასტურებს, რომ ეროვნულმა ბანკმა ერთი მილიონი ლარით დააჯარიმა.

ყველა სიახლე

პეტრო პოროშენკო

24 ივნისი 2019, 20:22

მსოფლიო

პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა

პოროშენკოს თქმით, მოსკოვს სურს ავიამიმოსვლის ბლოკირებით საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეასუსტოს და ამის გამო უკრაინელებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დასვენება სურთ, საქართველოში გამგზავრებისკენ, ხოლო მთავრობას ფრენების გაიაფებისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2019, 20:12

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი აშშ-ის დრონის ჩამოგდებას და „სხვა უამრავ რამეს“ უკავშირდება. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას განაგრძობს. ტრამპი დასძენს, რომ „ირანს ბირთული იარაღი ვერასოდეს ექნება“.

Etika

24 ივნისი 2019, 20:11

ტექნოლოგიები

დაკარგულ გეიმერ იუთუბერს ნიუ-იორკის პოლიცია ეძებს

Etika-ს მობილური ტელეფონი, მართვის მოწმობა, საფულე და Nintendo Switch-ი სხვა ნივთებთან ერთად პოლიციამ მანჰეტენის ხიდზე იპოვა. დეზმონდ ამოფამ, ცნობილი როგორც Etika, რამდენიმე დღის წინ 8-წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც ის სუიციდზე ლაპარაკობდა.

24 ივნისი 2019, 19:49

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში სპიკერების გამოსვლით ისევ განახლდება. პროტესტის მონაწილეები დადებითად აფასებენ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, თუმცა კვლავ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

24 ივნისი 2019, 19:38

ძალოვნები

ისანში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ბავშვი გადავარდა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 1 წლამდე ბავშვი გადავარდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მიგრანტთა ბანაკი

24 ივნისი 2019, 19:28

მსოფლიო

გაერო: ISIS-ის ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ

ადამიანის უფლებადამცველმა მაიკლ ბაჩელეტმა მოუწოდა ქვეყნებს საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა აიღონ თუ მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. უამრავმა ქვეყანამ თავიანთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. საუბარია 55 ათას ადამიანზე, მათ შორის არიან უცხოელებიც. მარტში ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სრულად განადგურდა.

24 ივნისი 2019, 19:25

საქართველო

ევროკავშირი პროპორციული არჩევნების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დღევანდელ განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შესახებ, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს“.

24 ივნისი 2019, 19:22

საქართველო

არასამთავრობოები მმართველი პარტიის ინიციატივაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ.

24 ივნისი 2019, 19:22

ძალოვნები

რიყეზე მომხდარ შემთხვევას 1 უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა

თბილისში, რიყეზე მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამივე მათგანი უცხოეთის მოქალაქეა. შსს-ის ინფორმაციით, ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 ივნისი 2019, 18:53

მსოფლიო

ყაზახეთში იარაღების საწყობში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქალაქ არისთან ახლოს დღეს დილით მოხდა. ინციდენტის გამო იმ ოლქში, სადაც საწყობი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

გიორგი გახარია

24 ივნისი 2019, 18:31

საქართველო

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სააპელაციო სასამართლო

24 ივნისი 2019, 18:26

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციებზე დაკავებული 6 ადამიანი დამნაშავედ ცნო თუმცა დარბაზიდან გაათავისუფლა

სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისის აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 6 დაკავებულების მოთხოვნა და მათ განესაზღვრათ 4-დღიანი პატიმრობა განესაზღვრათ.

თამარ ჩუგოშვილი

24 ივნისი 2019, 18:23

საქართველო

ჩუგოშვილი ოპოზიციას: ბიუროს სხდომას არ ჩაგაშლევინებთ. ვიდეო

პარლამენტში ბიუროს სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას მოითხოვდა. სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ რეზოლუციის ტექსტი ოპოზიციას არ დაურიგისტრირებია და ის კენჭისყრაზე ვერ დადგება.

ეთიოპია დაჯგუფების ლიდერი

24 ივნისი 2019, 18:20

მსოფლიო

ეთიოპიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური მოკლეს

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური ამჰარის რეგიონში პოლიციამ მოკლა. გენერალი ასამინევი ქალაქ ბაჰრ-დარში ორმხრივი სროლისას დაიღუპა. შაბათს, 22 ივნისს ეთიოპიის არმიის გენერალი ამბაჩევ მეკონენი უცნობმა პირებმა მოკლეს. დაიღუპა მისი მრჩეველიც.

ფეხბურთის ფედერაცია

24 ივნისი 2019, 18:15

სპორტი

ფეხბურთის ფედერაცია ქართული კლუბების ანტისაოკუპაციო აქციებს მხარს უჭერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ანტისაოკუპაციო გამოსვლის გამო ეროვნული ლიგის მონაწილე არც ერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

24 ივნისი 2019, 18:09

საქართველო

ჯაფარიძე: სააკაშვილი ნულოვანი ბარიერის წინააღმდეგია რადგან ეშინია რუსთაველზე აქციის მუხტი არ დავარდეს

პოლიტიკური გაერთიანების „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც 0,67%-ს ნიშნავს და ბუნებრივი ბარიერია 150 კაციანი პარლამენტისთვის, არის სწორი და ერთადერთი სამართლიანი სისტემა. ხოლო ის რომ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ამის წინააღმდეგია, ჯაფარიძე პოსტში განმარტავს.

ავიაკატასტროფა

24 ივნისი 2019, 18:02

მსოფლიო

გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს, ერთ-ერთი პილოტი ცოცხალი იპოვეს, მეორეს კი ეძებენ. მის სამძებრო სამუშაოებში სამოქალაქო ვერტმფრენებია ჩართული. შეჯახებმა სამი ავიაგამანადგურებელი წვრთნებს გადიოდა. მესამე პილოტმა დაინახა როგორ დაეშვა მიწაზე პარაშუტით ორი პილოტი.

24 ივნისი 2019, 17:46

საქართველო

ISFED: არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მისასალმებელია, მაგრამ ბარიერის გაუქმება რისკებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაციას ნულოვანი ბარიერის რისკზე საუბრისას მაგალითად, 1992 წლის არჩევნები მოჰყავს, რომლის 2%-იანი ბარიერის შედეგად პოლიტიკური პარტიების მასობრივად შექმნის ტენდენცია გამოიკვეთა. ISFED-ი ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებული მსჯელობა შესაბამის ფორმატში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გაგრძელდეს.

პატრიოტთა ალიანსი

24 ივნისი 2019, 17:45

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში ჩასვლას და იქ დაგეგმილ ფორუმზე მონაწილეობას უარყოფს

როგორც გიორგი ლომია აცხადებს, მოწვევა "პატრიოტთა ალიანსმა" მართლაც მიიღო, მაგრამ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობას არც მანამდე აპირებდნენ. მათი ინტერესი, როგორც ლომია განმარტავს ფორუმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები იყო როგორც აფხაზურ, ისე ოსურ მხარესთან.

24 ივნისი 2019, 17:45

მსოფლიო

აშშ ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციას ქმნის

როგორც მოგვიანებით პომპეომ Twitter-ზე დაწერა, ეს შეხვედრა პროდუქტიული იყო. როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებამდე განაცხადა, ამ კოალიციამ მსოფლიოში ტერორიზმის უმსხვილესi დამფინანსებელი უნდა მოიგერიოს.