imedi /  18 იანვარი 2019, 16:36 / სანდო წყარო

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან კომენტარი დღეს გააკეთა.

კითხვაზე, 2009 წელს მას უნდოდა თუ არა, რომ შეეძინა „ყაზტრანსგაზის“ წილი, კახა კალაძე ამბობს, რომ ეს ტყუილია:

 „ტყუილია ეს. 2006-2007 წლებში ჩვენს ჯგუფს ჰქონდა ინტერესი, როცა ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული, თუმცა როცა სააკაშვილმა გაიგო ეს ინფორმაცია, მაშინვე სპეცმმართველი შეუშვა „ყაზტრანსგაზში“ და გააუბედურა კომპანია“,- აღნიშნა კალაძემ.

კომპანია WALTBAY LTD -იმ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფის - შპს სი ბი ეს ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს, 2018 წლის ოქტომბერში მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა.

2017 წლიდან, საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობდა. დავის საგანი, ყაზახური მხარის მოთხოვნის მიხედვით, ზიანის ანაზღაურება გახლდათ, რომელიც 486 მილიონ ლარს აჭარბებდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს აზტრანსგაზ-თბილისის სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. დამატებით, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, შპს ყაზტრანსგაზ-თბილისს, მფლობელი ყაზახური კომპანიების წინაშე, 347 მილიონ 721 ათას 491 ლარის ოდენობის დავალიანება ერიცხებოდა.

ყველა სიახლე

10 სექტემბერი 2026, 08:11

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი იგება ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩებზე. ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე.

10 სექტემბერი 2026, 08:07

პოლიტიკა

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვისა და ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევის ფონზე, გამოცემის რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი „ქრონიკის" სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს

სახელისუფლებო გუნდის განმარტებით, მსგავსი ქმედება, აპრობირებული მეთოდია, როდესაც სამართლებრივ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექს-პრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს. უმრავლესობის შეფასებით, გაზეთის რედაქციის მიერ გაჟღერებული პოზიციები რეალურ ფაქტებს აცდენილია და მიზნად პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს.

10 სექტემბერი 2026, 08:05

პოლიტიკა

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება

პარიზში კოსმოსის საკითხებზე პირველი საერთაშორისო სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, დღეს პოლიტიკური ნაწილით გაგრძელდება. კოსმოსის მომავალთან დაკავშირებით დღეს საკუთარ ხედვებს მსოფლიო ლიდერები, მათ შორის ემანუელ მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ.

10 სექტემბერი 2026, 08:00

საზოგადოება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე

10 სექტემბერი 2026, 00:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

დონალდ ტრამპი

09 სექტემბერი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა

სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

09 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..

09 სექტემბერი 2026, 22:46

მსოფლიო

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.

09 სექტემბერი 2026, 22:41

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.

09 სექტემბერი 2026, 22:15

ტექნოლოგიები

Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება

ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 სექტემბერი 2026, 22:10

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 22:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.

დიმიტრი მედვედევი

09 სექტემბერი 2026, 22:01

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.