imedi /  24 იანვარი 2019, 16:43 / სანდო წყარო

ბილაინი: კომპანიის გაყიდვის შესახებ წინადადება არ არსებობს

მობილური კავშირგაბმულობის კომპანია „ბილაინის“ გაყიდვის შესახებ წინადადება ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სოფო ბალავაძემ განაცხადა. ინფორმაციას 1tv  ავრცელებს.

„ბილაინი“ ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას და 1.3 მილიონი მომხმარებლის მომსახურებას 350-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად. 2018 წელი კომპანიამ წარმატებით დაასრულა და განახორციელა 21 მილიონი ლარის ინვესტიცია ინფრასტრუქტურისა და პროდუქტების განვითარებაში და უფრო დიდ ინვესტიციას განახორციელებს 2019 წელს. „ბილაინი“ დიდი ჯგუფის ნაწილია და როგორც ნებისმიერი სხვა ზომის ჯგუფის შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს კომპანიების ყიდვა და გაყიდვა. ეს ბიზნესის წარმართვის ჩვეულებრივი ნაწილია. ამ ეტაპზე გაყიდვის წინადადება არ არსებობს. კომპანია განაგრძობს განვითარებას, რომ შექმნას კიდევ უფრო მეტი ღირებულება მისი თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის“, - განაცხადა ბალავაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, „ბილაინი“ ამ ეტაპზე ტარიფების გადახედვას არ გეგმავს.

კომპანია „ბილაინს“ პრინციპში, საქართველოს ბაზრიდან გასვლა გადაწყვეტილი აქვს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა გუშინ განაცხადა.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 13:12

სპორტი

იაპონელ გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა მისცეს

გულშემატკივრებს ეკრძალებათ ყვირილი, ხმამაღლა საუბარი და არენებზე ყოფნისას პირბადე უნდა ატარონ. თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თამაშების ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - რასაც მას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე: ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი

„ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, თუ რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

21 ივნისი 2021, 13:02

რეგიონი

მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი

ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ.

21 ივნისი 2021, 12:58

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ.

ირაკლი ქარსელაძე

21 ივნისი 2021, 12:51

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია

მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კომისიის მიერ შემუშავებულ დეოკუპაციის სტრატეგიაში ყველა ძირითადი მიმართულება იქნება გაწერილი

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო, ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

21 ივნისი 2021, 12:45

ეკონომიკა

MVNO ასოციაცია: ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ, რაშიც მობილური ქსელის ოპერატორების დახმარება აუცილებელია

„იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2021, 12:41

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

21 ივნისი 2021, 12:41

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

პრემიერის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.

ნაფტალი ბენეტი

21 ივნისი 2021, 12:28

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმა ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯალათი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს ჯალათი უწოდა. „მიმდინარე კვირას ირანმა ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩია. ყველა იმ ადამიანისგან, ვისი არჩევაც ხამენეის შეეძლო, მან „თეირანის ჯალათი“ აირჩია. ადამიანი, რომელიც სიკვდილის კომიტეტებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით უდანაშაულო ირანელი სიკვდილით დასაჯა“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

თეა წულუკიანი

21 ივნისი 2021, 12:25

კულტურა

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე: თეატრების საქმიანობაში არ ვერევი

„როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ „ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი“, - განაცხადა წულუკიანმა.

21 ივნისი 2021, 12:20

სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. თბილისში დააკავეს.

21 ივნისი 2021, 12:17

სამართალი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

19 ივნისს, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ანატოლი ანტონოვი

21 ივნისი 2021, 12:05

მსოფლიო

აშშ-ში რუსეთის ელჩი ვაშინგტონში დაბრუნდა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი ვაშინგტონში დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ჟოზეფ ბორელი

21 ივნისი 2021, 11:48

მსოფლიო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს დაამტკიცებენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს დაამტკიცებენ.

21 ივნისი 2021, 11:39

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით ხუთი კონკურსი გამოაცხადა

კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ხუთ კონკურსს აცხადებს: 1. „კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში - ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“...

ნიკოლ ფაშინიანი

21 ივნისი 2021, 11:31

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და მთავრობის ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს.