imedi /  24 იანვარი 2019, 17:50 / სანდო წყარო

აზერბაიჯანის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან 46,8%-ით გაიზარდა

2018 წელს აზერბაიჯანმა გამოიმუშავა ნავთობის ექსპორტიდან 15,719 მლრდ დოლარი, რაც 5,013 მლრდ დოლარით ანუ 46,8%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ნათქვამია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მიერ გავრცელებულ მონაცემებში.

ნედლი ნავთობი აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო საქონელია. მასზე მოდის ექსპორტის მთელი ოდენობის 80,78%.

შემდეგ მოდის ბუნებრივი გაზი (7,71%), ნავთობპროდუქტი (2,68%), ხილი და ბოსტნეული (2,88%) და სხვ.

 2018 წლის შედეგებით აზერბაიჯანული პროდუქციის ექსპორტმა შეადგინა 19,458 მლრდ დოლარი, რაც 5,647 მლრდ დოლარით ანუ 40,8%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

ყველა სიახლე

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:21

საქართველო

ირმა ინაშვილი: ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადადებით ირაკლი კობახიძე ახალი ზურაბ ადეიშვილია. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მუდმივად იტყუება. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა „იმედს“ განუცხადა. პატრიოტები 17:00 საათიდან საპროტესტო აქციებს იწყებენ.

ქეთევან ციხელაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

ციხელაშვილი: წყაროების ინფორმაციით ექიმ გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ

რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი განთავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, უახლოეს დღეებში და ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ვაჟა ბიძინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 16:06

საქართველო

ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ვაჟა ბიძინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ვაჟა ბიძინაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს ოკუპირებული ღდულეთის მიმდებარედ თანასოფლელ ივანე ზაუტაშვილთან ერთად დააკავეს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

აქცია რუსთაველის გამზირზე

17 ნოემბერი 2019, 16:05

საქართველო

გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე პარლამენტის პიკეტირება დააანონსა

აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ. პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.

უკრაინული ხომალდები ქერჩის სრუტე

17 ნოემბერი 2019, 15:58

მსოფლიო

მოსკოვი კიევს ქერჩის სრუტეში დაკავებულ ხომალდებს უბრუნებს

რუსეთმა 3 უკრაინული ხომალდი ანექსირებულ ყირიმში 2018 წლის ნოემბერში დააკავა. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. ხომალდზე მყოფი მეზღვაურები უკრაინაში რუსეთთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ.

ბათუმი

17 ნოემბერი 2019, 15:17

საქართველო

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიების წევრები იკრიბებიან. ისინი თბილისის მსგავსად რიგგარეშე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 15:15

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერის თეატრის ტერიტორიიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი პუშკინის სკვერიდან მივიდნენ.

პატრიოტთა ალიანსი

17 ნოემბერი 2019, 15:10

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები თბილისისკენ კახეთიდან დაიძრნენ

„პატრიოტთა ალიანსმა“ კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრიბა. 10-მდე მიკროავტობუსით, 200-მდე მხარდამჭერი თბილისისკენ უკვე გამოემგზავრა. „პატრიორთა ალიანსი“ აქციას რესპუბლიკის მოედანზე გამართავს, მას „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

ირმა ინაშვილი

17 ნოემბერი 2019, 14:41

საქართველო

ინაშვილი: ოპოზიციის შეთავაზებული სამი ვარიანტიდან კონსტიტუციას არცერთი ეწინააღმდეგება

მისაღებია ე.წ. გერმანული მოდელიც, ჩვენს მიერ შეთავაზებული ვარიანტიც მცირე ცვლილებებით პროექტის ინიცირების შესახებ და ასევე ის ვარიანტიც, რომ 101 ხმით მიღებულად გამოვაცხადოთ ეს პროექტი და გადავიდეთ მეორე მოსმენაზე. ამ სამიდან არც ერთი ვარიანტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ვაჟა სირაძე

17 ნოემბერი 2019, 14:30

ძალოვნები

ვაჟა სირაძე: პარლამენტის ტერიტორიაზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია განმარტა. მისი თქმით, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის.

17 ნოემბერი 2019, 14:06

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილი: წითელი ჯვარი იზოლატორში შესვლას ვერ ახერხებს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის შვილს თათა გაფრინდაშვილს დაკავებულის მალე გათავისუფლების მოლოდინი აქვს. ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან.

შსს

17 ნოემბერი 2019, 14:05

ძალოვნები

შსს აქციის მონაწილეებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დამორჩილებისკენ მოუწოდებს

პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

ალექსანდრ ლუკაშენკო

17 ნოემბერი 2019, 13:57

მსოფლიო

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტზე კენჭს 2020 და 2025 წლებშიც იყრის. ამის შესახებ მან საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ილია მეორე

17 ნოემბერი 2019, 13:50

საქართველო

ილია მეორე: ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა ყველაფერი იცვლება და ყველაფერი არამყარია

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს. ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია, ერთ დღეს შეიძლება, შეიცვალოს ყველაფერი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

თომ ევანსი ნიკოლ შერზინგერი

17 ნოემბერი 2019, 13:30

ტაბლოიდი

ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს

ჯგუფ The Pussycat Dolls-ის სოლისტს, მომღერალ ნიკოლ შერზინგერს ახალი შეყვარებული ჰყავს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვთან განშორების შემდეგ მომღერალი ყოფილ შოტლანდიელ მორაგბეს თომ ევანსს ხვდება.

აქცია რუსთაველზე

17 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კახეთიდან უერთდებიან. პარტიამ აქტივი სოფელ ჩალაუბნში შეკრიბა. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ უკვე გაემგზავრნენ. თბილისში აქციაზე დასასწრებად ,,ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და მხარდამჭერებიც ემზადებიან. ისინი გორიდან თბილისისკენ უკვე გაემგზავრნენ.

მიხეილ გაჩეჩილაძე

17 ნოემბერი 2019, 13:00

სპორტი

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა

რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი მორაგბე დასახელდა. მიხეილ გაჩეჩილაძე „ენისეისთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა და წლის საუკეთესო მორაგბისთვის დაწესებული პრიზი სრულიად დამსახურებულად მიიღო.

Saudi Aramco

17 ნოემბერი 2019, 12:51

ეკონომიკა

Saudi Aramco ბაზარზე აქციების 1,5%-ს გაიტანს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ აქციების პირველადი განთავსებისთვის ინვესტორთა განაცხადების მიღება დაიწყო და განთავსების ფასის დიაპაზონი - 30-32 რიალი (8-8,5 დოლარი) დაასახელა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თავდაცვის სამინისტრო

17 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

ღარიბაშვილის უწყება: თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები განსაკუთრებულად მოწმდება

რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გოტაბაია რაჯაპაქსა

17 ნოემბერი 2019, 12:33

მსოფლიო

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა

შრი-ლანკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური „სახალხო ფრონტის“ კანდიდატმა, გოტაბაია რაჯაპაქსამ გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი NDTV ავრცელებს. რაჯაპაქსას მთავარმა კონკურენტმა, მმართველი „გაერთიანებული ეროვნული პარტიის“ კანდიდატმა საჯიტ პრემადასამ უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ ხალხის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.