Imedi /  01 თებერვალი 2019, 19:12 / სანდო წყარო

Alibaba-ს აქციებზე ფასი 6%-ით გაიზარდა

Alibaba

ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტის აქციებზე ფასი 6,3%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ ფისკალურ კვარტალში მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლები მიიღო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ Alibaba-ს შემოსავლების ზრდის ტემპი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც გარკვეულწილად ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაჩაღებული სავაჭრო ომით არის განპირობებული 

2018 წელი კომპანიამ რეკორდული დანახარჯებით დახურა. Alibaba-მ პროდუქტების განვითარებაზე $41 მილიარდზე მეტი დახარჯა.

არ არის გამორიცხული Alibaba სამომავლოდ ელექტრონული კომერციის გარდა ღრუბლოვანი (Cloud) სერვისების განვითარებითაც დაკავდეს.

ყველა სიახლე

ემილიანო სალა

26 აპრილი 2019, 15:43

მსოფლიო

ემილიანო სალას დაღუპვიდან 3 თვეში მამამისი გარდაიცვალა

ის 58 წლის იყო. 28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი იჯდა, რადარებიდან 21 იანვარს გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ ემილიანო სალას თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას ცხედარი იპოვეს.ემილიანო სალა „კარდიფ სიტიმ“ საფრანგეთის „ნანტიდან“ 20 მილიონ ევროდ შეიძინა.

თურქეთის პოლიცია

26 აპრილი 2019, 15:08

მსოფლიო

თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 115 სამხედრო დააკავეს

სტამბოლის პოლიციამ დააკავა 115 სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად. ოპერაციის ფარგლებში 55 ეჭვმიტანილი სტამბოლში, 60 კი სხვადასხვა პროვინციაში დააკავეს. კიდევ 95 სამხედროზე ძებნა გამოცხადდა. გამოცემის ინფორმაციით, ყველა დაკავებული მოქმედი სამხედროა.

26 აპრილი 2019, 14:58

ტაბლოიდი

მოდის ონლაინ მაღაზიამ კაბას ფორმა ფურცლის სამაგრით შეუცვალა

მოდის კომპანია ASOS-მა რეკლამის დროს, მოდელს კაბა ფურცლის კლიპით (სამაგრი) დაუმაგრა და ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ფოტოზე კარგად ჩანს სამაგრები, რის გამოც სოციალურ ქსელში კომპანიის მიმართ ნეგატიური კომენტარები დაიწერა.

ემანუელ მაკრონი

26 აპრილი 2019, 14:39

მსოფლიო

მაკრონი: საფრანგეთს პოლიტიკური ისლამი ემუქრება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პოლიტიკურ ისლამს საფრანგეთის წინაშე არსებული საფრთხე უწოდა. გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მაკრონმა ელისეს სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან შემოსული ფულადი გადარიცხვებზე კონტროლი უნდა გაძლიერდეს.

სამების საკათედრო ტაძარი

26 აპრილი 2019, 14:38

საქართველო

ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. ვიდეო

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი დღის განმავლობაში დარჩება.მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ. ასევე აცხობენ​ პასქებს​, რადგან სახარების თანახმად, იესო ქრისტეს ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა. 28 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

დავით გარეჯი

26 აპრილი 2019, 14:34

საქართველო

რა ხდება დავით გარეჯში. ვიდეო

დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა დილიდან გახსნილია. ადგილზე კვლავ შეინიშნებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა მათ ბილიკები აღარ გაჰყავთ და მომლოცველებიც თავისუფლად გადაადგილდებიან. დავით გარეჯის ტერიტორიაზე იმყოფებიან ქართველი მესაზღვრეებიც.

26 აპრილი 2019, 14:33

ვიდეო

ქალი, რომელიც 40 წელზე მეტია მაცხოვრის დატირებას გალობს

26 აპრილი 2019, 14:33

კულტურა

რა მოხდება თუ Thanos-ს დაგუგლავთ

Google-ის საძიებო სისტემამ ფილმის Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერასთან დაკავშირებით ახალი ფუნქცია დაამატა. მომხმარებლები, რომლებიც კომპიუტერის ან მობილურის საშუალებით საძიებო სისტემაში ფილმის ერთ-ერთი გმირის სახელს - Thanos-ს მოძებნიან და "უსასრულობის ხელთათმანის" გამოსახულებას დააჭერენ...

ზახრან ჰაშიმი

26 აპრილი 2019, 14:25

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტის ორგანიზატორი აფეთქების დროს მოკვდა

შრი-ლანკის პრეზიდენტმა მაიტრაპალა სირისენამ განაცხადა, რომ აფეთქებების დროს ადგილზევე დაიღუპა ტერაქტის ორგანიზატორიც. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სირისენას თქმით, რადიკალი მქადაგებელი ზახრან ჰაშიმი სასტუმრო Shangri-La-ში მოკვდა.

 იულია სუსლიაკი

26 აპრილი 2019, 13:59

ძალოვნები

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალი ბრალს არ აღიარებს

როგორც ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად მიდიოდა აფხაზეთში, მეუღლესთან, რომელიც არის უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკი, უკრაინიდან კი, კომერციული ინტერესების გამო წავიდა და ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებს თავს.

კარავი

26 აპრილი 2019, 13:52

საქართველო

ბათუმში ელექტრომობილების მფლობელების ნაწილს ბულვარში კარვები აქვს გაშლილი

ამბობენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობენ იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ცენტრალურ ბულვარში ელექტრომობილების მუშაობას გამორიცხავს ადმინისტრაცია. როგორც ისინი საპასუხოდ აცხადებენ ტურისტების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და თუნდაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ელექტრომობილით დაშავების რამდენიმე შემთხვევა იყო.

კიმ ჩენ ინი

26 აპრილი 2019, 13:49

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტი დაგეგმილზე ადრე დასრულდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯავშანმატარებელმა ვლადივოსტოკის რკინიგზის სადგური დატოვა. კიმ ჩენ ინის სადგურზე ლიმუზინით მივიდა, სადაც მას საპატიო ყარაულის ასეული შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთი დაგეგმილზე რამდენიმე საათით ადრე დატოვა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკოლ კიდმანი

26 აპრილი 2019, 13:45

ტაბლოიდი

ნიკოლ კიდმანს ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან“

51 წლის მსახიობი ამბობს, რომ ეკლესიაში მუდმივად დადის და რელიგიურად ზრდის თავის შვილებსაც. მას მუსიკოს კეიტ ურბანთან 2 საერთო შვილი ჰყავს 10 წლის როუზი და 8 წლის მარგარეტი. ნიკოლ კიდმანმა არც ის დამალა, რომ მას ეკლესიაში სიარულის გამო მეგობრები „დასცინიან.“

26 აპრილი 2019, 13:35

საქართველო

საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკის გვირაბის გახსნას ითხოვს

Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს. გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდის მიმართვას, რომლის ადრესატიც დედაქალაქის მერია, საკრებულო და საქართველოს მთავრობაა, ამ ეტაპზე 1188 ხელმოწერა აქვს.

თუთიყუში

26 აპრილი 2019, 13:27

ტაბლოიდი

ბრაზილიაში ნარკომოვაჭრეების დამხმარე თუთიყუში დააკავეს

ბრაზილიაში პოლიციელებმა თუთიყუში ნარკომოვაჭრეებისთვის დახმარების გამო დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს. 23 აპრილს პოლიციელებს ორი ნარკომოვაჭრე ცხელ კვალზე უნდა დაკავებინათ. როდესაც პოლიციის მანქანა ნარკომოვაჭრეთა სახლთან მივიდა, თუთიყუშმა პორტუგალიურად „დედა, პოლიციას!“ ძახილი დაიწყო.

ულრიკ ტიდესტრომი

26 აპრილი 2019, 13:27

ეკონომიკა

შვედეთის ელჩი: მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი. ფოტოები

შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი ოჯახთან ერთად ბათუმშია და სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს. "მო­ცეკ­ვა­ვე შად­რევ­ნე­ბის აუზი ბა­თუმ­ში შო­რი­დან ლა­მა­ზია, ახ­ლო­დან კი ნაკ­ლე­ბად მომ­ხიბ­ვლე­ლი,"- წერს ტიდესტრომი. თუმცა. ელჩი საქართველოს ბიომრავალფეროვნებით აღფრთოვანებულია.

26 აპრილი 2019, 13:20

მსოფლიო

მშობლების სიკვდილის შემდეგ, სამი წლის გოგო ორი თვის ძმას მარტო უვლიდა

ამერიკულ შტატ კალიფორნიაში სამი წლის გოგო რამდენიმე დღე უვლიდა ორი თვის ძმას, მას შემდეგ რაც მშობლები დაიღუპნენ. ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Fox 11 News-ი წერს. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 18 აპრილს, 46 წლის დევიდ კუროს პარსამ, 38 წლის ცოლი მიჰოკო კოიკე მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ევროპარლამენტი

26 აპრილი 2019, 13:19

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო არჩევნებზე ევროპარლამენტარები მიიწვიეს

საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრის დეფაქტო მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები აფხაზი „დიპლომატების“ ბრიუსელში ე.წ. ვიზიტისას მიიწვიეს. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.

ჯონ ჰავლიჩეკი

26 აპრილი 2019, 13:11

სპორტი

NBA-ს რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა

აშშ-ში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რვაგზის ჩემპიონი ჯონ ჰავლიჩეკი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე NBA-ს კლუბი „ბოსტონ სელტიკსი“ წერს, რომლის ღირსებასაც ჰავლიჩეკი იცავდა. 79 წლის ყოფილი კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადება გახდა.

26 აპრილი 2019, 13:06

ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა პიროვნების შესახებ ქვიზები შეზღუდოს

კომპანიამ თავისი პლატფორმის პოლიტიკა განაახლა და განაცხადა, რომ ნაკლები სარგებლობის მქონე აპლიკაციები, მაგალითად, პიროვნების შესახებ ქვიზები, პლატფორმაზე შესაძლოა არ დაიშვას.