imedi /  06 თებერვალი 2019, 20:38 / სანდო წყარო

ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ავტომფლობელთათვის მესამე პირის დაზღვევა ისევ სავალდებულო ხდება. თუ თქვენ სხვის ავტომობილს, ან სხვა პირის ჯანმრთელობას დააზიანებთ, მატერიალურ ზარალს სადაზღვეო კომპანია აანაზღაურებს, ამისთვის კი, ვალდებული იქნებით, წლიურად გარკვეული თანხა გადაიხადოთ.

საწყის ეტაპზე პროდუქტი ყველა ავტომფლობელისთვის სტანდარტული იქნება. თანხის ოდენობა ავტომობილის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

საკანონმდებლო პაკეტი უკვე პარლამენტშია.

ყველა სიახლე

თვითმფრინავი

27 ივნისი 2019, 15:27

მსოფლიო

Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ლონდონში განგაშის გამო დაეშვა

მიზეზი ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობა გახდა. რეისი AI191 მუმბაიდან (ინდოეთი) ნიუარკში (აშშ) მიფრინავდა. მომხდარის შესახებ ინდოეთის ავიახაზებმა მიკრობლოგ Twitter-ზეც დაწერა, თუმცა მოგვიანებით გამოქვეყნებული ინფორმაცია წაშალა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 15:19

ძალოვნები

ნიკა მელიას პარლამენტარები თავდებში უდგებიან

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ადვოკატმა განაცხადა, პარლამენტარები მას თავდებში უდგებიან. ამასთან, გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათას ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დააყენა.

პარლამენტი

27 ივნისი 2019, 15:16

საქართველო

ვის და როდის შეუჩერა პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი

დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერება ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არც ისე ხშირად ხდება, თუმცა ისტორიიდან რამდენიმე ფაქტის მოყვანა მაინც არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ უახლოესი 13 წლის განმავლობაში მომხდარ ასეთ შემთხვევებს.

თბილისის საქალაქო სასამართლო

27 ივნისი 2019, 15:03

ძალოვნები

ირაკლი ოქრუაშვილი და მასტერა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან

ირაკლი ოქრუაშვილი და "მასტერა" ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს აღარ დაიკითხებიან. სასამართლოში მთავარ მოწმეებს შემდეგ სხდომაზე, პირველ ივლისს დაიკითხებიან. პროცესი იმ მიზეზით გადაიდო, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი მერებაშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა.

უეინ რუნი

27 ივნისი 2019, 14:49

სპორტი

უეინ რუნიმ გოლი საკუთარი ნახევრიდან შესრულებული დარტყმით გაიტანა

რუნიმ ანგარიში მეათე წუთზე გახსნა და მისი ერთადერთი გოლით „დი სი იუნაიტედმა“ გამარჯვება მოიპოვა. ინგლისელისთვის ეს რეგულარული ჩემპიონატის 17 მატჩში მეცხრე გოლი იყო, „დი სი იუნაიტედმა“ კი ბოლო ექვს მატჩში პირველად მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.

ლევან იზორია

27 ივნისი 2019, 14:46

საქართველო

ლევან იზორია დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს შტაბბინაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და იეს სტოლტენბერგის მოადგიელს როუზ გოტმოლერს შეხვდება. ლევან იზორია დაესწრება ნატოში დაგეგმილ მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრას და კოლეგებთან უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

ტურიზმი

27 ივნისი 2019, 14:30

საქართველო

უწყებებმა დიპკორპუსს ტურიზმის სფეროში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის უსაფრთხო და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას. შშეხვედრის ფარგლებში ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები და ახალი ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში.

27 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

ყინწვისში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა

ყინწვისში უბედურ შემთხვევას თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებელი ემსხვერპლა. მანანა ჩოხელის მოსწავლეებთან ერთად ექსკურსიაზე იყო, როდესაც კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა.შემთხვევა 23 ივნისს მოხდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილმდებარეობა Google

27 ივნისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

ადგილმდებარეობისა და ვებგვერდების ისტორიას Google-ი ავტომატურად წაშლის

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ფუნქცია Android-სა და iOS-ზე ეტაპობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოქმედდება. როგორც Google-ი ბლოგში წერს, ავტომატურად წაშლის ფუნქციის ჩართვის შემთხვევაში 3 და 18 თვეზე მეტი ხნის მონაცემები ავტომატურად წაიშლება.

ნიკა მელია

27 ივნისი 2019, 14:14

ძალოვნები

ნიკა მელია: თუ არ დამაკავებენ, გუშინდელი აქტი უკანონო იქნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი იწყება. ნიკა მელია საკუთარ პროცესზე დასწრებას აპირებს. ოპოზიციის შეფასებით, ეს ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა.

მამუკა ბახტაძე

27 ივნისი 2019, 14:04

საქართველო

პრემიერი ბოლო დღეების მოვლენებზე სასაუბროდ დღეს მედიას შეხვდება

ვინაიდან მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები, დღეს საღამოს ვგეგმავ ქართულ მედიასთან შეხვედრას, რათა პასუხი გავცე აქტუალურ შეკითხვებს- ამის შესახებ მამუკა ბახტაძე Facebook-ზე წერს. როგორც პრემიერი ამბობს, ის მზად არის, ნებისმიერ სხვა დროს, მათ შორის, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის წლიური ანგარიში წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს.

პავლე კუბლაშვილი

27 ივნისი 2019, 14:03

საქართველო

პავლე კუბლაშვილი შს მინისტრთან მოლაპარაკების დეტალებს იხსენებს

20 ივნისის აქციის ღამეს, სანამ აქციის დაშლა დაიწყებოდა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოების მცდელობას ჰქონდა ადგილი. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ის შუამავლის როლს ასრულებდა და შეეცადა, რომ შს მინისტრს გიორგი გახარიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართულიყო.

27 ივნისი 2019, 13:55

მსოფლიო

პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ბრაზილელ სერჟანტს 39 კგ კოკაინი აღმოაჩნდა

38 წლის მანუელ სილვა როდრიგესი 25 ივნისს სევილიას აეროპორტში ბრაზილიის პრეზიდენტის სათადარიგო თვითმფრინავში დააკავეს, რომელიც ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიფრინავდა. თავად პრეზიდენტი სხვა თვითმფრინავით მგზავრობდა, რომელიც საწვავის შესავსებად ლისაბონში დაეშვა.თავად პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ Twitter-ზე დაწერა, რომ მისი გუნდი ნარკოტიკების გადატანასთან არაფერ კავშირშია.

გიორგი ვოლსკი

27 ივნისი 2019, 13:55

საქართველო

ვოლსკი ემხრობა უმრავლესობაში იმ დეპუტატებზე მსჯელობას, ვინც მელიაზე გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენეტის ვიცესპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ თანაგუნდელთა მოსაზრებებზე, როლებმაც ხმა არ მისცეს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერებას, უმრავლესობის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ "კარგად ვერ გაერკვა ზოგიერთი ჩვენი კოლეგა, რა ვქენით და რა გავაკეთეთ".

27 ივნისი 2019, 13:32

მსოფლიო

2015 წლის პარიზის ტერაქტების საქმეზე გერმანიაში ბოსნიის მოქალაქე დააკავეს

გერნმანიაში 39 წლის ბოსნიელი დააკავეს, რომელიც 2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სავადაუდო თანამზრახველია. ბელგიის მთავრობას მის დასაკავებლად ევროპული ორდერი ჰქონდა გაცემული. ბოსნიელი თავადასხმების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული ამჟამად სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება და შესაძლოა ის ბელგიურ მხარეს გადასცენ.

ტომ იორკი

27 ივნისი 2019, 13:19

კულტურა

ტომ იორკმა სოლო ალბომი Anima გამოუშვა 🎵

სპეციალურ ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია Anima-ს CD-ის და ვინილის შეკვეთა. ისინი ხელმისაწვდომი 19 ივლისამდე იქნება. ვინილის ვერსია დამატებით 10 ტრეკს შეიცავს.ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით სპეციალური მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა, რომლის რეჟისორიც პოლ ტომას ანდერსონია.

ვაკო ყაზაიშვილი

27 ივნისი 2019, 13:12

სპორტი

ყაზაიშვილის „სან ხოსემ“ „ჰიუსტონი“ 2:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნა, 75-ე წუთზე კი ეფექტიანი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ყაზაიშვილი ზედიზედ მესამე მატჩია, მოედანს უგულოდ არ ტოვებს.

ანგელა მერკელი
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

27 ივნისი 2019, 12:54

მსოფლიო

ანგელა მერკელი ისევ შეუძლოდ გახდა. ვიდეო

პრეზიდენტ შტაინმაიერთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერს კანკალი დაეწყო. მას წყალი მიაწოდეს, რაზეც უარი თქვა. მოგვიანებით მინისტრმა კაბინეტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კანცლერი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ოსაკის „დიდი ოცეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ძლიერი კანკალი მერკელს 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიღების ცერემონიაზეც დაეწყო.

ნაციონალური მოძრაობა

27 ივნისი 2019, 12:40

საქართველო

ნაციონალები „გავრილოვის სიის“ შედგენაზე იწყებენ მუშაობას

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ისინი დღეს პარლამენტში პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის მოსასმენად და მისთვის სპეციალური გზავნილის გადასაცემად მივიდნენ, მაგრამ ვინაიდან მამუკა ბახტაძე დღეს ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში აღარ გამოვა, პლენარულ სხდომას აღარც ნაციონალები დაესწრებიან.

27 ივნისი 2019, 12:37

საქართველო

პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღი კონსულტაციების შემდეგ განისაზღვრება

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერმინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.