imedi /  04 თებერვალი 2019, 14:34 / სანდო წყარო

რა ეღირება მანქანების სავალდებულო დაზღვევა და როგორი ჯარიმებია გათვალისწინებული

მანქანების დაზღვევა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილება ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებული იქნება საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. 

სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, რომ აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება მანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.

როგორც "კომერსანტი" წერს, კანონპროექტით დადგენილია სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ღირებულებები. გადასახადი წლიური იქნება და მისი ფასი სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება. 

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

  • მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 - 110 ლარი;
  • მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 - 150 ლარი;
  • ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160 - 240 ლარი;
  • სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 - 310 ლარი;
  • მისაბმელისათვის – 50 - 75 ლარი;
  • სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.

კანონით ასევე განსაზღვრული იქნება ჯარიმის ოდენობა, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება:

მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება. 

ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება,  ის მეორედ დაჯარიმდება.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2019, 11:22

ძალოვნები

რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

იტალიური მედიის ცნობით, რომში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. დაპირისპირება პიაცა დე ჩინკესენტოს მოედანზე, ავტობუსში მოხდა. წარმოშობით მაროკოელმა კაცმა 44 წლის ქართველს დანით თავს დაესხა და ყელის არეში დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები

23 აპრილი 2019, 11:20

სპორტი

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჰოკეისტებმა ტურნირის მასპინძელი მექსიკა დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ალექსანდრ ვასილჩენკო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ტყვიის შემცველობა

23 აპრილი 2019, 11:15

საქართველო

კვლევა: ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობამ მოიმატა

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

23 აპრილი 2019, 11:02

საქართველო

პანკისელები: თუ დაკავებები დაიწყება ისევ გამოვალთ თანასოფლელების დასაცავად

პანკისის მოსახლეობის დიდი ნაწილი მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება დაიწყოს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და გარკვეულ კონსენსუსს მიაღწიეს. პანკისში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებამდე გადაიდო.

23 აპრილი 2019, 10:59

სპორტი

„ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრები „ბუდუჩნოსტის“ კალათბურთელებს თავს დაესხნენ

ადრეატიკის ლიგის ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. ბელგრადში გოგა ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ ხვდებოდა. მატჩის დაწყებამდე მოედანზე სერბული კლუბის გულშემატკივრები შეიჭრნენ და კალათბურთლებს სხვადასხვა ნივთები ესროლეს, დაცვის დახმარებით მოთამაშეებმა პარკეტი დროულად დატოვეს

23 აპრილი 2019, 10:53

საქართველო

თავდაცვის მინისტრი ლოგისტიკურ სწავლებას გაეცნო

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

23 აპრილი 2019, 10:36

ტექნოლოგიები

Tesla 2020 წლიდან უპილოტო ტაქსის სერვისს აამოქმედებს

მასკის თქმით, 2020 წელს Tesla-ს მილიონამდე ავტომობილი აბსოლუტურად თვითმართვაზე გადავა. Associated Press-ის ცნობით, Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ შემდეგი წლის ბოლომდე აშშ-ში უპილოტო ავტომობილის გამოცდის საშუალებას მისცემს.

ფილიპინები

23 აპრილი 2019, 10:36

მსოფლიო

ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრში კუნძული სამარი იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

23 აპრილი 2019, 10:22

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლებს მასობრივად კრძალავენ

შრი-ლანკაზე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შეასახებ BBC ავრცელებს. უახლოესი ინფორმაციით აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია.

ჭიაკოკონობა

23 აპრილი 2019, 10:12

საქართველო

რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის

ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

„მტერზე თავდასხმის დროს ლაირა მაკქი ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ის მტრული ძალების გვერდით იდგა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმია“ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.

პაროლები

23 აპრილი 2019, 09:28

ტექნოლოგიები

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს.

შრი-ლანკა ტერაქტი

23 აპრილი 2019, 09:16

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 310-ს მიაღწია. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. 22 აპრილს შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

წიგნის დღე

23 აპრილი 2019, 08:52

საქართველო

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

23 აპრილი 2019, 08:39

მსოფლიო

ტურისტებს ნოტრ-დამის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ

ტურისტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ ნოტრ-დამის მიმდებარე ქუჩები გახსნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ისტორიულ ძეგლს 5 წელიწადში აღადგენენ.

პარლამენტი

23 აპრილი 2019, 08:15

საქართველო

დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ევროპულმა საქართველომ დაიბარა. როგორც დეუტატები აცხადებენ კითხვები იქნება სფეროში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბიუჯეტსა და საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზეც.

გარემოს დამცველები

23 აპრილი 2019, 08:02

მსოფლიო

ეკოაქტივსტებმა ლონდონის ბუნების დაცვის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს

მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ” წევრები იატაკზე დაწვნენ და ცხედრები განასახიერეს. ამ გზით მათ გლობალური დათბობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევა სცადეს. აქტივისტების უმრავლესობა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დაიშალა, თუმცა ნაწილი მუზეუმში დარჩა. გარემოს დამცველი აქტივისტები დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციას უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ.

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 01:11

მსოფლიო

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკის მთავრობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. ამის შესახებ შრი-ლანკის ეკონომიკური რეფორმების მინისტრ ხარშა დე სილვაზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN იუწყება.

ჯენიფერ ლოპესი

23 აპრილი 2019, 00:53

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს ახალ ფილმში გადაიღებენ

ფილმის სახელწოდება Marry Me. ლოპესთან ერთად მთავარ როლს ოუენ უილსონი შეასრულებს. სცენარის მიხედვით, ლოპესი პოპ-მომღერალია, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობს, რომ საქმრომ უღალატა. ამის შემდეგ ლოპესის გმირი სცენაზე გადის და ირჩევს კაცს, რომელიც მისი ქმარი გახდება.

23 აპრილი 2019, 00:24

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მიწისძვრის გამო ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა

ფილიპინების დედაქალაქში მიწისძვრის გამო ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იღვრება ათობით სართულის სიმაღლიდან დიდი რაოდენობით წყლის მასა.