მძღოლი ვალდებული იქნება საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს
ფოტო: shutterstock.com
„საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ცვლილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს. ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
ცვლილების თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებულებას იღებს, რომ აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება მანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
"მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა-პატრონობისა და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – წერია განმარტებით ბარათში.
ამასთან, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლი დაჯარიმდება.
კერძოდ, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 04:24
მსოფლიო
რუბიო: აშშ-სა და მის მოკავშირეებს გეგმა „ბე“ უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე უარს იტყვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-სა და მის მოკავშირეებს გეგმა „ბე“ უნდა ჰქონდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე უარს იტყვის.
23 მაისი 2026, 04:12
მსოფლიო
მარკ რუტე: ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტის გარშემო ნაოსნობის თავისუფლებასა და გლობალურ ვაჭრობაზე პირდაპირი თავდასხმაა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პარასკევს განაცხადა, რომ ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტის გარშემო ნაოსნობის თავისუფლებასა და გლობალურ ვაჭრობაზე „პირდაპირი თავდასხმაა“.
23 მაისი 2026, 04:02
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი: მჯერა, რომ კომუნიზმის მარწუხებისგან კუბის საოცარი ხალხის გათავისუფლება ახლოსაა
ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მწვავე ოპონენტი, ამჟამად კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად აშშ-ის სამხედრო თავდასხმა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
23 მაისი 2026, 03:53
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი, ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ - ყველაფერი მალე დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „მალე დასრულდება“.
23 მაისი 2026, 03:45
მსოფლიო
ტრამპი: ვენესუელაში იმდენად დიდი რაოდენობის ნავთობი მოვიპოვეთ, რომ ირანის ომის ხარჯები დაახლოებით 25-ჯერ აანაზღაურა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელის ნავთობმა ირანის ომის ხარჯები „25-ჯერ აანაზღაურა“.
23 მაისი 2026, 03:29
მსოფლიო
CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდისთვის ემზადება
ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ახალი რაუნდისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 მაისი 2026, 00:38
მსოფლიო
ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ ფორმატებთან დაკავშირებით აშშ-ის წინადადებებს ელოდება
დიპლომატიური ძალისხმევა უკრაინაში რუსეთის ომის დასასრულებლად უნდა გააქტიურდეს, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს და დასძინა, რომ იგი ელოდება აშშ-ის ახალ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართება ეს დიპლომატია.
22 მაისი 2026, 23:38
მსოფლიო
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში
ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ცხრათვიანი გამონაკლისის დაშვების შესახებ იმ ჩინურ ნახევარგამტარების კომპანიასთან თანამშრომლობაზე, რომელიც შეყვანილია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 მაისი 2026, 23:19
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 29 მარტს, მეწარმის წარმომადგენელს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 000 000 რუსული რუბლი, (ეროვნული ბანკის კურსით 1 164 000 ლარი) რომელიც საბაჟო შემოწმების შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ჩამოერთვა.
22 მაისი 2026, 23:09
მსოფლიო
ტრამპი ადასტურებს, რომ „მნიშვნელოვანი პერიოდის“ გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვაშინგტონში, თეთრ სახლში რჩება და სახელმწიფო საქმეების გამო შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის ქორწილს ვერ დაესწრება.
22 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტში საცხენოსნო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განცხადებით, ახალი საცხენოსნო ინფრასტრუქტურა ღორჯომს მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად აქცევს და ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.
22 მაისი 2026, 22:16
პოლიტიკა
ბითაძე ფიშერის განცხადებაზე: საქართველოს არ აქვს მოლოდინი, რომ ვინმე ევროკავშირში დერეფნის გამო მიიღებს, აქ მთავარი არის ის დამსახურება, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის გზაზე
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადების იმ ნაწილს პასუხობს, სადაც ელჩი ამტკიცებს, რომ შუა დერეფანი და ამ პროექტში საქართველოს როლი ისეთი მნიშვნელობის არ არის, რომ ამის გამო ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.
22 მაისი 2026, 22:15
მსოფლიო
პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს
უნგრეთი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა.
22 მაისი 2026, 21:48
მსოფლიო
ტრამპი: სამწუხაროდ, შესანიშნავად გაწეული მუშაობის შემდეგ, ტულსი გაბარდი 30 ივნისს დატოვებს ადმინისტრაციას - მის საოცარ მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს და მას, სრულიად სამართლიანად, სურს მის გვერდით იყოს, ვიდრე ისინი ერთად გადიან ამ რთულ ბრძოლას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის მოვალეობას დროებით მისივე პირველი მოადგილე შეასრულებს.
22 მაისი 2026, 21:38
მსოფლიო
ტულსი გაბარდი ტრამპისადმი წერილში: სამწუხაროდ, იძულებული ვარ წარვადგინო ჩემი განცხადება გადადგომის შესახებ - ჩემს მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლის კიბოს უიშვიათესი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ამ ეტაპზე უნდა ჩამოვშორდე საჯარო სამსახურს, რათა ვიყო მის გვერდით და სრულად დავუჭირო მხარი ამ ბრძოლაში
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს, რის შესახებაც პრეზიდენტს ოფიციალური წერილით უკვე აცნობა.
22 მაისი 2026, 21:36
ჯანდაცვა
შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია - ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა.
22 მაისი 2026, 21:29
კულტურა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კონცერტი ენიო მორიკონეს კინომუსიკას მიეძღვნა
სპეციალურად ამ კონცერტისთვის, საქართველოს სტუმრობდა მორიკონეს ერთ-ერთი გამორჩეული მოწაფე და ახლო მეგობარი, იტალიელი კომპოზიტორი, პაოლო ვივალდი. კონცერტი კულტურის სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გაიმართა.
22 მაისი 2026, 21:19
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება - წყაროების ინფორმაციით, მის მეუღლეს კიბოს მძიმე ფორმის დიაგნოზი დაუსვეს
ინფორმირებული წყაროების განცხადებით, ტულსი გაბარდი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
22 მაისი 2026, 21:16
სპორტი
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზურაბ გრძელიძე გარდაიცვალა
გრძელიძე წლების განმავლობაში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას, გახლდათ ევროპის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის ჩემპიონი, სადაც საუკეთესო კალათბურთელის პრიზი მიიღო. ისე ასევე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის.
22 მაისი 2026, 21:13
მსოფლიო
მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა პარასკევს განაცხადა, რომ მომავალ წელს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, იგი საფრანგეთს ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოიყვანს.


