სსფ: Fitch-ის რეიტინგის შედეგი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას ადასტურებს
მერსედეს ვერა-მარტინი
ფოტო: facebook
საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება.
კომპანიამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.
"ჩვენ მივულოცეთ თქვენს ხელისუფლებას ბოლო დროს გამოქვეყნებული რეიტინგის შედეგები, რომლებიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის მართლზომიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის დადასტურებაა," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა საქართველოს მთავრობის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოდან ექსპორტის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში.
„სავალუტო ფონდი ასევე პოზიტიურ შეფასებას აძლევს ჩვენ მიერ გატარებულ რეფორმებს, კერძოდ, საპენსიო რეფორმას. ამასთან, აღინიშნა სხვა რეფორმებიც - ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და გადახდისუუნარობის რეფორმების გატარებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფონდის მისია საქართველოში 1-კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. მანამდე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 13:55
მსოფლიო
ფილიპინებზე სკოლაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები, რომლებიც 14 და 15 წლისანი არიან, დაკავებულები არიან. ერთი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს, მეორე კი მოგვიანებით სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
22 ივნისი 2026, 13:54
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
22 ივნისი 2026, 13:53
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილს დიდი ამაგი აქვს გაწეული სამშობლოსთვის. სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არ ვკარგავდით, არამედ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს ღირსებას - ვერ დააჩოქებენ საქართველოს, სანამ ის და მისი გუნდი სამშობლოს სათავეში დგანან
იმედის კვირაში გასულ სიუჟეტში მცირე ჩამონათვალია იმ სიკეთისა, რაც ერისკაცმა და მისმა ოჯახმა ქართველი ერისა და სახელმწიფოსთვის გააკეთეს! ვინ იცის, კიდევ რამდენ სიკეთეს აკეთებს ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი, რაც საჯაროდ არც გაჟღერებულა და შესაძლოა, ვერც კი გავიგოთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი სამხარაძე „იმედის კვირის“ რეპორტაჟზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკური ქველმოქმედის და მშვიდობის გარანტის განვლილ გზას აღწერს.
22 ივნისი 2026, 13:51
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში განახლდა პროექტი - „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“.
22 ივნისი 2026, 13:48
რეგიონი
ცესკოს თავმჯდომარე ხელვაჩაურში ახალგაზრდებს შეხვდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ხელვაჩაურში გამართა.
22 ივნისი 2026, 13:23
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ კორეის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან შეხვედრა გამართა.
22 ივნისი 2026, 13:22
მსოფლიო
საფრანგეთში მაღალი სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა
საფრანგეთის 96 რეგიონიდან 49-ში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული, რადგან ქვეყანა სითბური ტალღის ფონზე ძლიერი სიცხისთვის ემზადება. ათობით სხვა რეგიონში ნარინჯისფერი განგაში მოქმედებს
22 ივნისი 2026, 13:01
პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ახალ ხელმძღვანელ ჯოანა ბარტონთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანთან ანიეს ქოთუსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს: სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
22 ივნისი 2026, 12:39
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი წინაპრების, განსაკუთრებით კი ჩვენი გმირი სამხედროების დამსახურებაა, რომ ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ასეთი ძლიერი და განვითარებული საქართველო არ ყოფილა, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დღეს „ჯარის ბანაკის“ 2026 წლის გახსნის ცერემონიაზე ახალგაზრდებს მიმართა. ქვეყნის მთავარსარდალი მათ ამ უნიკალურ პროექტში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
22 ივნისი 2026, 12:37
მსოფლიო
კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა
მოსალოდნელია, რომ პრემიერის პოსტზე სტარმერს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ენდი ბერნემი ჩაანაცვლებს.
22 ივნისი 2026, 12:33
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ რვა პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს, თითოეულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
22 ივნისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის 2025 წლის 12 ივნისის დადგენილების აღსრულების მონიტორინგის შედეგები განიხილა.
22 ივნისი 2026, 12:09
საზოგადოება
საქსტატი: 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 809.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.7%-ით აღემატება
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, სასოფლო მეურნეობათა რაოდენობა 479.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა, რაც 25.3 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის აღწერის შესაბამის მაჩვენებელზე. რაც შეეხება იმ იურიდიულ პირებს, რომლებსაც 2024 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ან ჰყავდათ პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი, მათმა რაოდენობამ 2.8 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 25.0 პროცენტით აღემატება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესაბამის მაჩვენებელს.
22 ივნისი 2026, 12:01
საზოგადოება
კახა კალაძე: თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მისი გამორჩეული ხედვით, პროფესიონალიზმით, ინდივიდუალური ხელწერით განხორციელებული პროექტები ჩვენი დედაქალაქის განუყოფელი ნაწილია
თემურ უგულავას სახით თბილისს გამოაკლდა ადამიანი, რომლის საქმიანობამაც თბილისის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე.
22 ივნისი 2026, 11:49
თავდაცვა
ირაკლი ჩიქოვანი: „ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ წლიდან წლამდე ინტერესი „ჯარის ბანაკის“ მიმართ იზრდება და განათლების სამინისტროსთან ერთად ამ პროექტს წარმატებით ვახორციელებთ
„ჯარის ბანაკი“ ერთ-ერთი მართლაც ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც ჩვენ გვაქვს ახალგაზრდებთან მიმართებაში, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჯარის ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე.
22 ივნისი 2026, 11:45
რეგიონი
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო
ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000 -მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო.
22 ივნისი 2026, 11:39
მსოფლიო
კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე აბელარდო დე ლა ესპრიელია იმარჯვებს
თითქმის ყველა ბიულეტენის დათვლის შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემებით, დე ლა ესპრიელია ხმების 49,7%-ს აგროვებს. მისი მეტოქე, მმართველი მემარცხენე პარტია „ისტორიული პაქტის“ კანდიდატი ივან სეპედა, მას დაახლოებით 246 000 ხმით ჩამორჩება - მას ამომრჩეველთა 48,7%-მა დაუჭირა მხარი.
22 ივნისი 2026, 11:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული
დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე.
22 ივნისი 2026, 11:35
რეგიონი
მდინარე არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორივე სამოძრაო ზოლზე აღდგენილია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა, თბილისის მიმართულება), ხიდის სავალი ნაწილის ფილა 20 ივნისს დაზიანდა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოები დაგეგმილზე ადრე დასრულდა და ამ ეტაპზე, ორივე სამოძრაო ზოლზე მოძრაობა აღდგენილია.


