imedi /  26 თებერვალი 2019, 17:15 / სანდო წყარო

ამერიკელი მკვლევარები Fitch-ის რეიტინგში საქართველოს წინსვლას აფასებენ

Fitch-ის რეიტინგში საქართველოს წინსვლას აფასებენ ამერიკელი ექსპერტები. მათი თქმით, რეიტინგი ხაზს უსვამს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს და მნიშვნელოვანი ნიშანია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ამერიკელი მკვლევარების მოსაზრებით, რეიტინგი დადებით როლს შეასრულებს საქართველო-ამერიკის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაში, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.

Fitch-ის რეიტინგში საქართველოს წინსვლა დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც დადებითად შეაფასა.

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. მანამდე, ჯერ კიდევ 2017 წლის სექტემბერში Moody’s-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე.

ყველა სიახლე

ჭკვიანი სათვალეები

18 სექტემბერი 2019, 13:03

ტექნოლოგიები

Facebook-მა შესაძლოა ე.წ. ჭკვიანი სათვალეები აწარმოოს

Facebook-ი, სავარაუდოდ, ე.წ. ჭკვიან სათვალეებზე მუშაობს, - წერს Mashable, რომელიც პროექტს „სუპერ საიდუმლოს“ უწოდებს. გამოცემის ცნობით, Facebook-ი ამ სათვალეებით მობილური ტელეფონებისთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება და მის ფუნქციებში ზარის განხორციელების შესაძლებლობაც შევა. სათვალეების სახელი, გავრცელებული ცნობით, Orion-ი იქნება.

ვენეცია კატერი

18 სექტემბერი 2019, 12:57

სპორტი

ვენეციაში რეკორდის დამყარების მცდელობისას 3 კაცი დაიღუპა

3 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა ვენეციაში კატერის დამბასთან შეჯახების შედეგად. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, კატერის ეკიპაჟი მონაკოდან ვენეციაში რეკორდულ დროში ჩასვლას ცდილობდა, მაგრამ ხელოვნურ დამბას შეეჯახა. პოლიციის ინფორმაციით, ნავი საათში 148 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა.

ჭავჭავაძის რეაბილიტაცია

18 სექტემბერი 2019, 12:56

საქართველო

სოცქსელში გამოკითხვით გადაწყდება როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კონკრეტულ პერიოდში გაგრძელდება. ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

პირადი მონაცემები

18 სექტემბერი 2019, 12:44

მსოფლიო

13 ათასზე მეტი გერმანელი პაციენტის ისტორია ინტერნეტში საჯარო იყო

მრავალი წლის განმავლობაში 13 ათასზე მეტი გერმანელი პაციენტის სამედიცინო ისტორიები ინტერნეტში ხელმისაწვდომი იყო. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ამ მხრივ არსებული კანონის მოთხოვნები "ძალიან, ძალიან ნათელია". ამაზე განცხდება გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ტატუირება

18 სექტემბერი 2019, 12:30

ტაბლოიდი

94 წლის ბრიტანელმა შვილის და ქმრის ინიციალებიანი ტატუ გაიკეთა

94 წლის ქალს, რომელსაც შვილიშვილები და შვილთაშვილის შვილები ჰყავს, ტატუს სალონამდე მისვლაში მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლები დაეხმარნენ. როგორც ის ამბობს, ქმართან ერთად 70 წელი იცხოვრა და ის 5 წლის წინ გარდაიცვალა. ტატუს გაკეთებას სულ 20 წუთი დასჭირდა.

კახა კალაძე

18 სექტემბერი 2019, 12:28

საქართველო

კახა კალაძემ გლდანში მიმდინარე შეფერხებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობა დააწესა

მერმა შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს მიმართა, რომ როგორც კი შესუსტდება მუშაობა და კომპანიას არ ეყოლება საკმარისი ჯგუფები, მაშინვე შეწყვიტონ ხელშეკრულება. ასევე მოუწოდა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მაქსიმალური ზედამხედველობა გაუწიონ. კალაძის შეფასებით, „უპასუხისმგებლო კომპანიების გამო ბრალდებები დედაქალაქის მერზე და მერიაზე გადმოდის“.

Facebook

18 სექტემბერი 2019, 12:23

ტექნოლოგიები

Facebook-ი მონიტორინგის საბჭოს შექმნის

სოციალური ქსელი Facebook მონიტორინგის დამოუკიდებელ საბჭოს შექმნის. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაცით, საბჭო იმ მომხმარებლების საჩივრებს განიხილავს, რომლებიც კონტენტის წაშლას გააპროტესტებენ. საბჭოში 40-მდე ექსპერტი იმუშავებს. მათ 3-წლიანი ვადით დანიშნავენ. თითო საჩივარს 5 სპეციალისტი განიხილავს.

18 სექტემბერი 2019, 12:17

ტაბლოიდი

ჯულია რობერტსი Jess Cagle Show-ს პირველი სტუმარი იყო

51 წლის ცნობილი მსახიობი, ჯულია რობერტსი SiriusXM ეთერში გასული, ახალი შოუს პირველი სტუმარი გახდა. როგორც უცხოური ტაბლოიდები წერენ, ვარსკლავი ასაკის მიუხედავად საოცრად მომხიბვლელად გამოიყურებოდა წითელ კომბინიზონში. მსახიობს ტანისამოსი ელი ტაჰარის ბოლო კოლექციიდან ეცვა.

ტაქსები

18 სექტემბერი 2019, 12:08

საქართველო

მერია ტაქსების მფლობელებს ავტომობილების კატეგორიებად დროულად დაყოფისკენ მოუწოდებს

1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ტაქსების მფლობელებს ავტომობილების კატეგორიებად დროულად დაყოფისკენ მოუწოდებს.

ქარიშხალი „უმბერტო“

18 სექტემბერი 2019, 12:04

მსოფლიო

ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა

ქარიშხალი „უმბერტო“ მესამე კატეგორიამდე გაძლიერდა, - წერს CNN. კერძოდ, ქარის სიჩქარე საათში უკვე 201 კილომეტრს აღწევს. აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქარიშხალი, რომელიც ბერმუდის კუნძულებიდან 655 კილომეტრში მძვინვარებს, კიდევ უფრო გაძლიერდება. „უმბერტოს“ შედეგად ბაჰამის კუნძულებზე ძლიერი წვიმა იყო. სტიქია ბაჰამის კუნძულებს ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაატყდა თავს.

ჯამალ ჰაშაღი

18 სექტემბერი 2019, 12:03

მსოფლიო

საუდის არაბეთმა გაყიდა საკონსულოს შენობა სადაც ჰაშაღი მოკლეს

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ სტამბულში საკონსულოს შენობა, სადაც გასულ წელს საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღი მოკლეს, გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეარხი Habeturk-ი ავრცელებს, თუმცა მედიასაშუალება არ აკონკრეტებს რომელ წყაროზე დაყრდნობით აქვს ეს ინფორმაცია.

ავთანეთი თალიბანი

18 სექტემბერი 2019, 11:50

მსოფლიო

„თალიბანი“ აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის

„თალიბანი“ აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზად არის. ამის შესახებ BBC წერს. შესაბამის განცხადება ტელეკომპანიისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დაჯგუფების წარმომადგენელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ავღანეთში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.

მოგზაურობა

18 სექტემბერი 2019, 11:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს ბლოგერებს რომლებიც საქართველოს კულტურაზე წერენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ბლოგერებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობის შესახებ წერენ. ამასთან დაკავშირებით საელჩომ Facebook-ზე განცხადება გაავრცელა ჰეშთეგით #spend4seasonsingeorgia. მოგზაურებს სექტემბრიდან ახალი ჰეშთეგების გამოყენებისკენ მოუწოდებენ.

დავით ნარმანია

18 სექტემბერი 2019, 11:44

საქართველო

პარლამენტი სემეკის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავს

საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარდგინებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.

18 სექტემბერი 2019, 11:29

კულტურა

სკოლების მასწავლებლებს „გამარჯობა რუბით“ სწავლების მეთოდი გააცნეს

კომუნიკაციების კომისიამ დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „გამარჯობა რუბი“ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური წიგნების სერიაა, რომლითაც პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ოქტომბრიდან მოსწავლეები საქართველოს სკოლებში ისწავლაინ.

ვანო ზარდიაშვილი

18 სექტემბერი 2019, 11:28

საქართველო

ვანო ზარდიაშვილი: მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს“

„ქართული ოცნების“ წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები. მათი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სამომავლოდ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები აღარ შეიწყალონ.

ტურიზმი

18 სექტემბერი 2019, 11:22

კულტურა

National Geographic-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“ - ამ სათაურით გავლენიანი გამოცემა National Geographic-ი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. National Geographic-ის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი სსფ

18 სექტემბერი 2019, 11:10

ეკონომიკა

სსფ: საქართველოს ეკონომიკა 4.6%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 5.4% იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ეკონომიკის მთავარ მიღწევებზე და გამოწვევებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

დიმიტრი გაბუნია

18 სექტემბერი 2019, 11:09

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა გამართა. მისი თქმით, პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი გაეცა, საკუთარ თავზე აიღო.

ოლიმპიური თამაშები

18 სექტემბერი 2019, 11:00

სპორტი

ათენში ოლიმპიური თამაშებისთვის ცეცხლი დაინთო

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ლოზანის III თამაშებისთვის ცეცხლი მზის სხივებისგან დაინთო. ცეცხლის დანთების ცერემონიას ესწრებოდნენ საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები და სტუმრები, ასევე სკოლის 1400 მოსწავლე.