FITCH-ის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2017 წელს 4.5%-ით გაიზრდება
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB-’’ და რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოცემული დონე ასახავს ქვეყნის მმართველობისა და ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად ხელსაყრელ პირობებს, მსგავსი საკრედიტო რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებთან შედარებით. ასევე, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მაღალ დონეს ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური შოკების მიმართ.
რელიზში წერია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 4% შეადგინა, რაც 0.4%-ით აღემატება გაცილებით მაღალი საკრედიტო შეფასების (“BB”) მქონე ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. ამასთან, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა 2017 წლის 1-ელ ნახევარში, რასაც ხელი შეუწყო როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ.
სარეიტინგო კომპანიის შეფასებით (პროგნოზით) საქართველოს ეკონომიკის ზრდა როგორც 2017, ასევე მომდევნო 2 წლის განმავლობაში 4.5% ფარგლებში იქნება.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2017 წლისათვის 3.5% შეადგენს.
სარეიტინგო კომპანია აქცენტს აკეთებს საქართველო საბანკო სექტორის სიძლიერეზე და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა, საბანკო სექტორის განვითარების მაღალი დონე აბალანსებს დოლარიზაციასთან ასოცირებულ რისკებს.
სარეიტინგო კომპანია ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის აპრილში საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის გაფორმებულ ახალ პროგრამაზე “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმზე’’, რომლის ფარგლებშიც 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გამოუყოფს 201.4 მლნ. SDR (დაახლოების 285 მლნ. აშშ დოლარი) ფინანსურ რესურს მთავრობის მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ამ სტრუქტურული რეფორმების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის ისეთ გამოწვევას, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაზეც ასევე გამახვილებულია ყურადღება სარეიტინგო კომპანიის მიერ გაკეთებულ შეფასებაში.
ყველა სიახლე
29 სექტემბერი 2026, 09:27
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მისი ქცევის გამართლებას არ მოითხოვს. შეგიძლია იდავო სასჯელზე, მაგრამ დაგმო პოლიციელზე ძალადობა. შეგიძლია დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ დაგმო მოქალაქეთა შეურაცხყოფა. ევროკავშირისგან სწორედ ამ თანმიმდევრულობას ვითხოვთ
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის დაფინანსებით იმართებოდა იმ მუსიკოსის კონცერტი, რომელმაც პოლიტიკური არჩევანის გამო საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს - ქალებს და კაცებს, მოხუცებს და ახალგაზრდებს - დედა აგინა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:21
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.
29 სექტემბერი 2026, 09:18
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გინების გამართლებას შემდეგი მაგინებელი ისმენს, ძალადობის გამართლებას კი შემდეგი მოძალადე. სიტყვასაც და დუმილსაც პოლიტიკური შედეგი და ფასი აქვს. ევროკავშირმა ეს უნდა გაიაზროს
გამოსავალი მარტივი და ღირსეული იყო: კორძაიას საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. თუნდაც ეთქვა, რომ ემოციამ სძლია და პოლიტიკური პროტესტისას ადამიანური ზღვარი გადალახა. სექტისთვის უჩვეულო კათარზისის პროცესიც ხომ თითქოს აქეთკენ მიდიოდა. მაგრამ სწორედ ამ დროს განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა, სადაც, ფაქტობრივად, ამბობს, რომ საზოგადოების უმრავლესობისთვის დედის გინება შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლებაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
29 სექტემბერი 2026, 09:11
სამართალი
საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე, დაკავებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითხეს. პროცესზე ეკა კუპატაძე უნდა დაეკითხათ, თუმცა დაცვის მხარემ გიგა ავალიანის დედის ჩვენება უდავოდ ცნო. შესაბამისად, ეკა კუპატაძემ სხდომაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
29 სექტემბერი 2026, 08:50
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგების მქონე ქუთაისელ სტუდენტებს ტრადიციული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 48 ქუთაისელმა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულები მოიპოვა.
29 სექტემბერი 2026, 08:34
სამართალი
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი გაიმართა
29 სექტემბერი 2026, 08:20
პოლიტიკა
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით დღეს განიხილავს
პარლამენტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით, დღეს განიხილავს. კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის განსაზღვრული ოჯახის მიერ მიღებული შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზრდება.
29 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტორონტოში, მეორე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეძღვნება. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
29 სექტემბერი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
29 სექტემბერი 2026, 02:07
მსოფლიო
ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა AXIOS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ ირანს სანქციების შემსუბუქება და გაყინული ფინანსური აქტივების განბლოკვა შესთავაზა.
29 სექტემბერი 2026, 01:58
მსოფლიო
ლიეტუვის პრეზიდენტი: ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შემცირდება - ეს ნაწილობრივ უკავშირდება დონალდ ტრამპის განცხადებებსა და ამერიკული ადმინისტრაციის სიგნალებს იმის შესახებ, რომ ევროპამ საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ თუმცა ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ბრუნდებიან, ევროპის კონტინენტზე აშშ-ის ჯარების საერთო რაოდენობა შემცირდება.
29 სექტემბერი 2026, 01:51
მსოფლიო
AXIOS: ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა შეამსუბუქოს ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და განბლოკოს თეირანის გაყინული ფინანსური აქტივები, თუ ირანული მხარე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
29 სექტემბერი 2026, 01:45
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა სხვადასხვა მეთოდით დამატებითი მობილიზაცია ფაქტობრივად უკვე დაიწყო.
29 სექტემბერი 2026, 01:08
სპორტი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
29 სექტემბერი 2026, 01:02
მსოფლიო
The Wall Street Journal-ის გამოკითხვა: შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
გაზეთ The Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, შუალედურ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობის მოწონების რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე - 37%-მდე შემცირდა.
29 სექტემბერი 2026, 00:41
მსოფლიო
რომის პაპი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა ლიდერებისთვის, მათ შორის რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ქვეყნების მმართველებისთვის, მუდმივი მოწოდება, რომ დასხდნენ, აწარმოონ დიალოგი და იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზები ამ უკვე ყოველგვარ აზრს მოკლებული ომების გაგრძელების გარეშე
რომის პაპმა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტზე, განიარაღების აუცილებლობასა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
29 სექტემბერი 2026, 00:07
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ - ეს ყველაფერი დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მიმდინარე დაპირისპირება მალე დასრულდება.
28 სექტემბერი 2026, 23:00
მსოფლიო
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - ასევე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა
საფრანგეთის ეროვნულმა ფინანსურმა პროკურატურამ კულტურის ყოფილი მინისტრის, რაშიდა დატის წინააღმდეგ მიმდინარე კორუფციულ საქმეზე სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა - აქედან 2 წელი შინაპატიმრობა ელექტრონული სამაჯურით - აგრეთვე 5 წლით არჩევნებში მონაწილეობისა და საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
28 სექტემბერი 2026, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: თუ „რესპუბლიკელები“ მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, ხუთი ათასი დოლარი შეხვდება თითოეულ სრულწლოვანს - „დემოკრატები“ ამას ვერ შეძლებენ, რადგან მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესის ორივე პალატაში - წარმომადგენელთა პალატასა და სენატში - „რესპუბლიკელების“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის თითოეული სრულწლოვანი მოქალაქე 5 000 აშშ დოლარს მიიღებს.
28 სექტემბერი 2026, 22:38
მსოფლიო
საბერძნეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება
საბერძნეთის მთავრობამ ორშაბათს კატეგორიულად უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საბერძნეთში აშშ-ის ელჩმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კონსერვატიული მთავრობის დამხობა შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება - ისევე, როგორც ეს, სავარაუდოდ, რუმინეთში გააკეთა.


