imedi /  10 მარტი 2019, 19:27 / სანდო წყარო

ვინ იყვნენ მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანები

სიმდიდრე

მანსა მუსა

Forbes-ის 2019 წლის მილიარდერთა სიის მიხედვით, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. მისი ქონება 131 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბეზოსი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მანსა მუსა იყო - მე-14 საუკუნეში დასავლეთ აფრიკის მმართველი. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, რუდოლფ ბაჩ უეირის თქმით, მანსა მუსას სიმდიდრის ოდენობის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ამბობენ, რომ მუსას ქონება 400 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა ეკონომიკის ისტორიკოსების თქმით, ის გაცილებით დიდ ქონებას ფლობდა. 

მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული კი ასეთია:

მანსა მუსა (1280-1337) - მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ. 63 - ჩვნ.წ. 14) - 4.6 ტრილიონი დოლარი;

იმპერატორი შენზონგი (1048-1085) - მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

აკბარ I (1542-1605) - მისი ქონების ზუსტი ოდენობა უცნობია;

ენდრიუ კარნეგი (1835-1919) - 372 მილიარდი დოლარი;

ჯონ როკფელერი (1839-1937) - 341 მილიარდი დოლარი;

ნიკოლაი ალექსანდროვიჩ რომანოვი (1868-1918) - 300 მილიარდი დოლარი;

ოსმან ალი ხანი (1886-1967) - 230 მილიარდი დოლარი;

უილიამ I დამპყრობელი (1028-1087) - 229 მილიარდი დოლარი;

მუამარ კადაფი - (1942-2011) - 200 მილიარდი დოლარი.

ყველა სიახლე

25 მარტი 2019, 22:00

სპორტი

მარადონა: არგენტინელი ფეხბურთელები ეროვნული ნაკრების ფორმას არ იმსახურებენ

არგენტინელი ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა მისი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. მარადონას კრიტიკა ვენესუელასთან ამხანაგურ მატჩს მოჰყვა, როდესაც არგენტინის ნაკრები ანგარიშით 3-1 დამარცხდა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

ტიმ კუკი

25 მარტი 2019, 21:51

ტექნოლოგიები

რა პროდუქტები წარადგინა Apple-მა. მთავარი

კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში ტიმ კუკმა აპლიკაციის Apple News + პრეზენტაცია გამართა. რამდენიმე სიახლესთან ერთად ღონისძიებაზე კიდევ ერთი ახალი პროდუქტია Apple Pay-ში ინტეგრირებული საკრედიტო ბარათია. რა თქმა უნდა სასიამოვნო და ყველაზე მასშტაბური სიახლეა Apple-ის ტელევიზია.

25 მარტი 2019, 21:42

საქართველო

ზალკალიანი: დატვირთული დღის წესრიგი ნატოსთან ჩვენი გააზრებული საგარეო პოლიტიკის ნაწილია

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიტიზი შეაჯამა. ამის შესახებ Imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის განცხადებით, გენერალური მდივნის ვიზიტი უაღრესად საჭირო იყო როგორც დროის, ასევე გზავნილების თვალსაზრისით.

25 მარტი 2019, 21:29

საქართველო

პარლამენტმა ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღე შეაჯამა

ასი დღე გავიდა, რაც საკანონმდებლო ორგანო ახალ რეგლამენტზე გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ათი მინისტრის მოსმენა გაიმართა. 35 პროცენტით გაიზარდა სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი. პარლამენტის წევრები ყველაზე დიდ მიღწევად მინისტრის საათს ასახელებენ.

25 მარტი 2019, 21:08

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაზე სამხედრო იერიში განახორციელა

ისრაელმა მის ტერიტორიაზე რაკეტის ჩავარდნის შემდეგ ღაზაზე სამხედრო შეტევა დაიწყო. ამის შესახებ bloomberg-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ისრაელის სამხრეთით, საზღვართან გამოჩნდნენ. „ეს იყო დანაშაულებრივი შეტევა ისრაელის სახელმწიფოზე და ჩვენ მას აუცილებლად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

არნოლდ შვარცენეგერი პონისთან ერთად

25 მარტი 2019, 20:50

ტაბლოიდი

არნოლდ შვარცნეგერი პონის ავარჯიშებს. ვიდეო

ვიდეოში ჩანს, რომ შვარცნეგერი ცხოველს ველოსიპედით დასდევს. მას ტყავის ქურთუკი აცვია და კოვბოის ქუდი ახურავს. სოცქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მუსიკალურ ფონად ტობი კეიზის კომპოზიცია Should’ve Been a Cowboy გასდევს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ყოფილი გუბერნატორი პონის საუზმით უმასპინძლდება.

გოლანის მაღლობები

25 მარტი 2019, 20:29

მსოფლიო

ტრამპმა გოლანის მაღლობები ისრაელის ტერიტორიად აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომელშიც აღიარებულია ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე - სადავო ტერიტორია სირიის საზღვართან.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილი

25 მარტი 2019, 20:25

საქართველო

სააკაშვილი ამტკიცებს რომ მკვდარიც კი აჯობებს ცოცხალ უგულავას

სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება გიგი უგულავას განმარტებას ეხმიანება, სადაც უგულავა აცხადებდა, რომ სააკაშვილი ფორმაში არ იყო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამ და დასძინა, რომ მას მხოლოდ გაუხარდება თუ სააკაშვილი კარგ ფორმაში იქნება და მკვდართან შეჯიბრი არ მოუწევს.

ხახვი

25 მარტი 2019, 20:21

ტექნოლოგიები

კვლევა: ნიორი და ხახვი ნაწლავის კიბოთი გამოწვეული დაავადების რისკს ამცირებს

ექსპერიმენტი 1,600 ადამიანზე ჩატარდა. დადგინდა, რომ ყოველდღიურად 74 გრამი ნიორისა და ხახვის მიღება დაავადების რისკს 79%-ით აქვეითებს. დაავადების პრევენციას ხელს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ალიცინი უწყობს, რომელსაც ნიორი და ხახვი შეიცავს.

Adele-ი ჯენიფერ ლოურენსი

25 მარტი 2019, 20:10

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოურენსი და Adele-ი ნიუ-იორკის ლგბტ ბარში გამოჩნდნენ. ვიდეო

ლგბტ ბარში, ცნობილი სახეების გამოჩენას სოცქსელშიც მოჰყვა გამოხმაურება. მიკრობლოგ Twitter-ის მომხმარებელმა Al_Craze-ი დაწერა, რომ ის უტყვია, რადგან მან საღამო ჯენიფერ ლოურენსთან და Adele-თან გაატარა. „ოსკარისა“ და „გრემის“ მფლობელმა არტისტებმა ლგბტ ბარში ბევრი იმხიარულეს.

25 მარტი 2019, 19:54

ეკონომიკა

ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2019 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით 52.2 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) გაიზარდა. ამასთან, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.

ექიმების საპროსტესტო აქცია

25 მარტი 2019, 19:47

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს

სოლიდარობის აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ულტრაბგერითი გამოკვლევის სპეციალისტი გარდაცვლილი პაციენტის მკურნალი ექიმი არ იყო, შესაბამისად მწვავე აპენდიციტის დიაგნოზს ის ვერ დასვამდა. მედიკოსები თვლიან რომ იგი უდანაშაულოდ ისჯება.

25 მარტი 2019, 19:30

მსოფლიო

რუსეთი მიესალმა გამოძიების შედეგებს რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა

რუსეთის ოფიციალური პირები მიესალმებიან აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგებს, რომლის თანახმად დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინეს და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთთან შეთქმულება არ დადასტურდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 19:12

საქართველო

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სტოლტენბერგის ვიზიტი დაგმო

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა. ასევე მისული იყო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, სადაც ქართველ სამხედროებთან გამართა აუდიენცია.

წყალდიდობა ირანში

25 მარტი 2019, 18:59

მსოფლიო

ირანში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიამ სულ მცირე 18 ადამიანი იმსხვერპლა, 74 კი დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 11 დაღუპულისა და 68 დაშავებულის შესახებ. ირკვევა, რომ წყალდიდობა ძლიერმა სეზონურმა წვიმამ გამოიწვია. სტიქიამ მთლიანობაში 25 პროვინცია დააზარალა.

უკრაინა

25 მარტი 2019, 18:48

საქართველო

გამოკითხულთა 58%-ის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კვლევის მიხედვით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მიღების საკითხი საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობისთვის ცნობილი აღმოჩნდა (57.5%). ასაკის მიხედვით ამ საკითხის შესახებ ცნობადობა შედარებით მაღალია 55+ რესპონდენტებში (67.1%).

მატარებელი

25 მარტი 2019, 18:22

საქართველო

და-ძმა რომელსაც ქუთაისში მატარებელი დაეჯახა საავადმყოფოდან გაწერეს

და-ძმას მატარებელი 1 კვირის წინ ქუთაისში მაშინ დაეჯახა, როდესაც ისინი სახლში მოკლე გზით ბრუნდებოდნენ. 10 წლის გოგოს თავის ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, 5 წლის ბიჭს კი თავის ტვინში ჰემატომა ჰქონდა. ექიმების თმით, ბავშვები მკურნალობის კურსს სახლში გაივლიან.

25 მარტი 2019, 18:11

ძალოვნები

ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

განცხადებაში წერია, რომ მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიმდინარე წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ტიმ კუკი

25 მარტი 2019, 18:05

ტექნოლოგიები

როგორ ვუყუროთ დღეს Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაციას

რაც დადასტურებულია არის ის, რომ Apple-ი საკუთარი ტელევიზიის პრეზენტაციას გამართავს. არ არის გამორიცხული უფრო მეტი გახდეს ცნობილი კონცერნის საკრედიტო ბარათისა და ციფრული თამაშების სერვისის შესახებ. Apple-ის ღონისძიება თბილისის დროით დღეს, 21:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტები

25 მარტი 2019, 17:54

საქართველო

ცნობილია რამდენ დროს ხარჯავენ ქართველი სტუდენტები სწავლასა და მუშაობაზე

სტუდენტის მიერ სწავლაზე დახარჯული დრო ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი განმსაზღვრელია. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო კვლევა „ევროსტუდენტი VI“-ს ფარგლებში შეგროვებული მონაცემები, საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ როგორ ანაწილებენ ქართველი სტუდენტები დროს სწავლასა და მუშაობაზე.