ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის შემთხვევების მართვაში მონაწილე კლინიკებთან შეხვედრა გაიმართა
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, იმ სამედიცინო დაწესებულებებთან, რომლებიც კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების მართვაში მონაწილეობენ. შეხვედრაზე განიხილეს მკურნალობის მეთოდები და შესაბამისი საერთაშორისო გაიდლაინები, ასევე შეფასდა თითოეული დაწესებულების შესაძლებლობები და საჭიროებები, - ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრაზე კლინიკების მზაობა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაწესებულებების მობილიზების საკითხი განიხილეს.
„შევხვდით ყველა კლინიკის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელობას და ასევე წამყვან კლინიცისტებს. ყველა კლინიკამ ერთმანეთს გაუზიარა ის გამოცდილება, რაც აქამდე დაგროვდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი იქნება ოპტიმალური გზა პაციენტის მოძრაობის, საეჭვო სიმპტომების გამოვლენიდან დიაგნოზის დადასტურებამდე და შემდეგ მის საბოლოო მართვამდე. ასევე ვისაუბრეთ იმ საუკეთესო პრაქტიკაზე რაც სოფლიოში დაგროვდა. ეს ყველაფერი უკვე ასახულია სხვადახვა პროტოკოლში და ამით ვხელმძღვანელობთ, თუმცა დღეს იყო მსჯელობა იმაზე, რომ საჭიროა გარკვეული საკითხების დაზუსტება და ეს საკითხებიც ბუნებრივია აისახება პროტოკოლში, რათა იმ კლინიცისტებისთვის, ვინც შემთხვევას მართავს, ყველაფერი იყოს დეტალურად გაწერილი და მივიღოთ ყველაზე საუკეთესო შედეგი. ჯერჯერობით ყველა პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მიმდინარეობს მართვა ყველანაირი საშუალებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა შემთხვევაში გამოსავალი იქნება კეთილსაიმედო.
შეხვედრაზე რა თქმა უნდა ვისაუბრეთ მზაობის შესახებ და იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი რესურსის მობილიზება. უმჯობესია შემთხვევების მართვა მოხდეს კონცენტრირებულად შერჩეულ კლინიკებში, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციის საავადმყოფო შიდა გავრცელებას, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკი მსგავს სიტუაციებში. უკვე დავიწყებთ მეტ მუშაობას იმისთვის, რომ შეირჩეს დამატებითი კლინიკები შემთხვევების მართვისთვის, თუ კი ამის საჭიროება დადგება. დღევანდელ პირობებში სრული მზაობაა, თუმცა სამომავლოდ მაინც იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს შესაძლო სცენარებისთვის მობილიზებული საწოლფონდი ამ გამოცდილებას უკვე გავუზიარებთ სხვა კლინიკებს და ისინიც იქნებიან მზად თავისუფალი, სარეზერვო საწოლებით, რომ მართვა მოხერხდეს სწორად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
შეხვედრას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ბოჭორიშვილის კლინიკისა და გორის სამხედრო ჰოსპიტლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპისთვის 51 პაციენტი იმყოფება და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ უდასტურდება.
„ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ნიმუშების აღება და ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამხედრო ჰოსპიტალს აქვს ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ცალკე კორპუსი ინფექციებისთვის. მოწყობილი არის, როგორც ბოქსებით, ისე ნახევარ ბოქსებით და ჩვენ მზად ვართ ინფექციური დაავადებების სრული მართვისთვის“, - აღნიშნა დავით ბარლიანმა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პრევენციის გატარებული ზომები იყო სრულიად დროული და ადეკვატური.
„მე პირადად მიმაჩნია და ასე მიაჩნია ყველას ვინც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, რომ საპასუხო ზომები იყო სრულიად საკმარისი, ადეკვატური და დროული. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში მართალია არის 25 შემთხვევა, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე ევროპის ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყნებში. ამას გარდა, ინფექციის მეორეული გადაცემის მხოლოდ 5-6 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა დანარჩენი დაინფიცირდა უცხოეთში.
განვიხილეთ ყველა საჭირბოროტო საკითხი, დაისვა უამრავი კითხვა, რაც აუცილებლად დაისმება ვინაიდან თვითონ კორონავირუსი ახალი ინფექციაა და გამოცდილება პრაქტიკულად არ არის. დაისვა უამრავი კითხვა და ქალბატონ თამარმა ძალიან სწორად წაიყვანა ეს შეხვედრა, ყველა კითხვა მოისმინა, ყველა კითხვას გაეცა კვალიფიციური პასუხი და ის პრობლემები, რომლებიც შეიძლებოდა აქ გადაჭრილიყო აქვე გადაწყდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მაგალითად ნაკადების მოძრაობა, პრიორიტეტულობა, როგორი უნდა ყოფილიყო პაციენტების ცვლა კლინიკებში და ბევრი სხვა. მე მიმაჩნია, რომ თუ აქამდე პოტენციურად მზად იყო კლინიკური სექტორი ამ გამოწვევისთვის დღეიდან უკვე პრაქტიკულად მზად არის და ასეთი შეხვედრები იმედია კიდევ იქნება. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ კლინიკური სექტორის მხრივ არ იქნება არანაირი ნაკლებობა და დეფიციტი კვალიფიციური სერვისის მიწოდების“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
12 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 19:55
ეკონომიკა
ინგა ფხალაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელობით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა ანგარიშის პრეზენტაცია - „სამართლიანი ტრანზიციის საგზაო რუკის შემუშავებისკენ: საქართველოსთვის მდგრადი და ნახშირბად-ნეიტრალური სისტემისკენ“. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძის გამოსვლით გაიხსნა, სადაც მან ქვეყნის მდგრადი განვითარების პროცესში სამართლიანი და ინკლუზიური ენერგეტიკული ტრანზიციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
28 მაისი 2026, 19:40
საზოგადოება
„ღვინის ქარხანა №1“ -ის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ენოთეკის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
28 მაისი 2026, 19:37
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა პოლიციელს მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, თქვენ გყავთ მტრები, ჩასაფრებულები, რაც მოხდა, გაუხარდათ, საზარელი სანახავი იყო - იმ ექვს პოლიციელს მინდა, ვუსაყვედურო: თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო - ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს!
ყველა პოლიციელს ვთხოვ, რომ ნუ მივცემთ მტრებს სალაპარაკოს, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა სამართალდამცავებს პარლამენტის ტრიბუნიდამ.
28 მაისი 2026, 19:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს
ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
28 მაისი 2026, 19:31
პოლიტიკა
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:30
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს
დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.
28 მაისი 2026, 19:25
პოლიტიკა
ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს
მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.
28 მაისი 2026, 19:22
სამართალი
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:20
პოლიტიკა
პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.
28 მაისი 2026, 19:19
პოლიტიკა
პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
28 მაისი 2026, 19:17
პოლიტიკა
პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 19:16
რეგიონი
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
28 მაისი 2026, 19:14
პოლიტიკა
ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს
ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.
28 მაისი 2026, 19:05
სამართალი
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე
გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.
28 მაისი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს
ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:50
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
28 მაისი 2026, 18:49
პოლიტიკა
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს
ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
28 მაისი 2026, 18:46
რეგიონი
ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.
28 მაისი 2026, 18:44
პოლიტიკა
პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს
ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.


