IMEDI /  01 მაისი 2020, 20:04 / სანდო წყარო

ჩინეთში საქართველოს ელჩი, არჩილ კალანდია განცხადებას ავრცელებს

არჩილ კალანდია

არჩილ კალანდია

ჩინეთში საქართველოს ელჩი განცხადებას ავრცელებს. არჩილ კალანდია მადლიერებას გამოთქვამს პანდემიის პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„პოსტების წერის მოყვარული არ ვარ და ეს შემთხვევა იშვიათი გამონაკლისია. მოგეხსენებათ, რომ Covid-19-მა მნიშვნელოვნად შეცვალა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება და რა თქმა უნდა, საელჩოს მუშაობაშიც თავისი კორექტივები შეიტანა. ვსარგებლობ შემთხვევით და გულწრფელი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც თავისი პოზიტიური წვლილი შეიტანეს და დღესაც შეაქვთ მრავალი მიმართულებით ამ პანდემიის დროს. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს და ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მსურს გამოვყო საელჩოს დესპანი, დავით პიპინაშვილი და კონსული სოფიკო ქოჩქიანი, რომლებმაც ყველაზე კრიტიკულ და კრიზისულ პერიოდებში გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება. იანვრის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, საელჩო საგანგებო ვითარებაში მუშაობს. ამ პერიოდიდან ასობით ჩვენს მოქალაქეს გაეწია სხვადასხვა სახის დახმარება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1 და 2 თებერვალს, მოახდინა თავისი მოქალაქეების დროული ევაკუაცია ეპიდემიის ეპიცენტრიდან ქ. უხანიდან, ჩვენი თურქი და ფრანგი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით. 19 თებერვალს განხორციელდა პირველი ჩარტერი ქ. ურუმჩიდან, რომლის დროსაც ათობით ჩვენი მოქალაქე უსაფრთხოდ დაბრუნდა საქართველოში და კარანტინის ზონაში ყოფნის პირველი გამოცდილებაც მათ მიიღეს. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, არც ერთი ე.წ. ჩინური კლასტერი საქართველოში არ გამოვლენილა, რაც მიუთითებს ჩინეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების მაღალ თვითშეგნებასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც გადაწყვიტეს უხანში დარჩენა და ორთვენახევარი იმყოფებოდნენ მკაცრი კარანტინის პირობებში, მათ მოითმინეს და ღირსეულად გაუძლეს ყველა იმ გამოწვევას, რაც მოულოდნელად დაატყდათ თავს. დიდი მადლობა ჩემს მშობლიურ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პროფესიონალთა ძლიერ გუნდს, რომელიც მტკიცედ გვიმაგრებს ზურგს თბილისიდან. მადლობა ჩინეთში მრავალი წლის განმავლობაში მცხოვრებ, წარმატებულ ქართველ ბიზნესმენ ლევან თავაძეს, რომელმაც საელჩოსთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა რამდენიმე დღის წინ პეკინიდან თბილისში სპეციალური ჩარტერით გაგზავნილი ათობით ტონა სამედიცინო დანიშნულების ტვირთის ჩინეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებასა და მთელი რიგი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. მადლობა ქართული დიასპორის კიდევ ერთ ღირსეულ წარმომადგენელს, ქ. გუანჯოუში საქათველოს ბიზნეს სახლის ხელმძღვანელს, ბექა მიქაბერიძეს და მის მაგარ გუნდს. მაშინ როდესაც ჩინეთში მძვინვარებდა ეს ვირუსი, ბიზნეს სახლის ინიციატივით, თბილისში გაიმართა საქველმოქმედო აქცია „გაიღე პირბადე“, სადაც გამოიხატა სოლიდარობა ჩინელი ხალხის მიმართ და შეგროვდა შესაბამისი რაოდენობის სამედიცინო პროდუქცია. მადლობა მინდა გადავუხადო დიასპორის წევრს, ალბერტ სანაიას (ორგანიზატორი) და ქართულ დიასპორას ჩინეთში, რომლებიც მონაწილეობდნენ საქველმოქმედო აქციაში “ძალა ერთობაშია“ და საქართველოსათვის შეაგროვეს ათასობით სხვადასხვა სახის სამედიცინო პროდუქცია. მადლობა თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ კონფუცის ინსტიტუტის დირექტორს, სინოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს მარინა ჯიბლაძეს და მის ქალიშვილს ანა გოგუაძეს. მათი ინიციტივით, ჩინეთში ყველაზე კრიზისული პერიოდის დროს მომზადდა ჩინეთის გამამხნევებელი ვიდეო, სადაც მონაწილეობდა ქართველ სინოლოგთა ერთი ნაწილი. ამ ვიდეოს ათობით მილიონი ნახვა ჰქონდა. და ბოლოს, მადლობა ჩემს ჩინელ მეგობრებს, განსაკუთრებით ვაფასებ მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას პანდემიის დროს. ბრძოლას ვიგებთ, ომი ჯერ კიდევ მოსაგებია. დროული ქმედებებით, პასუხისმგებლობითა და მოთმინებით აუცილებლად დავამარცხებთ Covid-19-ს!“, - წერს არჩილ კალანდია.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 11:01

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.

31 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

31 აგვისტო 2026, 10:59

პოლიტიკა

სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს

სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.

31 აგვისტო 2026, 10:43

მსოფლიო

BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:32

რეგიონი

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

31 აგვისტო 2026, 10:24

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს

31 აგვისტო 2026, 10:21

მსოფლიო

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 10:13

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.