ჯანმო: აშშ-სგან არ მიგვიღია ინფორმაცია, რომელიც ვირუსის ლაბორატორიულ წარმოშობას ადასტურებს - შესაბამისად, ეს მტკიცება სპეკულაციურია
ფოტო: Twitter
აშშ-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისათვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსს ლაბორატორიული წარმოშობა აქვს, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა.
„ჩვენ არ მიგვიღია ინფორმაცია, რომელიც ვირუსის ლაბორატორიულ წარმოშობას ადასტურებს. შესაბამისად, ეს მტკიცება სპეკულაციურია. თუ აშშ-ს ეს ინფორმაცია აქვს, თავად უნდა გადაწყვიტონ როდის და როგორ გააზიარონ ის. ამჟამად კი იმ ინფორმაციის საფუძველზე ვმუშაობთ, რომელიც გვაქვს, რომელიც გენეტიკური თანმიმდევრულობის ანალიზს ეფუძნება. ყველაფერი იმას ცხადყოფს, რომ ვირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს. ხშირად ჩნდება პოლიტიკური პრობლემები, თუმცა ჩვენი ძალისხმევის ცენტრში მეცნიერება და მეცნიერები უნდა იყვნენ“, - განაცხადა მაიკლ რაიანმა.
აქამდე ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმ ინისტრაცია მტკიცებულებებს ფლობს იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის გავრცელება უხანში მდებარე ლაბორატორიიდან დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 09:49
მსოფლიო
ირანმა და აშშ-მა სპარსეთის ყურეში საჰაერო დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს
„აშშ-ის გამანადგურებლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვის საშუალებები, სახმელეთო მართვის სადგური და ორი თავდამსხმელი დრონი-კამიკაძე, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მოძრავ გემებს. ამერიკელ სამხედროებს შორის არავინ დაშავებულა“, - განმარტეს CENTCOM-ში.
01 ივნისი 2026, 09:43
მსოფლიო
პოლონეთში ტორნადომ სახლები დააზიანა
ინსტიტუტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოლეს რეგიონში დაფიქსირებული ნგრევა „ჭექა-ქუხილთან დაკავშირებული ძლიერი მბრუნავი აღმავალი ნაკადის გავლენაზე“ მიუთითებს. სტიქიური მოვლენის შედეგად არავინ დაშავებულა.
01 ივნისი 2026, 09:41
საზოგადოება
თბილისის გასტრონომიული კვირეული დაიწყო
თბილისის გასტრონომიული კვირეულის მეხუთე სეზონი მასშტაბური პროგრამით გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საიუბილეოა, რადგან პროექტი უკვე მეხუთედ იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მიშელინის ვარსკვლავის მქონე შეფები და ასევე იქნება უპრეცედენტო კულინარიული კოლაბორაციები.
01 ივნისი 2026, 09:36
მსოფლიო
კოლუმბიის ახალ პრეზიდენტს მეორე ტურში აირჩევენ
21 ივნისს, მეორე ტურში ერთმანეთს მემარჯვენე და დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი აბელარდო დე ლა ესპრიელა და მოქმედი პრეზიდენტის მოკავშირე, მემარცხენე სენატორი ივან სეპედა დაუპირისპირდებიან.
01 ივნისი 2026, 09:27
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ და „პსჟ“-მ ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში აღნიშნეს🏆🎉გალერეა
„პსჟ“-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ლიგის ფინალში „არსენალი დაამარცხა და ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო. კვარაცხელია კი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
01 ივნისი 2026, 09:20
პოლიტიკა
კარგი მთავრობის ინდექსით საქართველო მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო სამეულშია
მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ცენტრმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა კარგი მთავრობისინდექსი (2026) გამოაქვეყნა. საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 60,3% მიიღო, რითაც ისტორიაში მეორედ გადააჭარბა 60%-იან ზღვარს.
01 ივნისი 2026, 09:14
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს. სესიაში, რომელიც ვილნიუსში 30 მაისს დაიწყო, ასევე მონაწილეობას იღებს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილი.
01 ივნისი 2026, 09:13
მსოფლიო
ლუკაშენკო ბელარუსში 500 მიზნის შესახებ უკრაინელი მეთაურის სიტყვებს გამოეხმაურა: ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს
„მათ შეიძლება 500 მიზანიც კი განსაზღვრეს - მადლობა, რომ ჩვენ მათთვის 500 მიზანი გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული მიზანი, ზუსტი კოორდინატებით, რომელიც ბელარუსისგან სულ მცირე მანძილზეა. მათ ეს კარგად ესმით“, - განაცხადა მან.
01 ივნისი 2026, 09:09
საზოგადოება
გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს
01 ივნისი 2026, 09:05
საზოგადოება
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
01 ივნისი 2026, 08:56
მსოფლიო
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს,“ ამ დროისთვის სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა.
01 ივნისი 2026, 08:48
მსოფლიო
ანდრეი ბაბიში: მიმდინარე წელს ჩეხეთი სავარაუდოდ, ნატოს თავდაცვითი ხარჯების მიზანს ვერ შეასრულებს
მიმდინარე წელს ჩეხეთი სავარაუდოდ, ნატოს თავდაცვითი ხარჯების მიზანს ვერ შეასრულებს, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა. მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დახარჯოს, თუმცა ამას ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემები გაართულებს.
01 ივნისი 2026, 08:43
მსოფლიო
Iran International: მასუდ ფეზეშქიანმა, ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ წერილით ოფიციალურად მიმართა, - ამის თაობაზე ლონდონში დაფუძნებული გამოცემა Iran International წერს.
01 ივნისი 2026, 08:36
საზოგადოება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ეროვნული არქივის კინოთეატრში რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება გაიმართება
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში, დღეს, 16:00 საათზე, რესტავრირებული ქართული ანიმაციური ფილმების კინოჩვენება გაიმართება. სეანსზე წარმოდგენილი იქნება ხუთი ანიმაციური ფილმი, რომელიც აერთიანებს როგორც მეოცე საუკუნის, ისე თანამედროვე პერიოდის ნამუშევრებს.
01 ივნისი 2026, 08:29
კულტურა
ანსამბლმა „მართვემ" 48 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოლო კონცერტი გამართა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლმა „მართვემ" 48 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოლო კონცერტი გამართა.
01 ივნისი 2026, 08:24
სპორტი
ფოთმა, კანოეში Dragon boat-ის სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა
ფოთმა, კანოეში Dragon boat-ის სახეობის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა. საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებაში მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
01 ივნისი 2026, 08:18
საზოგადოება
მამა საბა გაზდელიანი: ფარავნის ტბაზე, სოფელ ფოკაში, 10:00 საათზე სადღესასწაულო მსახურებას აღავლენს მიტროპოლიტი დანიელი, ხოლო 12:30-ზე პარაკლისს გადაიხდის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი შიო მესამე ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში, პარაკლისს აღავლენს. მანამდე კი, ღია ტრაპეზზე სადღესასწაულო ღვთისმსახურება შესრულდება. წირვას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულებს.
01 ივნისი 2026, 08:06
სამართალი
საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალდება ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ბრალდება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
01 ივნისი 2026, 01:30
სპორტი
გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე. ვიდეო
გულშემატკივრის მხურვალე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ ხვიჩა კვარაცხელიასთან Parc Des Princes-ს სტადიონზე.
01 ივნისი 2026, 00:01
საზოგადოება
1 ივნისი საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა
დღეს ნინოობაა. მართლმადიდებლები პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავენ.


