Imedi /  15 მაისი 2020, 13:06 / სანდო წყარო

სლოვენიაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულდა

სლოვენია

სლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება. შედეგად, სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფექციის გავრცელება დასრულებულია.

„დღეს სლოვენიას საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათი აქვს ევროპაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, იანეზ იანსამ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბალკანეთის ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 7-ზე ნაკლები იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ბოლო 14 დღეში სულ 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად ამისა, ინფექციის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, გარკვეულ შეზღუდვებს ქვეყანა ძალაში დატოვებს.

2-მილიონიან სლოვენიაში პირველად ვირუსი 4 მარტს გამოვლინდა, სულ დადასტურდა 1 5000 ფაქტი. გარდაიცვალა - 103.

მთავრობა აცხადებს, რომ სიმპტომების მქონე უცხოელ ვიზიტორებს ქვეყანაში არ შეუშვებენ და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შესულთათვის 14-დღიანი კარანტინის რეჟიმი იმოქმედებს. გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებზე.

ყველა სიახლე

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი

დღეს, ფინანსთა მინისტრის მოსმენა იყო პარლამენტში და ოპოზიცია კიდევ უტიფრად აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 18:11

მსოფლიო

The Guardian: ევროპელების მხოლოდ 10%-ს სჯერა, რომ უკრაინას ომში რუსეთის დამარცხება შეუძლია

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 37%-ს მიაჩნია, რომ ომი უკრაინაში კომპრომისული შეთანხმებით დასრულდება. გამოცემა წერს, რომ ომის 2 წლის თავზე ევროპელებს განწყობა ომისადმი შეიცვალა. კვლევა ევროკავშირის 12 წევრ ქვეყანაში ჩაატარეს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, პოლონეთსა და შვედეთში.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:11

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს, ევროკავშირისა და ნატოს ფაქტობრივად ყველა სტრუქტურებთან იყო სრულყოფილი შეხვედრა, როგორც ოფიციალური ფორმატის, ასევე პირისპირ საუბარი

ახალი პრემიერ-მინისტრი თავის პირველ სამუშაო ვიზიტს, დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღეში ახორციელებს სწორედ ბრიუსელში, ევროკავშირის დედაქალაქში, პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური საკითხი, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილი

21 თებერვალი 2024, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირთან ერთად, ჩვენ ვართ ყველაზე მეტად დაინტერესებული, რომ არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად ღია, დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში

ორი აზრი არ არის, რომ მომავალი არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ხელისუფლების ფორმირების კუთხით, არამედ არჩევნები არის დემოკრატიის ხარისხის განმსაზღვრელი. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ევროკავშირისათვის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის აქცენტი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება , - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი პრესრელიზში.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 17:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაგრძონ უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება

ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 17:58

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რა თვალსაჩინო და ღირებული შედეგიც არ უნდა ჰქონდეს ქვეყანას ამ ხელისუფლების პირობებში, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იქნება აღქმული. ამ მავნე მდგომარეობიდან ვერ გამოდიან

„ოპოზიციის თავდაჯერებული პოზიცია იყო წინა წლის დეკემბრამდე, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების პირობებში არავინ მისცემდა კანდიდატის სტატუსს. მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და კი არ აღიარეს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ხელისუფლებამ ეს შეძლო, ითქვა, რომ ხელისუფლება აქ არაფერ შუაშია, ოპოზიციის დამსახურებაა და ა.შ“

ირაკლი კობახიძე
 იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. საფრთხის ქვეშაა პრინციპი - მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა

„საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ რთულ დროს მოკავშირეებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს უპრეცედენტო ერთობისა და მტკიცე ერთგულების დემონსტრირება წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე

21 თებერვალი 2024, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი

ნატომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

21 თებერვალი 2024, 17:45

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ

„დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაზე - როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მოვუწოდებთ, რომ უფრო დიდი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო - კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

რატი იონათამიშვილი

21 თებერვალი 2024, 17:21

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი თეიმურაზ ჯანაშიას განცხადებაზე: “სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება წინარევოლუციურ პროცესში მონაწილეობა მიიღოს” - ჩვენ რომ ვამბობთ, ამას გეგმავენ-თქო, რას კადრულობთო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

21 თებერვალი 2024, 17:10

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის სოფელ ხარპში მდებარე ციხის თანამშრომლებს, რომელშიც ბოლო თვეებში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იხდიდა სასჯელს.

თემურ ჯანაშია

21 თებერვალი 2024, 17:05

სამართალი

თეიმურაზ ჯანაშია: მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში

„ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნის მინისტრი {რადოსლავ სიკორსკი} პირდაპირ მიუთითებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა მოექცნენ სამართლიანად, სამართლიანობა კი მოითხოვს იმას, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს იქ სადაც არის. მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფლებაზე, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“

21 თებერვალი 2024, 16:55

საზოგადოება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე საბჭოს წარმომადგენლები დროებითი კომისიის მუშაობის მანდატის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. აღინიშნა, რომ, უახლოეს პერიოდში, გასვლითი ღონისძიება გაიმართება ბალდის კანიონის ტერიტორიაზე და ადგილზე მოხდება გარემოზე ზემოქმედების ასპექტების გაცნობა.

ლევან კობიაშვილი

21 თებერვალი 2024, 16:55

სპორტი

The Guardian-ის ცნობით, 2027 წელს „უეფას“ პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს

უეფას პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

21 თებერვალი 2024, 16:47

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა.

21 თებერვალი 2024, 16:38

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

21 თებერვალი 2024, 16:36

პოლიტიკა

რობერტა მეცოლა: ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ტვიტერზე წერს.

21 თებერვალი 2024, 16:31

პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი ხატია დეკანოიძეს: სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი

საქართველოში სანქციების დარღვევის ფაქტები არ არსებობს, სანქციების აღსრულება ხდება იმ ფორმითა და მასშტაბით, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერაა დადგენილი. ქალბატონმა ხატიამ მტკიცებით ფორმაში წარმოთქვა, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება და ესეც დეზინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალებაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, დეპუტატ ხატია დეკანოიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

21 თებერვალი 2024, 16:30

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: დიპლომისშემდგომ სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აუცილებლად გადავჭრით

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ახალგაზრდების მოსაზრებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისა და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისი დონის ექიმი-სპეციალისტების მომზადებას ითვალისწინებს, დღევანდელ ეტაპზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებს.

დავით კაჭარავა

21 თებერვალი 2024, 16:07

პოლიტიკა

დავით კაჭარავა: ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადყოფს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.