imedi /  04 ივნისი 2020, 15:26 / სანდო წყარო

მთავრობის ანგარიში - რეკომენდაციების შესრულებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პირველ ეტაპზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება

ანგარიში კოვიდ-19

პირველ ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია უპირატესად რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიების გზა, თუმცა რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურმა დაკვირვებამ და შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესწილად, უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, რაც ზრდიდა ვირუსის გავრცელების, მოქალაქეთა უმრავლესობის დაინფიცირებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის რისკებს, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

„ქვეყნის ეკონომიკისთვის შეზღუდვების დაწესების პრობლემურობიდან გამომდინარე, საწყის ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია უპირატესად რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიების გზა. სავალდებულო მკაცრი შეზღუდვების დაწესება კი ამ ეტაპზე მაქსიმალურად იქნა თავიდან არიდებული. შესაბამისად, ახალი კორონავირუსის დაფიქსირებიდან (26 თებერვლიდან) თითქმის 1 თვის განმავლობაში (21 მარტამდე), მთავრობა აწარმოებდა აქტიურ საინფორმაციო კამპანიებს და გასცემდა რეკომენდაციებს, რომლებიც მოიცავდა „დარჩი სახლში“ საყოველთაო სარეკომენდაციო პოლიტიკას და სოციალური დისტანციის დაცვას; პირადი და საზოგადოებრივი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას; საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომლების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანას; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფე-რესტორნებში, გასართობ სივრცეებში, სპორტულ დარბაზებში, აუზებზე, სლოტკლუბებსა და კაზინოებში წასვლისგან თავის შეკავებას, ხოლო მოგვიანებით კი მოწოდებას კაფე-რესტორნების, გასართობი სივრცეების, სპორტული დარბაზების, აუზების, სლოტკლუბებისა და კაზინოების დახურვასთან დაკავშირებით.

თუმცა, აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალურმა დაკვირვებამ და შედეგად მიღებულმა ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა, ვინაიდან საზოგადოების დიდმა ნაწილმა, უმეტესწილად, უცვლელ რეჟიმში განაგრძო ცხოვრება, რაც ზრდიდა ვირუსის გავრცელების, მოქალაქეთა უმრავლესობის დაინფიცირებისა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლის რისკებს. შესაბამისად, როდესაც 2020 წლის მარტის მეორე ნახევარში ქვეყანა COVID-19-ის გავრცელების უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა და არსებობდა ვირუსის შიდა უკონტროლო გადაცემის მაღალი რისკები, ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული იყვნენ უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობას, დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარების და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა.

შეზღუდვების მართვა (შემოღება-გაუქმება) ხორციელდებოდა მსოფლიო ტენდენციებზე დაკვირვებით, საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის ანალიზისა და შესაძლო რისკების გათვალისწინებით.

  • 29 იანვარს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ჩინეთს სახალხო რესპუბლიკას შორის
  • 24 თებერვალს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის
  • 26 თებერვალს შეიზღუდა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე გადაადგილება
  • 6 მარტს შეწყდა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის
  • 14 მარტს შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველო-სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრებზე
  • 15 მარტს შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარზე
  • 16 მარტს შეჩერდა მოქალაქეთა გადაადგილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის
  • 21 მარტს საქართველოში აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, ეტაპობრივად შეიზღუდა სახმელეთო მიმოსვლა

მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მთავრობამ მყისიერი ზომები გაატარა და დროულად აკრძალა ფრენები იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც დაფიქსირდა ვირუსის სწრაფი გავრცელების ტენდენცია. ვირუსთან ბრძოლის კონტექსტში, აღნიშნული შეზღუდვა მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული მეთოდია, რაც ქვეყნებს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, შეამცირონ ქვეყანაში ვირუსის შემოტანის საფრთხე, მეორე მხრივ - მოიგონ გარკვეული დრო ჯანდაცვის სისტემის სათანადოდ მომზადებისთვის და მოახდინონ ეპიდემიის კონტროლირებადი მართვა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.