imedi /  10 ივლისი 2020, 11:52 / სანდო წყარო

სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში 112 რესპონდენტი გამოკითხა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) წინააღმდეგ მიმართული საკარანტინო ღონისძიებებით გამოწვეული თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგი განახორციელა, - ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა საკარანტინო სივრცეების მონიტორინგი განახორციელა. დეტალურად გამოკითხა საკარანტინო სივრცედ გამოყოფილ 41 სასტუმროში მყოფი 112 რესპონდენტი.

„გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების პერიოდში, სამართალდამცველი პირები, სამედიცინო და სასტუმროს მომსახურე პერსონალი მათ ეთიკურად ეპყრობოდნენ და მხოლოდ ერთეული ინციდენტი დაფიქსირდა.

ცალკეულ შემთხვევებში რესპოდენტები მიუთითებდნენ აეროპორტებსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ხანგრძლივი დროით დაყოვნებაზე, ასევე აღნიშნავდნენ აეროპორტებში დაყოვნებისას და ხანგრძლივი მგზავრობის დროს საკვებით და წყლით უზრუნველყოფის ხარვეზებზე. ტრანსპორტირება ძირითადად ინფექციის კონტროლის ნორმების დაცვით ხდებოდა, თუმცა ცალკეულ შემთხვევაში ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო დისტანცია დაცული არ იყო.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ სასტუმროებში საცხოვრებელი პირობები ძირითადად კარგი იყო და მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოითქვა უკმაყოფილება. საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების მიერ დროის გაყვანის ძირითადი საშუალება ტელევიზორი და ინტერნეტი იყო. რესპონდენტების უმეტესობა მოთავსებული იყო განმარტოებით, არ ჰქონდათ შეთავაზებული დღის განმავლობაში რაიმე სახის აქტივობები, არ ჰქონდათ ოთახის დატოვების შესაძლებლობა, რესპონდენტების დაახლოებით ნახევარს არ ჰქონდა აივანი. ასეთი მდგომარეობა, პანდემიასთან დაკავშირებულ ზოგად შფოთვასთან ერთად, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულ პირებში იწვევს სტრესს და ამდენად, უკიდურესად მნიშვნელოვანია, მათთვის ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი ფსიქოლოგიური დახმარება.

მონიტორინგის მიმდინარეობისას სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ბავშვის უფლებების თვალსაზრისით ცალკეული საყურადღებო შემთხვევები გამოავლინა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ქცევითი დარღვევების, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა საკითხი, რადგან შესაძლოა მათთვის უფრო რთული აღმოჩნდეს უცხო და დახურულ სივრცეში ყოფნა, რაც გამოწვევაა მათი მშობლებისთვისაც. ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, გაუგებარი მიზეზების გამო არ იქნა გამოყენებული თვითიზოლაცია, რომელიც ამ ბავშვების მდგომარეობას გააუმჯობესებდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ორგანოები განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდონ ამ პირთა თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნას.

2020 წლის 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესულ ცვლილებებამდე, საკარანტინო ღონისძიებების გამოყენებისას, მინიმალურ დონეზეც კი არ იყო განსაზღვრული თავისუფლება შეზღუდული პირის სამართლებრივი დაცვის გარანტიები. სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე, განისაზღვრა პირის ინფორმირების ვალდებულება იზოლაციაში/კარანტინში გადაყვანის საფუძვლებზე, ადვოკატის უფლებაზე, იზოლაციაში/კარანტინში გადაყვანის შესახებ მის მიერ მითითებული პირის ინფორმირების უფლებაზე.

მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ საკარანტინო სივრცეში მყოფ პირებს წერილობით ან ზეპირად იშვიათად მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი საკარანტინო სივრცეში გადაყვანის საფუძველზე; მათ უფლებებზე, მოვალეობებსა და გასაჩივრების მექანიზმზე. გარდა ამისა, ვინაიდან არ არის დადგენილი საქმის განხილვის დაჩქარებული პროცედურა, შესაძლოა გასაჩივრების მექანიზმის გამოყენება აზრს იყოს მოკლებული და გადაწყვეტილება მაშინ იქნას მიღებული, როდესაც საკარანტინო ღონისძიების ვადა გასულია.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილი-მაისის პერიოდში პრაქტიკულად შეჩერებული იყო თვითიზოლაციაში გადაყვანის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა აკმაყოფილებდა თვითიზოლაციაში გადაყვანის წინაპირობას, სათანადო საცხოვრებელი პირობების არსებობის შესახებ, ისინი პრაქტიკაში თვითიზოლაციაში არ გადაჰყავდათ.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საკარანტინო ღონისძიებების გამოყენება საგანგებო რეჟიმში მოხდა, სახალხო დამცველი ზოგადად დადებითად აფასებს საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული პირების უფლებების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს და მრავალი პირის აქტიურ მცდელობას, მაგრამ ამავდროულად, ხაზს უსვამს ანგარიშში მითითებული პრობლემების დროულად მოგვარების აუცილებლობას.

2020 წლის 18 ივნისს აღნიშნული ანგარიში წინასწარ მიეწოდა საქართველოს პარლამენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსაზრებების წარმოსადგენად. სახალხო დამცველის აპარატი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აქტიურად გაუწევს ადვოკატირებას რეკომენდაციების შესრულებას. ეს საკითხი აპარატისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო დღეებში, რადგან არაერთი კარანტინში მოთავსებული მოქალაქე მომართავს აპარატს ინდივიდუალური შემთხვევების გარშემო“, - აცხადებენ სახალო დამცველის აპარატში.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 01:03

საზოგადოება

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო

ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.

საფლავთა კურთხევა

13 აპრილი 2026, 00:50

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.

პიტერ მაგიარი

12 აპრილი 2026, 23:55

მსოფლიო

პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა

უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

12 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას

არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.

12 აპრილი 2026, 23:30

კულტურა

ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.

12 აპრილი 2026, 23:07

სპორტი

ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.

ცოტნე ჩხაიძე მაია ბოჭოიძე

12 აპრილი 2026, 22:55

სპორტი

მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია

პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

12 აპრილი 2026, 22:49

პოლიტიკა

მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.

12 აპრილი 2026, 22:30

პოლიტიკა

მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.

12 აპრილი 2026, 22:15

პოლიტიკა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

მაკა ბოჭორიშვილი

12 აპრილი 2026, 22:04

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული

ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

12 აპრილი 2026, 21:52

პოლიტიკა

გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან

უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.

12 აპრილი 2026, 21:38

საზოგადოება

რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.