28 მაისი 2026, 15:09 / სანდო წყარო

მირდატ ქამადაძე: უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს - ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა, შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა, სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

მირდატ ქამადაძე

მირდატ ქამადაძე

დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, - წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „გირაოს არ გადავიხდით” კამპანიის გარშემო მომხდარი არასამართლიანია, ვინაიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის.

როგორც ქამადაძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობიდან” წამოსვლის მიზეზი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა იყო, თუმცა, მისივე თქმით, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა

"ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი.

უბრალოდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ჩემსა და პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა.

ბათუმის 2021 წლის არჩევნებიდან დაწყებული, „ნაცმოძრაობაში” რთული შიდა პროცესებით გაგრძელებული და საბოლოოდ პარტია „ახალის” შექმნით დასრულებული, ერთი მთავარი აზრი მამოძრავებდა — პოლიტიკა არის საუბარი. საუბარი პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება. თუ მხოლოდ საკუთარ ბაბლში ტრიალებ, რეალურ ცვლილებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ამისთვის ჯერ იდეაა საჭირო — ნათელი, გასაგები და გულწრფელი იდეა იმაზე, როგორი ქვეყანა გინდა.

სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც ამ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი ხდება.

ამას ეს ორი მაგალითი კარგად ასახავს (სხვა მაგალითებიც შეიძლება).

„გირაოს არ გადავიხდით” კამპანიის გარშემო რაც მოხდა, არც თუ ისე სამართლიანი მგონია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის. ეს ერთი ადამიანის შეცდომა არ იყო — ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, სადაც ემოცია ხშირად საღ აზრზე წინ გარბის და მერე ამ შეცდომების აღიარებაც აღარავის უნდა.

მეორე პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა — და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანი წესების გარეშე არ არსებობს არც თავისუფალი პოლიტიკა, არც დაცული მოქალაქე, არც სანდო სახელმწიფო. ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა — ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დანარჩენი ყველაფერი დგას. და სწორედ ამიტომ არის განსაცვიფრებელი, რომ დღეს ყველა საუბრობს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობაზე — მათ შორის ისინი, ვინც ამ სისტემის შექმნაში პირდაპირ მონაწილეობდნენ და დღეს თავადვე გახდნენ მისი მსხვერპლი. მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია — როგორ უზრუნველყოფს მომავალი ხელისუფლება, რომ ძალაუფლება კვლავ ერთ ხელში არ მოხვდეს და შურისძიებამ და დესტაბილიზაციამ არ დაისადგუროს ქვეყანაში.

ბუნდოვანება შობს შიშს. თუ ხალხს არ დაანახებ, როგორ გრძელდება ცხოვრება „ქოცების” შემდეგ და არ შესთავაზებ სტაბილურობის განცდას, ისინი ყოველთვის აირჩევენ ნაცნობ აწმყოს — რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ის. ბუნდოვან მომავალს ადამიანები ყოველთვის ნაცნობ რეალობას ამჯობინებენ.

ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა.

შეცდომები მქონია — ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ შეცდომის აღიარება სისუსტე არ არის. პირიქით — ეს ერთადერთი გზაა წინ.

პარტიიდან მივდივარ, მაგრამ იმ იდეიდან არა, რის გამოც საერთოდ მოვედი ამ საქმეში.

ჯერ არ ვიცი მომავალში რა ფორმით გავაგრძელებ ამ საქმეს, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ — ვერ ვიქნები იქ, სადაც მიზანი ბუნდოვანია და მხოლოდ ხმაური ხდება „პოლიტიკა”.

ამიერიდან ჩემი გზა უფრო დამოუკიდებელი იქნება — ყოველგვარი პარტიული კორექტულობისგან თავისუფალი.

მე მგონია, რომ პოლიტიკაში ცარიელი ხმაური ქრება. სიმართლე კი — შეიძლება ნელა, მაგრამ ბევრად შორს მიდის.

P.S. მადლობა მეგობრებს, განსაკუთრებით აჭარის ოფისს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე," - წერს მირდატ ქამადაძე.

ყველა სიახლე

მარტა კოსი

31 ივლისი 2026, 14:28

მსოფლიო

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.

მერაბ დარბაიძე

31 ივლისი 2026, 14:23

სამართალი

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა

18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

31 ივლისი 2026, 14:15

ჯანდაცვა

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს- ხელშკრულება გაფორმებულია

იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:06

პოლიტიკა

კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 14:04

პოლიტიკა

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

31 ივლისი 2026, 14:04

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში საპროექტო და სამშენებლო მიმართულებით მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

31 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

ოფიციალური პირების შეფასებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:50

პოლიტიკა

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კახა კალაძე

31 ივლისი 2026, 13:48

პოლიტიკა

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან ეროვნული სიწმინდეებისა და ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრების ინიციატივას.

31 ივლისი 2026, 13:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს.

31 ივლისი 2026, 13:39

რეგიონი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტი გამოავლინეს.

დავით ჩიხელიძე

31 ივლისი 2026, 13:23

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: სააკაშვილი - თუ რევოლუცია არ დავაორგანიზეთ, სხვა შანსი არ გვაქვსო, ხოშტარიამ თქვა - არჩევნები უნდა ჩატარდეს "ქართული ოცნების" გარეშეო, თენგომ - ემიგრანტებს ხმის უფლება უნდა დავუბრუნოთო. შესაშური თანმიმდევრობაა ოპოზიციაში

ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

31 ივლისი 2026, 13:17

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

ოპერაციის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფის 12 წარმომადგენელი საბერძნეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ფრეგატზე - HS NIKIFOROS FOKAS (F 466)-ზე იყო განთავსებული. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საბერძნეთის სპეციალური დანიშნულების ძალების წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სწავლებებში - ახლო საბრძოლო მოქმედებები (CQB), პრაქტიკული საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება, ასევე, ფრეგატის ეკიპაჟთან ერთად ჩატარდა ძებნა-გადარჩენისა და ევაკუაციის ოპერაციები.

31 ივლისი 2026, 13:16

მსოფლიო

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

ევროპის საფეხბურთ ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.

ვახტანგ ცინცაძე

31 ივლისი 2026, 13:04

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული ტენდენციები და ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს ეკონომიკური კუთხით, სასურველია როგორც რეგიონის, ასევე ევროპის და გლობალურად ნებისმიერი ქვეყნისთვის, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.

31 ივლისი 2026, 12:56

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ჯო’მაჯზე ლარი

31 ივლისი 2026, 12:43

მსოფლიო

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 12:37

რეგიონი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების ფუნდამენტური პრინციპის დარღვევის, ტარიფის თვითნებური გაზრდისა და სალიცენზიო ვალდებულებების განგრძობად შეუსრულებლობის გამო,მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან უქმდება გაზგამანაწილებელი კომპანია შპს „მამედის“ სახელზე გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია.