imedi /  15 ივლისი 2020, 18:04 / სანდო წყარო

სილვიუ დომენტე: ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშაობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა

სილვიუ დომენტე

სილვიუ დომენტე

ჯანმოს საქართველოსთან მრავალწლიანი მუშაობა ამ პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საქართველოში COVID-19-ის შესახებ ცოდნის მონიტორინგის კვლევის შედეგების წარდგენისას განაცხდა.

„აღნიშნული კვლევა ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის სამომავლოდ, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად. შედეგები უკვე ასახულია რისკების კომუნიკაციისა და საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ამზადებს, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს მოსახლეობის საჭიროებებსა და მოლოდინზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა დომენტემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში პანდემიის ფონზე მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და ნდობის მონიტორინგის კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:25

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან მალე გაუმჯობესდება. როგორც წულუკიანმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ აღნიშნა, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდება, ომიც დასრულდება, ევროკავშირი დაუბრუნდება ძველ ურთიერთობებს.

ლევან მახაშვილი

06 ივნისი 2026, 22:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის თავგანწირვის ხარჯზე ამ ქვეყანამ ბეწვის ხიდზე გაიარა

საქართველო აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ. იყო ცალსახა ინტერესები, რომ ქვეყანას აერჩია მხარე და ქვეყანამ არ აირჩია მხარე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილი

06 ივნისი 2026, 22:08

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატებზე: უსამართლო შეფასებები, ბრალდებები ემსახურება იმას კი არა, რომ მართლაც რაღაც დაინახეს და ამას აკრიტიკებენ, ემსახურება ერთადერთ მიზანს - თეთრზე შავის თქმას, რათა გაგაშავონ და გაიძულონ, პოზიციის შეცვლა

ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ სასამართლო იდეალურია და უკვე ევროკავშირის სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უსამართლოდ ხდება ჩვენი სასამართლოს შეფასება, უსამართლოდ ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების შეფასება. ამაზეა საუბარი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 22:08

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი პრინციპულობითა და გაუტეხლობით მოახერხა, რომ ქვეყანა მაინც წინ მიდის, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ვიღაცას

ოპოზიცია უსუსურ მდგომარეობაშია, დაქსაქსულები არიან. ისინი პირადსა და სახელმწიფოებრივს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა. წულუკიანმა აღნიშნა, რომ პოზიციის მიზანია ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია.

06 ივნისი 2026, 21:50

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე გადაცემა „ღია ეთერი - დებატებზე“: მადლობა რომ გადაცემის ასეთი ფორმატი შემოიღეთ. კარგია, რომ თვალსაზრისების შეჯერება ხდება

„მხოლოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცალკეული მონაწილეების თვალსაზრისების შეჯერება ნუ იქნება, იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლების, რადგან თვალსაზრისები არის ფართო, მოცვადი და გარდა ხელისუფლების პოზიციისა და ოპოზიციის ცალკეული ჯგუფებისა, მოიცავს ძალიან ბევრ რამეს საარსებო საკითხებზე და კარგი იქნება ამ მიმართულებით თუ გააგრძელებთ მუშაობას“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

06 ივნისი 2026, 21:45

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ფორმულას“ ინფორმაციაზე: კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია - მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ უწყებისა და თითოეული პოლიციელის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ გორში მომხდარი შემთხვევის დროს ადგილზე მყოფ არცერთ სამართალდამცველს ქვეყანა არ დაუტოვებია, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 21:23

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სახელმწიფო რა არის. თქვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო საქართველოს ბედი

ჩვენ გადაცემაში გვყოლია ადამიანი, რომელიც პიროვნულადაა გამწარებული. მე თანაგიგრძნობთ, ნახევარი მილიონი ლარი რომ გაქვთ გადასახდელი ახალგაზრდა კაცს, რა თქმა უნდა, გამწარებული იქნებით და პირადსა და სახელმწიფოებრივს შორის რაღაცები გექნებათ არეული, - ასე მიმართა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელს, ⁠გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ აქციებზე დაჯარიმების გამო მას ნახევარი მილიონი აქვს გადასახდელი.

ვაჟა ბერიძე

06 ივნისი 2026, 21:20

პოლიტიკა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე: მადლობა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ მოწვევისთვის, დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ვარ „იმედის“ ეთერში

„მადლობას ვეტყვი და მივესალმები ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქალბატონ თეა წულუკიანს და ბატონ ლევან მახაშვილს. რომლებსაც ძალიან მძიმე ტვირთი აქვთ აღებული თავის თავზე. მადლობას მოგახსენებთ ყველას“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 21:19

პოლიტიკა

თეა წულუკიანი გოტა ჭანტურიას: თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით, ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ

მე თქვენ გეტყვით, რომ სიცრუეა ის, რომ თქვენ ვინმეს როდისმე ებრძოდით, თქვენ დღეს ებრძვით ამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და საქართველოში დაამკვიდრა ის დემოკრატია, სადაც თქვენ ბრძოლის საშუალება გაქვთ. წინა ხელისუფლების დროს თქვენ არ და ვერ იბრძოდით. რომელი ბუჩქის ძირში იყავით, ეს თქვენ უნდა თქვათ, - ასე უპასუხა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის წარმომადგენლის, გოტა ჭანტურიას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ „სისხლიან „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძოდა“.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 20:55

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩემი იუსტიციის მინისტრობის დროს სასამართლოში 3 თუ 4 რეფორმა ჩატარდა და ეს ის რეფორმებია, რომელთა გატარება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზე ვერ გაბედა

„ეს იყო გაბედული რეფორმები,რომელიც სასამართლოსა და მოსამართლეების გათავისუფლებას ისახავდა მიზნად. შეიძლება ზოგიერთი მოსამართლე სასამართლოში არ მომწონდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი მე და თქვენ რა მოგვწონს, მთავარი ის არის, რომ ეს მოსამართლეები დღეს მოსაწონ ან ვინმესთვის მოუწონარ გადაწყვეტილებებს რომ იღებენ, ისინი არიან ჩემგან და ჩემნაირებისგან (პოლიტიკოსებისგან) დამოუკიდებელი“.

ლევან მახაშვილი

06 ივნისი 2026, 20:39

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ვიზალიბერალიზაციას თავისი კრიტერიუმები აქვს. ნამდვილი კრიტერიუმები გვერდზე გადადეს და შემოაპარეს უკვე პოლიტიკური საკითხები - „გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთ, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი გააუქმეთ, სასანქციო სისტემას შეუერთდით“

„ვიზალიბერალიზაცია არასდროს გამხდარა პოლიტიკური საკითხი. 2017 წლიდან ყოველწლიურად დგებოდა ანგარიშები და ყოველთვის იყო იქ 7-10 რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო, მაგრამ მაინც და მაინც მაშინ გახდა ყველაზე პრობლემური - როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხვა ვერაფრით მიუდგნენ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რეაგირებს და ემოციური საკითხია, დააჭირეს - უკაცრავად ამ გამოთქმისთვის.

თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 20:37

პოლიტიკა

წულუკიანი ვახტანგ მეგრელიშვილს: ერთპარტიულ პარლამენტს ჩვენ კი არ ვქმნით - დისკუსიის სიმწვავის ხარისხი, რომელიც თქვენ არ გაკმაყოფილებთ პარლამენტში არის მხოლოდ და მხოლოდ იმ დესტრუქციული პარტიების ბრალი, რომლებმაც საკუთარ მანდატსა და ამომრჩეველზე უარი თქვეს

ვერ დაგეთანხმებით, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია. ერთადერთი, რადიკალური ოპოზიციის ფრთა, რომელიც პარლამენტში შემოვიდა, სახეზეა. ალბათ თქვენ პლენარულ სხდომებს არ უსმენთ, ეს არის გიორგი გახარიას პარტია, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ მეგრელიშვილს, რომელმაც საქართველოს პარლამენტს ერთპარტიული უწოდა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

06 ივნისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის

„მე ერთადერთი პარტიის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ევროპის ბიუროკრატიის ფანი არ არის. ჩვენი სკეპტიკური პოზიცია ევრობიუროკრატიასთან მდგომარეობდა იმაში, რომ სუპერ სახელმწიფოებრივი სტრუქტურა, როგორიც არის ბრიუსელის ბიუროკრატია, ფაქტობრივად ახორციელებდა ევროკავშირში ძალაუფლების კონცენტრაციას“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.

 თეა წულუკიანი

06 ივნისი 2026, 20:28

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი

თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ მინისტრების ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.

კოტე ჟღენტი

06 ივნისი 2026, 18:47

პოლიტიკა

კოტე ჟღენტი: როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი, „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“ - ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება

როდესაც აპირებ, რომ ქვეყანას გაუუქმო ან შეუჩერო უვიზო მიმოსვლა, ამისთვის უნდა იყოს ძალიან მტკიცე არგუმენტები მოყვანილი. „მე პოლიტიკური მიზანშეწონილობით ვაჩერებთ უვიზო მიმოსვლას“, ასეთი რამ არ მომხდარა და მე მგონი არც მოხდება. ეს არის ღია, დიპლომატიური სკანდალი და არა მგონია, რომ ამაზე წავიდეს ევროკავშირი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა კოტე ჟღენტმა.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:20

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ცდილობენ, სხვადასხვა გზით გარე მმართველობა დაამყაროს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამავდროულად, ვერ იყოფენ თავიანთი პატრონის მიერ გაცემულ „ნდობას“, თანხებსა და შეპირებას მომავალი ძალაუფლების შესახებ და ვხედავთ, ერთმანეთის ჭამით არიან დაკავებული

ვხედავთ, რომ გარე დავალების შემსრულებლები ამ ქვეყანაში ძალიან ცოტაა და ძირითადად, ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც გარე მმართველობა და სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმი ჰქონდათ ჩამოყალიბებული 2003-2012 წლებში. ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ოღონდ მათ ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული ადამიანი მიიტმასნეს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 18:18

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არარჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით

ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არის ერთადერთი „ტყვია“, რომლის გამოყენების მცდელობაც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ იმ ძალებს და იმ მართულ არ არჩეულ ბიუროკრატიას, რომელიც სამწუხაროდ ახლა სრული გავლენა აქვთ ევროკავშირის მასშტაბით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 18:02

პოლიტიკა

დიპლომატი კოტე ჟღენტი კრისტოფერ ლანდაუს განცხადებაზე: ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს

კოტე ჟღენტმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობაზე გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. პარტია „ერთიანი ნეიტრალურ საქართველოს“ მრჩეველმა, დიპლომატმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება პარტნიორობის გაღრმავება შტატებთან მიმდინარე პოლიტიკური საკითხებით.

არჩილ გორდულაძე

06 ივნისი 2026, 17:57

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული მდებარეობიდან

„როდესაც ვამბობთ, რომ ბრიუსელისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ეს არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ მხოლოდ ტერიტორიაა საჭირო, ყველამ კარგად იცის რა როლი აქვს საქართველოს ევროპის კულტურის განვითარებაში და რამდენად ევროპულიუა ჩვენი კულტურა“, - აღნიშნა გორდულაძემ.

06 ივნისი 2026, 17:36

სპორტი

ჯუნიორ NBA მეათე ჩემპიონატი საქართველოში 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით ჩატარდება

ტურნირში A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს. ტრადიციულად, თითოეულ გუნდს სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეული NBA კლუბის სახელი მიენიჭა.