imedi /  21 ივლისი 2020, 18:11 / სანდო წყარო

ენტონი ფაუჩი: კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირბადე გაიკეთა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა პირბადე გაიკეთა.

ენტონი ფაუჩის განმარტებით, ეს ზემოდან წამოსული მესიჯია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„კმაყოფილი ვარ იმით, რომ პრეზიდენტი პირბადით ვიხილე, რომ ის პირბადის ტარებაზე წერდა. ვიცე-პრეზიდენტი ამას თანმიმდევრულად აკეთებს. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებისთბვის თანმიმდევრული მესიჯების მიწოდების გზაზე ვართ“, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

12 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია.

დონალდ ტრამპი მანამდე უარს ამბობდა საჯაროდ ნიღბის ტარებაზე და აღნიშნავდა, რომ ეს პირადი არჩევანი იყო. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუ ხალხით სავსე ადგილას მოხვდებოდა და დისტანციის დაცვას ვეღარ შეძლებდა.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2026, 09:33

მსოფლიო

ირანის სამხედრო სარდლობა: აშშ-ს არ მივცემთ უფლებას, ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩაერიოს, რეგიონის ქვეყნებს კი ვაფრთხილებთ, რომ ამერიკულ ძალებთან ნებისმიერი თანამშრომლობა ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ საომარ აქტად იქნება აღქმული

ირანი შეერთებულ შტატებს უფლებას არ მისცემს ჰორმუზის სრუტის მართვაში ჩაერიოს, - აცხადებს ირანის სამხედრო სარდლობა და აღნიშნავს, რომ ამერიკული ძალების ნებისმიერ მცდელობას, ირანის მიერ დადგენილი მარშრუტის გვერდის ავლით გაატარონ გემები, გადამწყვეტი პასუხი გაეცემა.

14 ივლისი 2026, 09:24

საზოგადოება

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა, „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოაწესრიგეს

მეტროსადგურ „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.

14 ივლისი 2026, 09:10

მსოფლიო

იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტზე იერიში მიიტანეს - იემენელი ჰუსიტები თავდასხმაში საუდის არაბეთს ადანაშაულებენ

იემენის დედაქალაქ სანას აეროპორტზე იერიში მიიტანეს. სამიზნეში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოექცა. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, იერიშის მიზანი ირანული თვითმფრინავის მიღებისთვის ხელის შეშლა იყო.

ლევან მახაშვილი

14 ივლისი 2026, 08:56

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედი მაქვს, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს

საქართველოსთან დაკავშირებით კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი გამოეხმაურა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიუსელი საკუთარ პოლიტიკას გადაიაზრებს და მხარეები დიალოგს დაუბრუნდებიან.

გურამ მაჭარაშვილი

14 ივლისი 2026, 08:51

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი კალასის განცხადებაზე: არ გინდა იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართველ ხალხთან ურთიერთობა - აქ ლოგიკა სად არის?

არ გინდა იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობას, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა ირჩევს და გინდა ქართველ ხალხთან ურთიერთობა - აქ ლოგიკა სად არის?, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის გუშინდელ განცხადებას.

თენგიზ შარმანაშვილი

14 ივლისი 2026, 08:43

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი კალასის განცხადებაზე: ეს ნიშნავს ქართველი ხალხის უპატივცემულობას

ეს ქართველი ხალხის უპატივცემულობას ნიშნავს, ვინაიდან ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ არ შესწევთ ძალა ისეთი ადამიანები აირჩიონ, როლებიც სამშობლოს გამოადგებიან, - ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, კაია კალასის განცხადებას.

კაია კალასი

14 ივლისი 2026, 08:34

პოლიტიკა

კაია კალასი: შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბი, რომელსაც რუმინეთი და ბულგარეთი ერთად უხელმძღვანელებენ, ხელს შეუწყობს საზღვაო ვითარების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ინფრასტრუქტურის დაცვას

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მონაწილეობის გარეშე იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ კაია კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან შემუშავდა, უკვე განხორციელების ფაზაშია.

14 ივლისი 2026, 08:24

რეგიონი

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

თელავში, სტიქიიდან მესამე დღეს, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მძიმე ტექნიკა 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს. თელავის ხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება, ხოლო კავკასიონის ქუჩიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან ამ დრომდე ქვა-ღორღი გააქვთ. საგანგებო და ოპერატიული სამუშაოების შედეგად, ქალაქისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღუდგა. ელექტროენერგია თელავის თითქმის ყველა ქუჩას მიეწოდება. გამონაკლისია კავკასიონის ქუჩა, სადაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აბონენტებს დენი შეფერხებით მიეწოდებათ.

14 ივლისი 2026, 08:12

რეგიონი

შალვა პაპუაშვილი: სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიძლევა

შალვა პაპუაშვილი თელავში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, სტიქიის შედეგად გამოწვეული ზიანის ლიკვიდაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში აღმოიფხვრება. პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველა იმ უწყებასა და ადამიანს, რომლებიც პირველივე წუთებიდანვე ჩაერთნენ სტიქიის შედეგის აღმოფხვრაში.

14 ივლისი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 04:20

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.

14 ივლისი 2026, 03:44

მსოფლიო

CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 03:37

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 ივლისი 2026, 01:59

მსოფლიო

POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება

უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

14 ივლისი 2026, 01:48

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 01:28

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

14 ივლისი 2026, 00:15

მსოფლიო

ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს

სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2026, 00:04

მსოფლიო

CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.

იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 23:53

მსოფლიო

იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა

უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

13 ივლისი 2026, 22:46

მსოფლიო

The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.