European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები
ფოტო: Shutterstock.com
მსოფლიოში ცნობილი, პოპულარული პორტალი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები“ ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის პირველ ქვეყნად საქართველოს ასახელებს და ხანგრძლივი კარანტინის შემდეგ მოგზაურობის მსურველებს საქართველოში, კერძოდ თბილისსა და ბათუმში დასვენებას ურჩევს.
პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.
„დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა ხსნის საზღვრებს, ასევე იწყება ფრენების აღდგენა და სასტუმროების ხელახლა გახსნა. კვირების განმავლობაში კარანტინში ყოფნის შემდეგ, თქვენ ევროპაში მოგზაურობის სურვილი გიპყრობთ, თუმცა არ იცით, სად წახვიდეთ და რა ტიპის უსაფრთხოების ზომებია მიღებული ამა თუ იმ ქვეყანასა თუ რეგიონში. ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის კორონავირუსისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ტურისტული მიმართულებები (ინფიცირების თითქმის 600-ჯერ ნაკლები შემთხვევა). ამ ტერიტორიებზე განხორციელდა ძალიან სპეციფიკური სანიტარული პროტოკოლები სასტუმროებში, რესტორნებსა და სავაჭრო ობიექტებზე - ისეთი ზომები, როგორიცაა კონდიციონერის ფილტრის გამოცვლა ყოველი მომდევნო სტუმრის შემდეგ, პირბადეების ხელმისაწვდომობა და სოციალური დისტანცირება.
ამ ტურისტული მიმართულებების კიდევ ერთი უპირატესობაა საავადმყოფოების სიახლოვე და სულ მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლების რაოდენობა, ვიდრე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში. გამოიჩინეთ სიფრთხილე და, შეძლებისდაგვარად და მოთხოვნისამებრ, დაიცავით პირადი ჰიგიენის ზომები, სოციალური დისტანცია, ასევე ატარეთ პირბადე. მოერიდეთ მოგზაურობას, თუკი ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ 70 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე მათ, ვისაც ჭარბი წონა და სასუნთქი სისტემის პრობლემები აწუხებს.
გარდა ამისა, ჩვენს ვალდებულებებში შედის ჩვენი ყველაზე სუსტი ახლობლების და მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეთა დაცვაც. ჩვენი რჩევაა, დაჯავშნოთ სასტუმრო და აირჩიოთ - „თანხის 100%-ის დაბრუნება გაუქმების ჯარიმის გარეშე“. ასევე დაჯავშნეთ თვითმფრინავის ბილეთები, ტურები და სხვა ღონისძიებები, რომელთა გაუქმებაც შესაძლებელია 24 საათით ადრე. ვირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა დაგვაფიქრა იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოგზაუროთ. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვწყურია ახალი გამოცდილება. თბილისი კი ზუსტად ის არის, რაც ჩვენ დღეს გვჭირდება - ტურისტული მიმართულება გონებაგახსნილი მიდგომებით, რომელიც ყველაზე უკეთ უთავსებს ერთმანეთს წარსულს, აწმყოს და მომავალს, კულტურასა და დასვენებას.
2020 წელს საქართველოს დედაქალაქი უპრეცედენტო პოპულარობით სარგებლობს - ეს არის იდეალური ადგილი კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნების და არქიტექტურის მოყვარულთათვის. აქ "wow" ეფექტი გარანტირებულია. ოსმანის სტილში გადაწყვეტილი დიდებული შენობები ერწყმის შუა საუკუნეებით დათარიღებულ ნაგებობებს. გარდა ამისა, შეუმჩნეველი არ დაგრჩებათ ნეოკლასიციზმის, საბჭოთა და ულტრათანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებიც. თბილისი პატივს მიაგებს თავის წარსულს და ამავე დროს, მომავლისკენ იყურება, კონცენტრირებულია ახალგაზრდობაზე და თვალს უსწორებს მომავლის გამოწვევებს. აუცილებლად გირჩევთ თბილისის ერთ-ერთ მთაზე ასვლას და ქალაქის მფარველის - „ქართლის დედის“ ნახვას. სწორედ იქიდან იშლება საქართველოს დედაქალაქის, მშვიდობის ხიდის და მეტეხის ტაძრის, გოგირდის აბანოების და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობის, საოცარი საათის კოშკის დაუვიწყარი პანორამული ხედი - ასევე აღსანიშნავია მთაწმინდის პარკი, სადაც გასართობს დიდიც და პატარაც იპოვის.
თბილისის სტუმრებს ასობით ასეთი უნიკალური განცდა ელოდებათ. საქართველოს დედაქალაქი გამაოგნებელ სანახაობას წარმოადგენს გაზაფხულსა და ზაფხულში, როცა ბუნება იღვიძებს, ასევე ზამთარში, როცა ინთება ათასობით ნათურა, ქალაქი საშობაო დეკორაციებით იწონებს თავს და იმართება ბაზრობები. იცით თუ არა, რომ თბილისი, კრიმინოგენური სიტუაციის მიხედვით, 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პარიზი და ლონდონი?
იცით თუ არა, რომ საქართველოში ყოველ 1000 მოსახლეზე უფრო მეტი საავადმყოფოს საწოლია, ვიდრე შვედეთსა და დანიაში? თბილისის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ტურისტებისთვის ბინების ფართო არჩევანი, რომლებიც წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება სტუმართა შორის, ასევე მცირე, ბუტიკის ტიპის და საოჯახო სასტუმროები. მეტი არგუმენტი გჭირდებათ? კეთილი. თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ან კერძო აგარაკზე დასვენება 4-ჯერ უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე იმავე კლასის და იმავე ჯგუფის სასტუმროში ევროპის ნებისმიერ სხვა დედაქალაქში. დაზოგეთ სასტუმროს ხარჯები და დატკბით დაუვიწყარი ემოციებით და განცდებით თბილისში - მაგალითად, ხალხური ცეკვის კონცერტით, ტრადიციული ქართული სუფრის თანხლებით“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
პორტალი განსაკუთრებულ ტურისტულ მიმართულებად ასახელებს ბათუმსაც და იმ ღირსშესანიშნაობებზე საუბრობს, რომელსაც აჭარა დამსვენებელს სთავაზობს.
„ბათუმი არის განსაკუთრებული ტურისტული მიმართულება, დაუვიწყარი მოგონებების წყარო, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ. ბათუმში შეუძლებელია, მოიწყინოთ. აქ ხომ ყველაფერია - დაწყებული პლაჟებით, დასასვენებელი ზონებით, გამაჯანსაღებელი ცენტრებით, მდგრადი ტურიზმით, ბუნებით, ლაშქრობებით და გართობით და დამთავრებული სავაჭრო ობიექტებით, კულტურით, გასტრონომიით, ღვინის ტურიზმით და უნიკალური ატრაქციონებით როგორც ბავშვებისთვის, ისე - უფროსებისთვის. ეს ტურისტული მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ კრიმინოგენური მდგომარეობის თვალსაზრისითაც, რომელიც 5-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული დედაქალაქების უმრავლესობაში.
გჭირდებათ/გნებავთ დასვენების გადავადება რამდენიმე კვირით კორონავირუსის გამო? არანაირი პრობლემა! ბათუმი ხომ შემოდგომაზეც იდეალურია და ტემპერატურა სექტემბერსა და ოქტომბერშიც ძალიან სასიამოვნოა. ბათუმი წარმოადგენს ულამაზესი პეიზაჟების, ცოცხალი კულტურის და ლეგენდარული სტუმარმასპინძლობის დიდებულ ნაზავს. ბათუმი აჭარის ცენტრია და სიდიდით მეორე ქალაქია საქართველოში.
ეს თვალისმომჭრელი ქალაქი გეპატიჟებათ უძველესი ისტორიული მონუმენტების და თანამედროვე ცხოვრების სტილის კონტრასტის სანახავად. აჭარა გამაოგნებელი მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ზღვა და მწვერვალები, კულტურული მონუმენტები, მონასტრები, თაღოვანი ხიდები, კოხტა ტბები და ტრადიციული სოფლები. აქ თქვენ დააგემოვნებთ ღვინის ათასგვარ ნაირსახეობას და სრულიად უცხო და საუცხოო კულინარიას, შეიგრძნობთ ეკოტურიზმის ძალას და გახდებით გულღია მასპინძლების ოჯახის წევრები. მთები აქ ცას სწვდებიან და ბუნებასთან ერთობას გვასწავლიან. ასე რომ, ეწვიეთ „შავი ზღვის მარგალიტს“ ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში! დააჭაშნიკეთ ადგილობრივი ღვინის სახეობები, ისიამოვნეთ გამაჯანსაღებელი ცენტრების მომსახურებით, ეწვიეთ კულტურის ძეგლებს ან, თუნდაც, უბრალოდ, შეისეირნეთ სავაჭრო ობიექტებზე და შემდეგ მოდუნდით ულამაზეს გრძელ პლაჟებზე, სადაც დაცულია სოციალური დისტანცია.
მათთვის კი, ვისაც კიდევ რაიმე არგუმენტი სჭირდება ბათუმის სასარგებლოდ, დავძენთ, რომ ქალაქში 30-ზე მეტი საავადმყოფოა, მათ შორის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც პალატების ნაკლებობა არ შემჩნეულა კორონავირუსის კრიზისის დაწყებიდან და სადაც, საჭიროების შემთხვევაში, უცხოელ სტუმრებსაც სიხარულით მოემსახურებიან“, - აღნიშნულია European Best Destinations-ის სტატიაში.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 01:32
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 00:17
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
30 აგვისტო 2026, 22:41
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:54
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.
30 აგვისტო 2026, 21:49
საზოგადოება
ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
30 აგვისტო 2026, 21:18
სპორტი
გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 21:12
სპორტი
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია
ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 18:20
მსოფლიო
ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.
30 აგვისტო 2026, 18:00
რეგიონი
„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება
ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.
30 აგვისტო 2026, 17:43
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი
მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
30 აგვისტო 2026, 17:15
საზოგადოება
გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ
მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.
30 აგვისტო 2026, 17:14
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 16:53
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა
დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.
30 აგვისტო 2026, 16:36
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
30 აგვისტო 2026, 16:31
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.
30 აგვისტო 2026, 16:27
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 15:59
სპორტი
სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.
30 აგვისტო 2026, 14:47
მსოფლიო
Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება
ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
30 აგვისტო 2026, 14:31
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
30 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა
ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.


