imedi /  24 სექტემბერი 2020, 10:45 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ვირუსის მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში ვაქცინა შეიქმნება

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კი კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს მოქალაქეებს. ახლაც, მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ეს იყო მოსალოდნელი. ჩვენ მოქალაქეებთან ყოველთვის აბსოლუტურად ღია და გულწრფელი ვიყავით და ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად ინფიცირების რაოდენობის ზრდა მოყვებოდა. რა თქმა უნდა, მობილობის ზრდის შედეგია ის, რაც დღეს ხდება, განსაკუთრებით აჭარაში, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი და ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. ჩვენ თავიდანვე თანმიმდევრულად ვთქვით, რომ ვირუსთან ბრძოლა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი ამოცანა იყო შეკავება, რაც გულისხდომბდა ვირუსის დროში სწრაფი გავრცელების მაქსიმალურად შეკავებას. ამას ჰქონდა თავისი ლოგიკური ახსნა - მაშინ არათუ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსის შესახებ ცოდნა იყო მინიმალური და რესურსებიც იყო მინიმალური. ჩვენ დრო უნდა მოგვეგო და ეს მოვახერხეთ, რის შედეგადაც გადავარჩინეთ მოქალაქეების დიდი რაოდენობა. ეს საერთაშორისოდაც იყო აღიარებული და საქართველო დღესაც „მწვანე ზონის“ ქვეყნად რჩება. თუმცა, მეორე ეტაპი იყო ადაპტაცია, რისთვისაც ჩვენ გვჭირდებოდა დრო. დღეს ჩვენ ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე. პირველ ეტაპზე ჩვენ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა, მკვეთრად დავაგდეთ მობილობა და დრო მოვიგეთ. ამ დროის განმავლობაში უნდა მოგვემზადებინა ჯანდაცვის სისტემა, ტესტირების სისტემა, გადაგვემზადებინა პერსონალი და გვქონდა კიდევ ბევრი ამოცანა, რომელიც ასევე განვახორციელეთ, თუმცა, გასაგები იყო, რომ ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ჩვენ დავიწყეთ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, რაც აბსოლუტურად სწორი და გამართლებული ნაბიჯი იყო. ინფიცირებულთა რაოდენობა გულისხმობს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ კლინიკურად მართოს ეს პროცესი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადაპტაციის ეტაპზე, ეს მოიცავს სწრაფ გამოვლენასა და შენელებას, კლინიკურ მართვასა და ადამიანის სწრაფ დაბრუნებას ნორმალურ ცხოვრებაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ვირუსის მართვის ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სისტემა, რომელმაც სწრაფად უნდა გამოავლინოს ინფიცირების შემთხვევები, შემდეგ კი კლინიკურმა ჯგუფმა ეფექტურად უნდა უმკურნალოს მოქალაქეებს. მაგალითად, დღეს სრულფასოვნად მუშაობს „ცხელების ცენტრები“, რომლებიც მონაწილეობენ ამ გამოვლენის პროცესში, ეფექტურად მუშაობს 112-ის სისტემა, ეფექტურად მუშაობს კონტაქტების სწრაფი დადგენის სისტემა, რომელშიც სხვადასხვა უწყება მონაწილეობს, ეფექტურად მუშაობს საკარანტინო სისტემა და ტესტირების სისტემაც. თებერვალ-მარტში, როდესაც ვირუსის გავრცელება დაიწყო, ჩვენ დღეში 200 ტესტს ვაკეთებდით, PCR-ტესტების მარაგებიც კი არ გვქონდა. ახლა ჩვენი სისტემა საშუალოდ დღეში 9000 ტესტს აკეთებს და რა თქმა უნდა, ამისთვის მოსამზადებლად დრო და რესურსები იყო საჭირო. გარდა ამისა, მარტში PCR-ტესტებს ქვეყანაში მხოლოდ ერთი, ლუგარის ლაბორატორია აკეთებდა, დღეს ასეთი ლაბორატორია არის 22. ახლაც, მართვის ეტაპზეც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დისციპლინირებულები, რათა მოვიგოთ დრო, სანამ მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიქმნება“, - განაცხადა გახარიამ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 აგვისტო 2026, 18:34

მსოფლიო

ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია

ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

31 აგვისტო 2026, 17:45

პოლიტიკა

Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს

გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.

31 აგვისტო 2026, 17:26

ეკონომიკა

The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი

საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.

31 აგვისტო 2026, 17:24

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.

31 აგვისტო 2026, 17:21

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.

31 აგვისტო 2026, 17:12

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა

ირაკლი კობახიძე

31 აგვისტო 2026, 17:07

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტო 2026, 17:02

სამართალი

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

31 აგვისტო 2026, 16:59

სამართალი

პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.

პენიტენციურის ლოგო

31 აგვისტო 2026, 16:12

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა

„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.

31 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.

დავით ქართველიშვილი

31 აგვისტო 2026, 16:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ

სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

31 აგვისტო 2026, 15:47

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანი

31 აგვისტო 2026, 15:40

მსოფლიო

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 15:20

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა

31 აგვისტო 2026, 15:17

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სოსო შატბერაშვილი

31 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

დონალდ ტრამპ უმცროსი

31 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ

დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.

31 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა

Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 14:40

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.