imedi /  05 ნოემბერი 2020, 14:58 / სანდო წყარო

მაია ცქიტიშვილი: სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილი

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ვიცით და ვხედავთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც უშუალოდ არის მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება და შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შენელება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი ღონისძიებების და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელების შენელება მოხდეს.

„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, როგორიც არის მაგალითად საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს ან სხვადასხვა დასახლებაში, ასევე, როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრის, ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების - ბაზრობების, ან ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც იქნება გამოყენებული იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის ის პრაქტიკა და იმ ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, ძალიან მიზნობრივად, ეფექტური მიზეზშედეგობრივი შეზღუდვების დაწესებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, იძულებული ვიქნებით, რომ შევზღუდოთ მობილობა იქ, სადაც ამის საჭიროება დადგება. სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ყველა სიახლე

01 მაისი 2026, 19:23

რეგიონი

ხულოში ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა

ტურნირში ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 15 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილი დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილები კი კორტოხისა და რაქვთის საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.

01 მაისი 2026, 19:00

სპორტი

ნეაპოლიტანური გამოცემა CalcioNapoli24: „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს - „ნაპოლი“ მას უკვე დიდი ხანია დიდი ყურადღებით აკვირდება

საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანა უკვე დიდი ხანია ეძებს პერსპექტიულ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარი სიტყვის თქმის პოტენციალი ექნება - ბოლო კვირების განმავლობაში, „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორს თორნიკე კვარაცხელიას კანდიდატურა შესთავაზეს, - წერს ნეაპოლიტანური სპორტული გამოცემა CalcioNapoli24-ი.

დონალდ ტრამპი

01 მაისი 2026, 18:48

მსოფლიო

უკრაინული გამოცემა UNIAN: აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ პროგრამით

აშშ-ის 2027 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსება „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ (USAI) პროგრამით. ამის შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენებზე. ინფორმაციას ამის შსახებ უკრაინული გამოცემა UNIAN-ი ავრცელებს.

01 მაისი 2026, 18:46

სპორტი

სპორტის მინისტრი ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ახალ გენერალურ მდივანს, ზურაბ თალაკვაძეს შეხვდა

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მას ევროპის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ზურაბ თალაკვაძე ასევე იკავებს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გენერალური მდივნის პოსტს.

ნიტა ჯამაგიძე

01 მაისი 2026, 18:41

სპორტი

ტანმოვარჯიშე ნიტა ჯამაგიძემ ევროპის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბაქოში ტანვარჯიშის ევროპის თასი მიმდინარეობს. ნიტა ჯამაგიძემ გურზებით ვარჯიშში 26,200 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

01 მაისი 2026, 18:35

მსოფლიო

CNN: მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება - ირანში ომის დაწყებიდან მოყოლებული, ფასების ზრდამ 47%-ს მიაღწია

მოკლევადიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში საწვავის ფასები ოფიციალურად ისევ მკვეთრად იზრდება, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

01 მაისი 2026, 18:30

ეკონომიკა

ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი 900 მოსწავლეზე გათვლილი ახალციხის №2 საჯარო სკოლის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის.

01 მაისი 2026, 18:23

მსოფლიო

CNN: ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა

ირანმა აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ თავისი უახლესი წინადადება პაკისტანელ შუამავლებს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი მოლაპარაკების პროცესთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 მაისი 2026, 18:17

ეკონომიკა

თელავის, ჭიათურის, გარდაბნის და თბილისის სკოლების პროექტირება-რებილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერები ითვალისწინებს 350 მოსწავლეზე გათვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის, ჭიათურის №2 750 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის და 1000 მოსწავლეზე გათვლილი თბილისის №64 სკოლის რეაბილიტაციას, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 18:10

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშანი იყო ის, რომ ისინი დღენიადაგ ახორციელებდნენ ყოვლად ამორალურ თავდასხმებს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისადმი

როდესაც რაღაც რუსულზე ლაპარაკობენ, თუ ვინმე წარმოადგენს და იყო რუსული პროექტისა და რუსული საქმის განსახიერება, ეს არის თავად სააკაშვილი და სააკაშვილის ხელისუფლება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტებზე საუბრისას.

გია ცაგარეიშვილი

01 მაისი 2026, 18:06

საზოგადოება

გია ცაგარეიშვილი: რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით

რამდენიმე მიმართულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული აქვთ საქმიანობა. კანონმდებლობაში საკმაოდ მკაცრი მიდგომები გავითვალისწინეთ ჯარიმების და ქვეყნიდან გაძევების სახით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.

01 მაისი 2026, 18:02

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი, მარიამ ლაშხი, ზაზა ლომინაძე და ვარლამ ლიპარტელიანი ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ქუთაისის საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ.

01 მაისი 2026, 17:53

მსოფლიო

Reuters: დასავლეთთან დაახლოების მიუხედავად, სირია რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული გახდა

რუსეთი სირიისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, მიუხედავად იმისას, რომ არაბული ქვეყანა დასავლეთს დაუახლოვდა და მოსკოვი დამხობილი ბაშარ ასადის რეჟიმს უჭერდა მხარს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავთანდილ კუნჭულია

01 მაისი 2026, 17:51

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ ავთანდილ კუნჭულია დაინიშნა

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:50

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული

გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ დოკუმენტში შესული მიგნებების და დასკვნების იმპლემენტაცია სამომავლოდ მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება განხორციელებული, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:46

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი პროდუქტების ფასებზე: რადიკალები კვლავ ცდილობენ ერთგვარ პარაზიტირებას ამ თემით და სიტუაციას განგებ დრამატულად წარმოაჩენენ, თითქოს არავითარი შედეგი არ არის. ჩვენ წინ გვაქვს ამავე პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი

ოპოზიციის სპეკულაციებს, რომ ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო და პროდუქტი კვლავ ძვირია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.

თორნიკე ჭეიშვილი

01 მაისი 2026, 17:32

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ვითომ დაიწყეს კამპანია რეგიონებში, რაც უფრო დაემსგავსა ბრემენელი მუსიკოსებივით ხეტიალს. ალბათ მობეზრდებათ ეს წინ და უკან სიარული და დაუბრუნდებიან საკუთარ ფანჩატურს

„პერსპექტივა ამ ე.წ. ალიანსს ვერ ექნება. არის მორიგი, მარცხისთვის განწირული მცდელობა, როგორმე მოეხდინათ კოლექტიური ნაცმოძრაობის რეაბილიტაცია. დირექტივა ამჯერადაც გარედან მოდის, მაგრამ დავალების შემსრულებელნი უნიჭონი არიან და თითოეულ მათგანს იმდენად მაღალი პოლიტიკური ეგო და ამბიციები აქვს, ვერ ახერხებენ თუნდაც ამ დავალების ფონზე დათრგუნონ პოლიტიკური ვნებები. მარტის დასაწყისში დააანონსეს ალიანსის შექმნა და ამ ორ თვეში კიდევ უფრო გაიუარესეს მდგომარეობა, შეილახეს რეპუტაცია თუნდაც საკუთარ ამომრჩეველთან. ეს ყველაფერი ერთგვარ პოლიტიკურ თვითლიკვიდაციას ჰგავს.

01 მაისი 2026, 17:30

მსოფლიო

გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა

გერმანიაში დღეიდან საწვავზე ფასების შემცირებისკენ მიმართული სამთავრობო ზომები ამოქმედდა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

01 მაისი 2026, 17:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებით. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში

დაპირისპირება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ გააჩნიათ ერთიანი ხედვა, პლატფორმა, და მით უმეტეს, პოზიტიური დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში. უკვე წლებია, ამ ნეგატიური დღის წესრიგით მოქმედებენ და ბუნებრივია, ეს აისახება მათ პირად ურთიერთობებში”, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.

01 მაისი 2026, 17:27

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.