მაია ცქიტიშვილი: განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის
მაია ცქიტიშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეზღუდვებს შეეხებოდა.
მისივე თქმით, მთავრობა განიხილავს იმ ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვის მიზნით.
„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ზოგადად ყველა ქვეყანაში გამოიყენება ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვისთვის. როგორც ყველამ ვიცით, რამდენიმე ყველაზე ეფექტური საშუალებებია პირბადე და სოციალური დისტანცია. შეგახსენებთ, დაწესებულია ეს რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც, გარეთაც სავალდებულოა პირბადის მოხმარება და ამ თვალსაზრისითაც კიდევ უფრო გააქტიურდება ადმინისტრაციული კონტროლი, რათა მივაღწიოთ პირბადის მოხმარების ისეთ დონეს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემის შენელებას. ეს ყველაზე მარტივი, მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა, რომელიც ყველამ უნდა დავიცვათ. რაც შეეხება სხვა ტიპის შეზღუდვებს, ასევე რაც უკვე ვიცით ეპიდემიოლოგებისგან, მეორე ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომაა მობილობის შემცირება. სწორედ, მობილობის შემცირებისკენაა მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, როლებიც ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, მეორე მხრივ შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის, რასაც მთელი მსოფლიო აკეთებს. ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ შეზღუდვებიდან უნდა ავირჩიოთ ის შეზღუდვები, რომლებიც იქნება ქმედითი, იქნება ორიენტირებული გადაცემის ჯაჭვების გაწყვეტასა და გავრცელების შენელებაზე და მეორე მხრივ, იქნება ისეთი შეზღუდვები, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს სხვადასხვა სექტორს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 11:40
მსოფლიო
AP: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი კუბაში ჩავიდა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი კუბაში ჩავიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი „იმედთან“ დაკავშირებით ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე: ეს არის პირდაპირ დევნა თავისუფალი აზრისა, რომელსაც თითქოს, იცავენ ეს ევროპარლამენტარები და სინამდვილეში თავისუფალი სიტყვის მტრები არიან
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის მიერ ტელეკომპანია „იმედისთვის“ ერთი წლის საქმიანობის აკრძალვას დევნის დადასტურებულ ფაქტად აფასებს.
15 მაისი 2026, 11:34
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრმა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:32
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: „იმედის“ დასანქცირების საკითხზე ევროპარლამენტში კორუფციული ინტერესებიც იკვეთება
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
15 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ცხადია, სოხუმისა თუ ცხინვალის მასშტაბები და გეოპოლიტიკური წონა ტაივანთან შედარებადი არ არის, მაგრამ ზესახელმწიფო ჩინეთიც კი იძულებულია მიმართოს მოლოდინის პოლიტიკას
მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად მიდის მყისიერი გადაწყვეტილებებისკენ და უფრო მეტად, სწორედ სტრატეგიული მოთმინების, ეკონომიკური ჩართულობისა და კონფლიქტური ტერიტორიების გარშემო, გარემოს ეტაპობრივი ცვლილების მოდელისკენ მიისწრაფვის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პეკინში გამართულ შეხვედრას ეხმიანება.
15 მაისი 2026, 11:28
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენი ქვეყანა განუზომლად დაზარალდა ღია საზღვრებით, მაღალი გადასახადებით, საყოველთაო „ტრანსგენდერიზმით“
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ღია საზღვრები, მაღალი გადასახადები, ლგბტ პოლიტიკა და მრავალფეროვნება სხვა პრობლემებთან ერთად ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც შეერთებული შტატების დაღმავლობის მიზეზი გახდა და რომლის ავტორიც ქვეყნის წინა ადმინისტრაციაა.
15 მაისი 2026, 11:20
პოლიტიკა
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ - პროცესში ჩართული იყო რადიკალებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი, რომელიც „იმედისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას საკუთარ მიღწევად აღიქვამს
კონკრეტული ევროპარლამენტარები აღიარებენ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობენ. მათ შორის არის კრიშტოფერ ბრეიზა, რომელსაც ელენე მეტრეველი ეხმარებოდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა. მეტრეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე IPP-ის აღმოსავლეთ პოლიტიკის კოორდინატორია.
15 მაისი 2026, 11:14
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ეს არის ქვეყანა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ქართული მედიასაშუალებების აკრძალვასთან და აკრედიტაციის არგაცემასთან დაკავშირებით და ეს გაასაღოს, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი გამოვლინება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მოლდოვის მიერ ქართული ტელეკომპანიებისთვის კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციის არგაცემას აფასებს.
15 მაისი 2026, 11:07
საზოგადოება
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, გენერალური პროკურორის მოადგილესთან ამირან გულუაშვილთან, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსთან შოთა ქარჩავასთან, თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი შონიასთან და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შოთა ანდრიაძესთან ერთად თბილისის პროკურატურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
15 მაისი 2026, 11:03
სამართალი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:59
მსოფლიო
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთი ნატოს, შესაძლოა, 2029 წელს თავს დაესხას
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის, კარსტენ ბროიერის განცხადებით, 2029 წელს რუსეთს ნატოზე თავდასხმის შესაძლებლობა ექნება.
15 მაისი 2026, 10:59
სამართალი
პოლიციამ თბილისში ქურდობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:57
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, პოლონეთის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პოლონეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
15 მაისი 2026, 10:55
სამართალი
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
15 მაისი 2026, 10:55
პოლიტიკა
სტამბოლში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა გაიმართა
სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-18 შეხვედრა, რომლის მიზანია 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:47
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციის ალიანსზე”: კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა და პასუხების გაცემაა- როგორც ჩანს, სათქმელი აღარაფერი აქვთ
ოპოზიციის აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი “ოპოზიციური ალიანსის“ კარდაკარ კამპანიას ეხმიანება და ამბობს, რომ კარდაკარი ქაღალდის დატოვება კი არა, ადამიანთან მისვლა, თვალებში ყურება და პასუხების გაცემაა.
15 მაისი 2026, 10:37
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. შეხვედრაზე არსებული სახელმწიფო პროგრამები, მომსახურებების ხელმისაწვდომობა და სამომავლო საჭიროებები განიხილეს.
15 მაისი 2026, 10:26
ეკონომიკა
„ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პლატფორმის მოდერნიზაციას იწყებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ 2026 წლის სეზონის პირველ ღონისძიებას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:20
მსოფლიო
აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა
აშშ-მა ვენესუელიდან მაღალგამდიდრებული ურანი გაიტანა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
15 მაისი 2026, 10:07
რეგიონი
დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის სატყეო უბნის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.


