01 დეკემბერი 2020, 19:38 / სანდო წყარო

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო სასამართლოებისთვის ახალი რეკომენდაციები დაამტკიცა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოებისთვის ახალი რეკომენდაციები ერთხმად დაამტკიცა.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის“ მე-9 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საერთო სასამართლოებმა და სასამართლოს მომხმარებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

1. საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ:

ა) წარმოებაში არსებულ საქმეთა (გარდა შემჭიდროვებულ ვადებში განსახილველი საქმეებისა) განხილვის გადადება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი საქმეთა განხილვის ვადების გათვალისწინებით;

ბ) საქმეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) პროცესის მონაწილეთა სასამართლო განხილვაში მონაწილეობა დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

დ) სამოქალაქო საქმეებზე გზავნილებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების მხარეებისათვის ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ე) მოქალაქეთა მისაღებში სასამართლოს მომხმარებელთა რაოდენობის არაუმეტეს 10 ერთეულამდე შეზღუდვა;

ვ) სარჩელებისა (განცხადებებისა) და სხვა დოკუმენტაციის მიღება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით;

ზ) სასამართლოში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების, შეხვედრების, სასწავლო ვიზიტების, მოქალაქეთა მიღებების, ასევე სამსახურებრივი მივლინებების გადადება, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა.

2. საქმეთა განაწილების მიზნებისათვის, მოსამართლეთა თვითიზოლაციაში ყოფნა ჩაითვალოს „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“ მე-4 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად. საჭიროების შემთხვევაში, საგამონაკლისო წესით მოსამართლეს უფლება აქვს საქმის განხილვა განახორციელოს თავისი ადგილსამყოფელიდან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. საერთო სასამართლოებმა იხელმძღვანელონ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის №01-227/ო ბრძანების დანართი №1-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული რეკომენდაციებით.

4. შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა, რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება. 2-მეტრიანი დისტანციის დათქმა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე გავრცელდეს შესაბამისი სხდომის დარბაზის ტევადობის გათვალისწინებით.

5. მოქალაქეებმა თავი შეიკავონ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან, გარდა განსაკუთრებული და გადაუდებელი აუცილებლობისა, რა დროსაც მოქალაქე სასამართლოში უნდა გამოცხადდეს თანმხლები პირების გარეშე, ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს.

6. სასამართლოს შენობაში შესვლისას მოხდეს მოქალაქისათვის ტემპერატურის შემოწმება და სადეზინფექციო საშუალებებით ხელების დამუშავება. განხორციელდეს სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა ნაკადის მართვა და მოქალაქეთა (მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა) არამიზნობრივი გადაადგილების შეზღუდვა.

7. სასამართლოს შენობაში, მათ შორის სხდომის დარბაზში, ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

8. მოქალაქეთა მისაღებში არსებულ სამუშაო მაგიდებზე უზრუნველყოფილ იქნეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერების მოწყობა ან უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომლების უზრუნველყოფა სახის ფარით, ხელთათმანითა და შესაბამისი ნიღბით. დისტანციის დაცვის მიზნით მოხდეს პირობითი ნიშნების განთავსება (იატაკზე შესაბამისი სტიკერების, ნახაზების სახით და ა.შ.).

9. მოქალაქეებმა სასამართლოსათვის მიმართვისას ისარგებლონ დისტანციური სერვისებით (მათ შორის, სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით (www.ecourt.ge) და საქართველოს ფოსტით, შეზღუდონ სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაში არამიზნობრივი გადაადგილება და გაითვალისწინონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

10. მოხდეს მოქალაქეთა ინფორმირება სასამართლოში არსებული დისტანციური სერვისების თაობაზე. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უზრუნველყოს სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა მომსახურების საფასურის გარეშე.

11. სასამართლოს შენობაში:

ა) თვალსაჩინო ადგილას განთავსდეს ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ;

ბ) შესასვლელთან განთავსდეს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

გ) სამუშაო ადგილებზე განთავსდეს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები, ასევე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი.

12. სასამართლოებში სამუშაოს დაწყების წინ უნდა გაკონტროლდეს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

13. საერთო სასამართლოებში დასაქმებული ორსული, ქრონიკული დაავადების (გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგიური დაავადებები) მქონე ან/და 60 წელზე მეტი ასაკის დასაქმებული, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდეს დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

14. დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, სასამართლოს თავმჯდომარესთან/მენეჯერთან შეთანხმებით, გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. სხვა დასაქმებულებს უფლება მიეცეთ სამუშაო კვირის განმავლობაში თავისი უფლებამოსილებები შეასრულონ დისტანციურად სასამართლოს მენეჯერის მიერ შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად. დისტანციური შრომის რეჟიმი არ შეეხება იმ დასაქმებულებს, რომელთა დისტანციური შრომის რეჟიმი შეაფერხებს სასამართლოს საქმიანობას და ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში, დისტანციური შრომის რეჟიმში მყოფი დასაქმებული ვალდებულია მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სამსახურში.

15. საერთო სასამართლოებში დასაქმებულს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, ვისაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ასეთი კონტაქტის ქონიდან 12 კალენდარული დღის განმავლობაში აეკრძალოს სამსახურში გამოცხადება. ამასთან, სამსახურში გამოუცხადებლობის კონკრეტული მიზეზი აცნობოს და დაკავშირებული დოკუმენტები წარუდგინოს შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარეს/მენეჯერს.

16. სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა, საერთო სასამართლოების მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს ამ რეკომენდაციის შესრულების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

17. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 15 სექტემბრის №3 რეკომენდაცია.

18. აღნიშნული რეკომენდაცია მოქმედებს მის გაუქმებამდე.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.