ევროკომისარი სტელა კირიაკიდესი: ჩვენ ხელთაა ძლიერი მექანიზმი, ესაა ვაქცინა COVID19-ის წინააღმდეგ, ნამდვილად ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს
სტელა კირიაკიდესი
ფოტო: ევროკომისია
გასული წლის გაზაფხულიდან დღემდე ევროკავშირში კორონავირუსმა 400 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ახლა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში COVID19-ის ახალი შტამი ვრცელდება და ღიად უნდა ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ პანდემიის დასრულებამდე, - ამის შესახებ ევროკომისარმა სტელა კირიაკიდესმა ევროკომისიაში COVID19-ზე დებატების დროს განაცხადა.
„მოხარულები ვართ, რომ ერთი ფურცელი გადავშალეთ და 2021 წელი ვაქცინაციით დავიწყეთ. ჩვენ ხელთაა ძლიერი მექანიზმი და ეს არის ვაქცინა COVID19-ის წინააღმდეგ, ნამდვილად ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოს. ყოველდღიურად ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ჩვენი საზოგადოების პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინით მიმდინარეობს. გვაქვს „მოდერნა“ და „ფაიზერი/ბიონტეკის“ ვაქცინები და ველოდებით უფრო მეტს. ევროპულმა სააგენტომ მიიღო მოთხოვნა „ასტრაზენეკადან“ და მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. ჩვენი უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო იმ მეცნიერების მიმართ, ვინც რეკორდულ დროში ვაქცინის შექმნა შეძლო. პატივისცემა სამედიცინო სფეროს მუშაკებს, რადგან მათ წარმოუდგენელი სირთულის 10 თვე გაიარეს და წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. COVID19 ყოველთვის იყო გაცილებით დიდი, ვიდრე ევროკავშირი“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, პანდემიამ მძიმე გავლენა მოახდინა ქვეყნების ეკონომიკაზე, რაც საკმაოდ რთულადაა დასაძლევი, ამიტომ ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რომ ვაქცინა ყველამ მიიღოს. „ჩვენ საქმე გვაქვს გლობალურ პანდემიასთან და ეს მოითხოვს ერთიან მიდგომას და რაც მთავარია, ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს. არცერთ ქვეყანაში არ იქნება უსაფრთხოება უზრუნველყოფილი, ვერცერთი ეკონომიკა ვერ გადალახავს პანდემიისგან მიყენებულ დარტყმას, ვიდრე კორონავირუსი ყველა ქვეყანაში კონტროლს არ დაექვემდებარება. ახალი შტამის გავრცელება არის ამის დასტური. ჩვენ ყველას თანაბრად გვეხება ეს სირთულე და კორონავირუსის დასამარცხებლად ევროკავშირი მზადაა საკუთარი ღირებულებების დაცვის პრინციპით იმოქმედოს. ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაქცინა მიიღოს ყველამ, ვისაც COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაცია სჭირდება.
ჩვენ გვჯერა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს ვაქცინაციის ხელმისაწვდომობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს და მისი სამართლიანი გადანაწილებით ჩვენ ადამიანებს სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ. კოვაქსი , რომლის მიზანია ვაქცინის სამართლიანი გადანაწილება აპირებს 2021 წლის ბოლომდე შეიძინოს ვაქცინის 2 მილიარდი დოზა და მათ შორის მილიარდ სამასი მილიონი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის.
ევროკავშირმა კოვაქსში 850 მილიონი ევრო გადარიცხა და ამით ევროკავშირი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდა. ეს დასაწყისია და გვჭირდება უფრო მეტი. ევროკავშირი აკეთებს მაქსიმუმს და საკუთარი წვლილი შეაქვს ვაქცინის წარმოებაშიც , რათა ვაქცინა იყო საკმარისი ყველგან და ყველასთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან შევქმნათ ევროპული მექანიზმი ვაქცინის ორგანიზაციის საზღვრებს გარეთ გასავრცელებლად და განსაკუთრებით მანამდე, ვიდრე კოვაქსი ამის განხორციელებას დაიწყებს. ვაქცინის გაზიარების მექანიზმით ჩვენ დავეხმარებით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მეზობელ სახელმწიფოებში მცხოვრებ პრიორიტეტულ ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალს აფრიკაშიც. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გრანტის სახით მივცემთ 70 მილიონ ევროს, რათა მათ შეძლონ წევრი ქვეყნებიდან ვაქცინის შეძენა. ჩვენი მიზანია სწრაფი, თანაბარი და უნივერსალური ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. ეს არის გლობალური სოლიდარობა“, - განაცხადა ევროკომისარმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ყველა სიახლე
25 მაისი 2026, 18:39
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი კანონის უზენაესობის კუთხით ევროკავშირის კვლევაზე: ყველა ქვეყანაში ხდება ჩავარდნები, მათ შორის საქართველოშიც, მაგრამ მთავარია, როგორი რეაგირება აქვს ასეთ ჩავარდნებზე სახელმწიფოს
კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, აზრის გამოხატვა, შეკრების თავისუფლება საქართველოში დაცულია, - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის კანონის უზენაესობის თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შესახებ საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ კვლევით მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება.
25 მაისი 2026, 18:33
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ორჯერ უფრო მაღალია
„ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გასულ წელს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდა. ასევე ევროკომისიას მოლოდინი აქვს, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, რაც მისი შეფასებით, საკმაოდ ძლიერი ზრდის მაჩვენებელია. ამ შეფასებითაც, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა სხვა კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, ორჯერ უფრო მაღალი იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
25 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე გიორგი კანდელაკზე: სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ქართულ სახელს, გვარს ატარებდეს
სირცხვილია, რომ ეს ადამიანი ქართულ სახელს, გვარს ატარებდეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 18:28
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: მრავალმხრივი კვლევის, დაკვირვების, ანალიზის საფუძველზე დგინდება, ჩანს და პრაქტიკული მონაცემებითაც დასტურდება, რომ საქართველოში მკვეთრად მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და მკვეთრად უმჯობესდება სოციალური მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით
ვერც ერთი კატაკლიზმი, რაც ხდება მსოფლიოში, გავლენას ვერ იქონიებს ისეთს, რომ შეანელოს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტემპი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, რომელმაც 2030 წლამდე ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაზე ისაუბრა.
25 მაისი 2026, 18:27
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: მსოფლიო ბანკის მონაცემებით მკვეთრად არის გაუმჯობესებული მოსახლეობის მიგრაცია ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გაუმჯობესების თვალსაზრისით - მინიმუმამდეა შემცირებული საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა
მსოფლიო ბანკი სოციალური კატეგორიების მიხედვით ყოფს მოსახლოებას მაჩვენებელს და ამბობს, წლიდან წლამდე ამა თუ იმ კატეგორიაში რა რაოდენობის ადამიანი გადავიდა, რამდენმა გაიუმჯობესა მდგომარეობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „დღის ქრონიკაში“ მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით მკვეთრად არის გაუმჯობესებული მოსახლეობის მიგრაცია ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გაუმჯობესების თვალსაზრისით.
25 მაისი 2026, 18:23
მსოფლიო
რუსეთი კიევში სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე მასირებული დარტყმების დაწყებას აანონსებს
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე თანმიმდევრული და სისტემური დარტყმების მიყენებას იწყებენ, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
25 მაისი 2026, 18:10
საზოგადოება
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის ორგანიზებით, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „გმირის დღე“ პრეზენტაცია გაიმართა
მარიამ ლაშხის თქმით, პროექტი „გმირის დღე“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ქვეყნის ისტორიის გაცნობასა და ეროვნული გმირების დაფასებას ემსახურება.
25 მაისი 2026, 18:10
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ზოგადად, მთავრობა მშვიდობიანი აქციის ჩატარების წინააღმდეგი არასდროს იქნება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.
25 მაისი 2026, 18:09
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: კარგად კოორდინირებული, გლობალურ დონეზე დაგეგმილი დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს წინააღმდეგ. რადიკალებს მცდელობები აქვთ, რომ საქართველოს მიმართ გამოიწვიონ აგრესია, ამ შემთხვევაში - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი „ვაშინგტონ ფრი ბიკონის“ მიერ გიორგი კანდელაკის თანაავტორობით მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ირანელი ტერორისტები საქართველოში ცენტრებს ხსნიან.
25 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას
წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას სხვა პოზიცია აქვს და პოზიცია არის შემდეგი - ის საქართველოს უდგება, როგორც პარტნიორს და არა რომელიმე პატარა ქვეყანას, რომლის დაჩაგვრის სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში წინა ადმინისტრაციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ.
25 მაისი 2026, 18:06
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიცია არის იმპულსური და არა თანმიმდევრული, თავის განცხადებებშიც და საქციელებშიც. ხშირ შემთხვევაში მათი განცხადებები განსხვავდება მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისგან
ჩვენ ვუყურებთ, რომ ოპოზიციის ალიანსში არის რამდენიმე ლიდერი, რომელთა განცხადებებიც აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საბოლოოდ ყველა მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციაზე საუბრისას.
25 მაისი 2026, 18:04
ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მცირდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისა და დაინტერესებული პირების მიერ დოკუმენტაციის წარდგენის ვადები, წესრიგდება ხარვეზის დადგენისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინების შეჩერების პროცედურები, ზუსტდება მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმების განხილვისა და შეთანხმების ეტაპები.
25 მაისი 2026, 18:01
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ოპოზიციას თითქოს ეშინია, რომ „ქართული ოცნება“ დალაგდება ამერიკულ მხარესთან. რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის
რაც პოზიტიურია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის, ის არ არის პოზიტიური ოპოზიციისთვის. მათ დროა გაუსწორონ თვალი იმას, რომ ისინი, რასაც აკეთებენ, ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის მთლიანად ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის წინსვლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ ოპოზიციის სპეკულაციებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტს უკავშირდება.
25 მაისი 2026, 17:34
რეგიონი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, KIU-ს ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდა. სადგურები KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, პროკრედიტ ბანკის გენერალურ დირექტორთან, ალექსი მატუასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
25 მაისი 2026, 17:28
მსოფლიო
რომის პაპმა ხელოვნური ინტელექტის განვითარება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას შეადარა
რომის პაპმა ლეო XIV-მ გამოაქვეყნა პირველი დიდი ენციკლიკა Magnifica humanitas, სათაურით „ადამიანის დაცვის შესახებ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“. თავის გზავნილში მან მსოფლიო მთავრობებს მოუწოდა, შეანელონ ხელოვნური ინტელექტის განვითარება და მკაცრად დაარეგულირონ ეს სფერო.
25 მაისი 2026, 17:26
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კანდელაკის „კვლევაზე“: კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი - რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა
კანდელაკის და ვუდსონის როლი არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება მაქსიმალურად დააზიანონ საქართველო და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
25 მაისი 2026, 17:23
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სივრცეში ჩამოყალიბდა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი სამსახური, რომელსაც შესაძლოა „შეთქმულთა გუნდი“ დავარქვათ, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გიორგი კანდელაკის კვლევა, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
25 მაისი 2026, 17:21
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 მაისი 2026, 17:19
მსოფლიო
კრაკოვის მერი რეფერენდუმის გზით გადააყენეს
Politico წერს, რომ ამ რეფერენდუმით პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს სერიოზული დარტყმა მიადგა, რადგან კრაკოვის მოსახლეობამ მიშალსკის წინააღმდეგ მემარჯვენე პარტიების კამპანიას დაუჭირა მხარი.
25 მაისი 2026, 17:17
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის სრულიად ამორალური, მიუღებელი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური გამოეხმაურა გიორგი კანდელაკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.


