თენგიზ ცერცვაძე: ჩემს ოპონენტებს მინდა ვუთხრა, სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ
თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: Facebook
ყველამ შესაძლოა მართლა ვერ გაიგო, ან უბრალოდ ვერ იჯერებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაში ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს სჯობდეს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
კლინიკის ხელმძღვანელი კოვიდის საკითხებზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს და ოპონენტებს პასუხობს. ცერცვაძე მათ მიმართავს და ამბობს, რომ სალანძღავად ის ძალიან ცუდი სამიზნეა და რასაც ისინი მასზე წერენ, სიმართლეს არ შეეფერება.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემს ა.წ. 13 მარტის პოსტს არანაკლები ლანძღვა-გინება მოჰყვა, ვიდრე 10 მარტის პოსტს. იგივე ლექსიკა, იგივე შინაარსი და არცერთი არგუმენტი. მე ისევ შეგნებულად არ ვბლოკავ მათ კომენტარებს, რათა მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, რა მოელის ქვეყანას და ვისთან მოუწევთ საქმის დაჭერა, თუ ადამიანები ფხიზლად არ იქნებიან.
რა თქმა უნდა, არცერთ მათგანთან პოლემიკაში არ შევდივარ, გარდა ერთისა. მინდა ვუპასუხო მხოლოდ ბატონ დავით ჩიხლაძის კომენტარს, ვინაიდან ყველამ შესაძლოა მართლა ვერ გაიგო, ან უბრალოდ ვერ იჯერებს, თუ როგორ შეიძლება საქართველო COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაში ევროპისა და ამერიკის სხვა ქვეყნებს სჯობდეს.
პანდემიის კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება ძალიან ბევრი კრიტერიუმით არის შესაძლებელი, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.
1.COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და არც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაზე. ეს მაჩვენებელი პირდაპირ და ყველაზე კარგად ასახავს, თუ როგორია COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის (რაც ჩვენი, როგორც მკურნალი ექიმების, უშუალო მოვალეობაა) ხარისხი. ამ მაჩვენებლით საქართველო (CFR – 1.33%) ცალსახად და ნამდვილად სჯობნის აშშ-ს (CFR- 1,82%) და ევროპის 41 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (CFR – 1.83%) და აზერბაიჯანსაც (CFR – 1.37%), აგრეთვე იაპონიას (CFR –1.92%), სამხრეთ კორეას (CFR –1.74%) და ავსტრალიასაც (CFR –3.12%) (ეს 3 ქვეყანა იმიტომ მომყავს, რომ სამაგალითოდ ითვლება).
2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზეც. ეს უკანასკნელი უშუალოდ ჩვენზე (მკურნალ ექიმებზე) არ არის დამოკიდებული და ამას სხვა ფაქტორები განსაზღვრავს. მაგალითად, პირბადეების ტარება, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებები და სხვ.
ამ მაჩვენებლით საქართველო (914 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) სჯობნის აშშ-ს (1641 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 32 ქვეყანას, მათ შორის სომხეთსაც (1093 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), თუმცა ვერ სჯობნის აზერბაიჯანს.
იქნებ მანახოთ, ოღონდ სერიოზულად რომელიმე დარგი ქვეყანაში, მათ შორის მედიცინაში, რომელშიც საქართველო აშშ-ს და ევროპის 41 ქვეყანას ან თუნდაც 32 ქვეყანას სჯობს და ამას COVID პანდემიის ძალიან წარმატებული კლინიკური მართვა არ ჰქვია?! მით უმეტეს, რომ საქართველომ ამას მიაღწია ევროპის ქვეყნებზე გაცილებით უფრო მწირი რესურსებით და რაც მთავარია, ვაქცინის გარეშე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ორიდან ერთ-ერთი მაჩვენებლით აზერბაიჯანი გვჯობნის, არაფერს ცვლის, ვინაიდან ყველა ქვეყანას ყველაფერში ვერ აჯობებ და ეს არც არასოდეს გვითქვამს. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანში და სხვა პოსტ-საბჭოთა აღმოსავლეთის ქვეყნებში COVID-19-ით სიკვდილიანობის აღრიცხვა ევროპისგან და ჩვენგან განსხვავებული პრინციპით ხდება.
კიდევ ერთი სერიოზული მაჩვენებელი- საქართველოს აქვს ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროში) COVID-19-ით გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვი (სულ 41 შემთხვევა). მაშინ, როდესაც ამერიკის და ევროპის სხვა ქვეყნებს ასობით და ათასობით ჰოსპიტალს გარეთ COVID-19-ით გარდაცვლილი ჰყავთ. ეს ცალსახად მიუთითებს COVID-19-ით პაციენტთა ნაკადების ძალიან კარგ მართვაზე.
ის, თუ რატომ ვედრებით ძირითადად აშშ-ს და ევროპის ქვეყნებს, მე მგონია სავსებით გასაგებია, რადგან ჩვენ ევროპის რეგიონის ქვეყანა ვართ, ხოლო მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე პანდემიას სულ სხვა კანონზომიერებები აქვს და ავადობის/სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდიკაც განსხვავებულია.
თუ ვინმეს მაინცდამაინც უნდა, რომ რომელიმე დაავადების მართვაში საქართველო ყველა ქვეყანას სჯობდეს, ასეთი C ჰეპატიტია, სადაც საქართველო მსოფლიო ლიდერების მიერ ოფიციალურად არის შერჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყანად და ამ პროგრამით უკვე გადარჩენილია 73 ათასი ადამიანის სიცოცხლე.
ისე ბატონო დავით, რატომ გაღიზიანებთ ჩვენი ქვეყნის წარმატებები COVID-19-ის კლინიკურ მართვაში?! პირიქით, არ უნდა გიხაროდეთ? სიკვდილიანობის თითოეული პროცენტის და ასე განსაჯეთ, მეათედი პროცენტის უკან ხომ ათასობით გადარჩენილი ქართველის სიცოცხლე დგას.
ჩემ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ სალანძღავად მე ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ - რომ მე ქვეყნისთვის არაფერი გამიკეთებია, COVID ავადმყოფებს ცუდად ვმართავ, ყველაფერს ფულისთვის ვაკეთებ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ა.შ. სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში ყველაფერი დიამეტრალურად პირიქითაა. ეს მთელმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, ამიტომ ჩემი ოპონენტების მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო დაბლა დაიწევს.
ასეთია სინამდვილე COVID-19-ის პანდემიის კლინიკურ მართვაზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამაში დარწმუნდეს. ვფიქრობ, ეს თვითონ ჩემმა ოპონენტებმაც ძალიან კარგად იციან“, - წერს ცერცვაძე.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 13:59
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: ჩინეთი რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საშუალებას არ მისცემს
ჩინეთმა ფინეთს დაუდასტურა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა.


