IMEDI /  19 მარტი 2021, 23:38 / სანდო წყარო

ბელგიამ აპრილიდან დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნა გაურკვეველი ვადით გადადო

ბელგიამ პირველი აპრილიდან დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნა გაურკვეველი ვადით გადადო. მიზეზი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი მატება და ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის ზრდაა.

საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარება დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შეაფასა და ამის შესახებ განცხადება ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. „პანდემია არ დასრულებულა და ჯერ ვერ ვიტყვით როდის დასრულდება. ძალიან გვინდა შეზღუდვები მოვხსნათ, მაგრამ ამის შესაძლებლობა და პირობები ბელგიაში არაა. ექსპერტები ვარაუდობდნენ მესამე ტალღას და ყოველდღიური შემთხვევების ზრდას, მაგრამ ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე გვეგონა. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და ამას ემატება ჩვენი ქცევის ცვლილებაც.

სიტუაციის ანალიზმა აჩვენა, რომ გაზრდილია მობილობა. ეს ყველაზე მეტად აისახება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ექსპერტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის მონაცემების თანახმად, ინფექციის გავრცელების წყარო სკოლებიც გახდა. ბავშვები ინფიცირდებიან და ვირუსის ოჯახის წევრებისთვის ვირუსის გავრცელების წყაროს წარმოადგენენ, რაც ვითარებას უკიდურესად ართულებს. პანდემიამ გვასწავლა, რომ ვირუსს ამცირებს კონტაქტების შემცირება. ძალიან გთხოვთ მაქსიმალურად შეამციროთ კონტაქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში კორონავირუსს ვერ დავამარცხებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში რჩება დისტანციურად მუშაობა . COVID19-ზე ტესტირებას გავლა მოუწევთ მათ, ვისი სამუშაო ადგილზე გამოცხადებაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. ორშაბათიდან სწრაფი ტესტები ჩაუტარდებათ მეხანძრეებს, პოლიციასა და ფოსტის თანამშრომლებს.

„სიტუაცია მარტივი არაა. ძალიან გვინდა სააღდგომო არდადეგების შემდეგ სკოლების გახსნა შევძლოთ, თუმცა ძალიან დიდი რისკის წინაშე ვართ. დაფიქრება და სტრატეგიის მიხედვით მოქმედებაა აუცილებელი.ორშაბათს განათლების სამინისტროში საგანგებო შეხვედრა გაიმართება და მოქმედების გეგმას შევიმუშავებთ. რისკების გადაზღვევა ვირუსის გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, ჯერჯერობით ვერც ჰოსპიტალურ სექტორს გავხსნით და ვერც 2 მაისს კაფეებსა თუ რესტორნებს. წესებს და შეზღუდვებს უნდა დავემორჩილოთ. ძალიან რთულია, ყველა გადაიღალა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდერბრუკმა.

კრიზისის ცენტრის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა კომენდანტის საათი, არააუცილებელი მგზავრობის შეჩერება. ბელგია ისევ დაკეტილია ტურისტებისთვის და ქვეყანას მესამე ქვეყნებთან საზღვარი განსაკუთრებული შემთხვევების გარდა დაკეტილი აქვს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

03 აგვისტო 2026, 16:24

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ქვეყანა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები, ეს იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, პირველ რიგში დაღუპულთა ოჯახებისთვის და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ

სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

03 აგვისტო 2026, 15:35

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება

03 აგვისტო 2026, 15:27

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო.

03 აგვისტო 2026, 14:54

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინოვაციების სფეროში საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ორგანიზებულ Global Banking & Finance Awards® 2026-ზე გაიმარჯვა ნომინაციაში „Excellence in Innovation - Open Banking & Regulatory Sandbox Ecosystem Georgia 2026“, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

03 აგვისტო 2026, 14:26

მსოფლიო

კიევსა და ლვოვში ფედოროვის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვის უწყებას ეფექტიანი და მოქმედების მკაფიო გეგმის მქონე მინისტრი სჭირდება. ფედოროვის დათხოვნის მიზეზად უკრაინის პოლიტიკური წრეებში პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირება სახელდება. მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ ის ომის პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტობას არ აპირებს.

გურამ მაჭარაშვილი

03 აგვისტო 2026, 14:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან

საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, კოალიციურ მთავრობას შექმნიან, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე.

ნინო თანდილაშვილი

03 აგვისტო 2026, 14:18

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი შოვის ტრაგედიაზე: უამრავი ცრუ ინფორმაცია მოვისმინეთ იმ პერიოდში. იყო საუბრები, სპეკულაციები თითქოს იქ დაგუბება იყო, სახელმწიფომ ეს ყველაფერი ვერ შეამჩნია, სპეციალისტებს გამოეპარათ... შვეიცარიულმა კომპანიამ შეაფასა შოვში განვითარებული ტრაგედია და დაიწერა ძალიან კვალიფიციური დასკვნა. დადასტურდა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და რომ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა ამ სტიქიის პრევენციას ვერ მოახდენდა

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გაიხსენა ის სპეკულაციები, რომელსაც შოვის ტრაგედიის დღეებში ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

03 აგვისტო 2026, 14:15

მსოფლიო

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სეუტაში შეჭრილი ყველა მიგრანტი მაროკოში დაბრუნდება

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ სეუტაში შესული მიგრანტები მაროკოში „ბოლო კაცამდე“ დაბრუნდებიან.

03 აგვისტო 2026, 14:11

მსოფლიო

ევროკავშირი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კონტროლს აწესებს

ექსპერტებისა და იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Open AI, Google-ი, Meta და Microsoft-ი. გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფი შეამოწმებს, რამდენად გამჭვირვალეა კომპანიების მიერ გამოყენებული ალგორითმები, ავრცელებენ თუ არა დეზინფორმაციას და იცავენ თუ არა ისინი საავტორო უფლებებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს.

03 აგვისტო 2026, 14:10

საზოგადოება

„გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

03 აგვისტო 2026, 13:24

საზოგადოება

„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge

„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.

03 აგვისტო 2026, 13:24

მსოფლიო

ირანში უარყვეს ტრამპის განცხადება მოლაპარაკებების განახლების შესახებ

ბაღაიმ აღნიშნა, რომ თეირანი ომანთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გავლით დროებითი უსაფრთხო მარშრუტის შექმნის მიზნით აწარმოებს. მან დასძინა, რომ დელეგაციის მიღების ან საკუთარი დელეგაციის გაგზავნის გეგმები არ არსებობს.

კახაბერ დავითაია

03 აგვისტო 2026, 13:17

ეკონომიკა

კახაბერ დავითაია: ეროვნული ბანკის ახალი ანალიტიკური პორტალი ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ბაჩო ოდიშარია

03 აგვისტო 2026, 13:15

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: საკუთარი სიშლეგისა და უვიცობის მორიგი დემონსტრირებისას სააკაშვილს განუცხადებია, მე ოდისევსი ვარ, საქართველო კი პენელოპე - მიშას „ოდისეა“ რომ წაკითხული ჰქონდეს, საკუთარ თავს ანტინოოსში დაინახავდა, რომელიც ჰომეროსს ზნეობრივი დაცემის სიმბოლოდ ჰყავს გამოყვანილი

თუ „ოდისეადან“ სააკაშვილთან ვინმეს დაპარალელება შეიძლება, ეს სწორედ ანტინოოსია - ტირანი, რომელიც ითაკას აცარიელებდა, ძალადობდა, სხვებს განადგურებით ემუქრებოდა და რომლის დანაშაულებრივი თავგასულობაც საბოლოოდ სამართლიანობისა და გარდაუვალი განაჩენის აღსრულებით დასრულდა, - წერს კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

დავით რუსია

03 აგვისტო 2026, 13:12

ეკონომიკა

დავით რუსია: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების ახალი პორტალის მიზანია ინფორმაციაზე წვდომისა და ანალიზის სისწორის გამარტივება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიური ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიურ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.

ოთარ ანგურიძე

03 აგვისტო 2026, 13:11

ეკონომიკა

ოთარ ანგურიძე: სებ-ის ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ეკონომიკური მონაცემების პორტალის და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიშის ფორმით მონაცემების მიწოდება ამარტივებს ინფორმაციის დამუშავებას, ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძემ სებ-ის ახალი ანალიტიკური პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

03 აგვისტო 2026, 12:44

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

03 აგვისტო 2026, 12:42

კულტურა

ახალმა „ადამიანმა ობობამ“ მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა, რაც კინოს ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია

Marvel-ის სუპერგმირის შესახებ გადაღებულმა ახალმა ფილმმა, „ადამიანი-ობობა: ახალი დღე“, მსოფლიო გაქირავების პირველ უქმეებზე $927 მილიონი დააგროვა. როგორც Deadline-ი აღნიშნავს, ეს კინოინდუსტრიის ისტორიაში მეორე საუკეთესო სტარტია.

03 აგვისტო 2026, 12:33

საზოგადოება

გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად ხორციელდება

ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

03 აგვისტო 2026, 12:26

საზოგადოება

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა

www.ekalata.gov.ge-ს პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა