კლინიკა „მედიქალ სიტი“: ყოველთვის ბრალდებულის როლში ყოფნა კლინიკების სამწუხარო რეალობაა - საქართველოში არსებული კლინიკები ნამდვილად მზად არიან პანდემიის დასამარცხებლად
ფოტო: Facebook / კლინიკა „მედიქალ სიტი“
კლინიკა „მედიქალ სიტი“, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. კლინიკის ადმინისტრაცია ახალციხეში, ვაქცინაციის დროს გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს უსამძიმრებს და იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარზე სიმართლე დადგინდება.
„არავითარ შემთხვევაში არ შევალთ საკითხის განხილვაში რა მოხდა, ვინ დაუშვა და რა შეცდომა, მაგრამ აუცილებლად ვთვლით, რომ გავაკეთოთ განმარტება იმის თაობაზე, თუ როგორ შეხვდნენ კლინიკები ვაქცინაციის დაწყების პროცედურას. ვიტყვით ჩვენი კლინიკის მაგალითზე, რომ ორჯერ იყვნენ ჩამოსული სამინისტროს რეგულირების სააგენტოდან სპეციალისტები, რათა კლინიკაში, აცრებისთვის, ორგანიზებულიყო და სანებართვო პირობები დაკმაყოფილებულიყო. პირველ ეტაპზე, ჩატარდა მონიტორინგი, მოგვეცა დირექტივები და ვადები ორგანიზაციული საკითხების მოსაწესრიგებლად, შემდეგ, ჩატარდა გაცემული დირექტივების შესრულების ინსპექტირება და ამ ორეტაპიანი პროცედურის გავლის შემდეგ, მოგვენიჭა უფლებამოსილება, რომ ჩავრთულიყავით აცრების სახელმწიფო კომპონენტში. ამ პროცედურების გავლის შემდეგ, როგორც ადგილზე, ისე საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონალურ სამსახურში, სამი დღის განმავლობაში, ტარდებოდა ტრეინინგ-სემინარები აბსოლუტურად ყველა განსახორციელებელ პროცედურებზე, როგორც წინასწარი, ისე - აცრის შემდგომი პერიოდების პრევენციისათვის.
არ იყო არცერთი საკითხი, რომელზეც არ გაცემულა პასუხი და შესაბამისად, ყველა კლინიკას ჰქონდა, აქვს და ექნება მომავალში ქმედების პროტოკოლი, სადაც, მათ შორის, გათვალისწინებულია ყველაზე უარეს და უმძიმეს შემთხვევაში განსახორციელებელ ქმედებათა ნუსხა, მათ შორის - პაციენტის ინფორმირება მოსალოდნელ გართულებებზე.
ეს განცხადება არ გაგვიკეთებია, რომელიმე საჯარო სტრუქტურის ადვოკატირებისათვის, ეს მხოლოდ გავაკეთეთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი, ამ კუთხით, იყოს ჯანსაღი და არა ჩასაფრებულ პოზიციებზე დაფუძნებული. მსოფლიოში პანდემიის შედეგად გამოწვეულმა ამ უმძიმესმა მდგომარეობამ არამც და არამც არ უნდა შექმნას საზოგადოებაში მცდარი შეხედულება, უბრალოდ არ არის ამის ღირსი საზოგადოება და მათ უნდა ჰქონდეთ გარანტია, რომ საქართველოში პროცესები ორგანიზებულად მიმდინარეობს. მედიცინა არ იცნობს პოლიტიკას და პაციენტებს არ ყოფს შეხედულებების მიხედვით. გვინდა, დავადასტუროთ დიდი პატივისცემა საქართველოს ყველა მოქალაქისადმი, განურჩევლად მათი შეხედულებებისა და მოვუწოდოთ მათ, რომ სამედიცინო დაწესებულებები, საჭიროებისამებრ, მათ სამსახურში არიან. მედიცინა არის ჭეშმარიტი მეცნიერება, მაგრამ - არა ზუსტი. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ყველას გადარჩენა. პაციენტის მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულ კლინიკებს აქვთ საქმიანობის სტაბილურად გაგრძელების პერსპექტივა და გვინდა, რომ ყველას სჯეროდეს, სამედიცინო დაწესებულებებიც ამ ქვეყნის ნაწილია - თავიანთი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
გვინდა, ვუსურვოთ ქვეყანას, რომ არ ჰყავდეს ბევრი დაავადებული პაციენტი და არ იყოს დაწესებულებებში მიმართვიანობის მზარდი სტატისტიკა, მაგრამ თუ სამედიცინო დაწესებულება დასჭირდება პაციენტს, ღმერთის წყალობით, საქართველოში არიან წარმატებული კლინიკები თავიანთი პროფესიონალური გუნდით და მათაც სჭირდებათ მხარდაჭერა - საზოგადოებრივი აზრის თვალსაზრისით. ცივილიზაციაში იდეალური არაფერია და მათ შორის, არ არსებობს იდეალური მედიცინა, მაგრამ უკვე შეურაცხმყოფლად იქცა ფრაზები; სამედიცინო კლინიკები არ აღმოჩნდნენ მზად ამა თუ იმ პროცედურების განსახორციელებლად. ყოველთვის ბრალდებულის როლში ყოფნა კლინიკების სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ნამდვილად არ იმსახურებს არც კლინიკები და არც სამედიცინო პერსონალი. კონკრეტული გარდაცვალების ფაქტზე, ვფიქრობთ, რომ სიმართლე სამართლებრივად დადგინდება, მაგრამ საქართველოში არსებული კლინიკები დღეს ნამდვილად არიან მზად ამ პანდემიის დასამარცხებლად. ჩატარებულია ყველა სახის ტრეინინგები, უმკაცრესად არის ინსპექტირებული მომსახურეობის განხორციელების სანებართვო პირობები, კოორდინირებულია მუშაობა კლინიკებსა და სამინისტროს შორის. ასევე, ეტაპობრივად ვითვისებთ იმ სიახლეებსაც, რასაც გვაწვდიან საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციები ამ და სხვა ავადობების პრევენცია-დამარცხებისათვის. ვაგრძელებთ ვაქცინაციას მოსალოდნელ რისკებთან ერთად, უკეთესი მომავლისათვის“ - აღნიშნულია კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებაში.
27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და 19 მარტს გარდაიცვალა. ის 18 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 13:16
სამართალი
შიდა ქართლის პოლიციამ ქარელში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
29 აგვისტო 2026, 13:14
საზოგადოება
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა
სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-14 კმ-ზე (სოფელი თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია და ამ დროისთვის გზის კმ13-კმ15 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის
29 აგვისტო 2026, 13:00
მსოფლიო
ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს
ისლანდიელები რეფერენდუმში მონაწილეობენ, რათა გადაწყვიტონ, უნდა განაახლოს თუ არა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც 13 წლის წინ შეწყდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 13:00
რეგიონი
სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი ორივე სოფელში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 12:39
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ მგრძნობიარე დარტყმა მიაყენა სქემას, რომელიც წლების განმავლობაში უცხოელებისთვის ქვეყანაში ლეგალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ გზად რჩებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების წესის ცვლილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალი რეგულაციები ფიქტიური ქორწინებების გზით ქვეყანაში ლეგალიზაციის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.
29 აგვისტო 2026, 12:37
მსოფლიო
მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, მოსკოვი ახალი მობილიზაციის გამოცხადებას არ გეგმავს.
29 აგვისტო 2026, 12:14
მსოფლიო
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი: რუსეთმა უკრაინაში სურსათის საწყობების 90% გაანადგურა
უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრის ტარას ვისოცკის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა.
29 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს ალექსეი არესტოვიჩს დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:29
მსოფლიო
The Telegraph: აშშ ბრიტანეთს ფოლკლენდის კუნძულებზე სუვერენიტეტის მხარდაჭერის შეწყვეტით ემუქრება, თუ ლონდონი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის
შეერთებული შტატები მზად არის, შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის სუვერენიტეტს ფოლკლენდის კუნძულებზე, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავდაცვის ხარჯებს არ გაზრდის. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 11:20
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი: მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, გზები სრულადაა აღდგენილი. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ელექტროენერგია მოსახლეობას სრულად მიეწოდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. იწმინდება საავტომობილო და შიდა საუბნო გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოები. ელექტრო ენერგია სრულად არის აღდგენილი. ბუნებრივი აირი კი 500-მდე ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს, შესაბამისი კომისია დაითვლის.
29 აგვისტო 2026, 11:04
რეგიონი
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება
რუსთავში, ლერმონტოვის ქუჩა #5-ში ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს გამაგრება-რეაბილიტაცია უტარდება. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეეებში დასრულდება. რუსთავის მერიამ, ლერმონტოვის #5-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.
29 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე განსაცდელში მიტოვების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:55
სამართალი
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
29 აგვისტო 2026, 10:50
სამართალი
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ხულიგნობისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.
29 აგვისტო 2026, 10:47
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების, მიმდინარე პროცესებისა და სამომავლო გეგმების განსახილველად, სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
29 აგვისტო 2026, 10:44
მსოფლიო
Reuters: ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 გადააჭარბა
ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600 ადამიანს გადააჭარბა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 10:39
რეგიონი
სოფელ საყდართან გადაადგილების აღსადგენად სარმის დროებითი ხიდი დამონტაჟდება
ადგილზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი.
29 აგვისტო 2026, 10:33
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა ბათუმში გაიმართა
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 1 შემთხვევა განიხილეს და მასთან დაკავშირებული 2 კლინიკისა და 5 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, ორივე კლინიკასა და ხუთივე ექიმს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება.
29 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
რუბიო აშშ-სა და ვენესუელის სანავთობო გარიგებაზე: ეს შეთანხმება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარიგება უდიდესი გამარჯვებაა როგორც ამერიკელი, ისე ვენესუელელი ხალხისთვის.
29 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
რადიკალი აქტივისტი დავით ჩხეიძე: ღირს პატარა ბიჭების წლობით ციხეში გამოკეტვა იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს გზამკვლევი ვარსკვლავები? რა თქმა უნდა, ღირს
რეჟიმი ცდილობს გაგვტეხოს მორალურად: თქვი, რომ დამნაშავე ხარ და გაგიშვებ. ბრძოლის ხაზი ამაზე გადის. მშვიდობიანი ბრძოლის ხაზი ძირითადად ამაზე გადის, - წერს რადიკალი აქტივისტი, დავით ჩხეიძე, სოციალურ ქსელში.


