IMEDI /  28 აპრილი 2021, 19:55 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ახალგაზრდებიც აიცრებიან და ხანდაზმულებიც, არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა

ეკატერინე ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში ვაქცინაციის პროცესზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობა ძალიან მალე გაიაზრებს რამდენად დიდია ვაქცინის სარგებელი და უფრო მეტად ინტენსიურად ჩაერთვება ამ პროცესში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი დაძალების, ვინაიდან, ეს არის ადამიანის არჩევანი და მე ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ამიტომ მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურად, რომ მოსახლეობას ვაქცინების ფართო არჩევანი ჰქონდეს. ამის გამო ჩვენ საერთაშორისო კოლეგებისგან მივიღეთ საყვედურიც კი, ვინაიდან, სხვა ქვეყნებში მოსახლეობას არჩევანის საშუალება არ აქვს, ვაქცინა არის ვაქცინა. გამომდინარე ქართველი საზოგადოების კულტურიდან და გენეტიკიდან, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს ყველაფერი - ვცდილობთ, ფართო მენიუ შევთავაზოთ ვაქცინების კომპონენტში.

ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება - ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკაა. უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და ის ვადები, როდესაც უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძემ განმარტა, რომ საზოგადოებაში მცდარი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბიზნესსექტორს ავცრით, ქვეყანაში ტურისტი შემოვა.

„ამას ასე არ ვუყურებთ. ჩვენთვის უპირველესია საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების აცრა, ვისაც ვირუსი ყველაზე მეტად ემუქრება. მოქალაქეებში, რომლებიც 60-70 წელს ზემოთ არიან, ლეტალობა არის 7-9%. დაბალ ასაკში ეს ლეტალობა იკლებს, თუმცა, არსებობს გავრცელების რისკები. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პრიორიტეტი რჩება მოწყვლადი ჯგუფები, თუმცა, როგორც დაინახეთ, ჩვენ გუშინ ახალგაზრდებსაც მივეცით საშუალება დაიწყონ აქტიურობა და აიცრან მათთვის სასურველი ვაქცინით. რაც შეეხება კონკრეტული სექტორის გამოყოფას და ვაქცინაციის ჩატარებას, ეს არის გარკვეული დაძალების ხერხი, რომელიც არ არის მისაღები. ასევე არ გვაქვს მოლოდინი, რომ თუ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო ვიტყვით, კი ბატონო, აცერით ტურიზმის სექტორი, ეს დამყოლობა გაიზრდება. ალბათ საჭირო გახდება გარკვეული იძულების წესების გამოყენება. ჩვენ კი ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამისგან უნდა დავიცვათ და შევეცადოთ ნებაყოფლობით, გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებით დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინაციის უსაფრთხოებაში და მის სარგებელში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

01 აგვისტო 2026, 10:10

მსოფლიო

POLITICO: ესპანურ სეუტაში შესული თითქმის ყველა უკანონო მიგრანტი მაროკოში დააბრუნეს

მაროკოდან ესპანეთის ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 ათასი მიგრანტიდან 48 300-ზე მეტი უკვე მაროკოში დაბრუნდა. ინფორმაციას POLITICO ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 10:06

პოლიტიკა

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი): ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი. ბლექ სი პეტროლიუმი განაგრძობს ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმის განხორციელებას, თანამშრომლობს ევროკომისიასთან და შესაბამის ინსტიტუტებთან

„ბლექ სი პეტროლიუმი“ (ყულევის ნავთობტერმინალი) ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს და როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკვე ივლისის თვეში მიიღო და გადაამუშავა ყაზახური წარმოშობის ნედლი ნავთობი.

ჯანი ინფანტინო

01 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციული უფლებების ნაწილობრივი გასხვისების გეგმაზე უარი თქვა

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიო ჩემპიონატის კომერციულ უფლებებში წილის გაყიდვის გეგმაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

01 აგვისტო 2026, 09:27

მსოფლიო

Bloomberg: პენტაგონი ირანთან ომში გამოყენებული რაკეტების მარაგის შესავსებად 18,2 მილიარდ დოლარს ითხოვს

პენტაგონმა საგანგებო დაფინანსების სახით მოთხოვნილი 67 მილიარდი დოლარიდან 18,2 მილიარდი დოლარის გამოყოფა მოითხოვა აშშ-ის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და მაღალი სიზუსტის შეიარაღების მარაგის შესავსებად.9 ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

01 აგვისტო 2026, 09:00

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.