imedi /  19 ოქტომბერი 2021, 13:25 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თუ ჩვენ მთავარი რეკომენდაციები არ დავიცავით, ძალიან რთული ნოემბერი გვექნება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

თუ ჩვენ მთავარი რეკომენდაციები არ დავიცავით, პირდაპირ გეუბნებით, ძალიან რთული ნოემბერი გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„აუცილებელია ხალხს ვაჩვენოთ, რომ ყველგან უნდა ვიყოთ პირბადით. 47%-ია პირბადის ტარების მაჩვენებელი, 50%-ზე დაბლა რომ ჩამოდის, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ჩვენ, პირბადის ტარების პროცენტი 90-95-მდე რომ გავზარდოთ, 250-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, ხოლო თუ ჩვენ იმდენ ადამიანს ავცრით, რაც უკვე აცრილია, 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ არ ავიცრებით და არ დავიცავით რეკომენდაციებს, მძიმე ნოემბერი გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 203-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 920 934 აცრა გაკეთდა.

ყველა სიახლე

იაგო ხვიჩია

27 თებერვალი 2024, 14:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც

რაც შეეხება „გირჩს“, ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც მართლა ღია ბუღალტერიას აწარმოებს და ყველაფერი არათუ, აუდიტის სამსახურში, არამედ ინტერნეტშიც დევს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „გირჩის“ ფინანსებიც და მისი დეკლარაციებიც, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

27 თებერვალი 2024, 14:51

პოლიტიკა

თბილისის მერმა უნგრეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

„მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პოზიტიურ ურთიერთობებს, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები განსაკუთრებით გაღრმავდა, რასაც ბევრი დადებითი მხარე აქვს. ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ კიდევ 1992 წლიდან იწყება და მეტი რესურსი, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. პირადად მეც მზად ვარ ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის. თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე მეტყველებს საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ვიზიტები ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 თებერვალი 2024, 14:51

მსოფლიო

ზელენსკი: თუ ვაშინგტონი კიევის დახმარებას შეწყვეტს, ეს უკრაინისთვის დიდი პრობლემა იქნება

თუ ვაშინგტონი კიევის დახმარებას შეწყვეტს. ეს უკრაინისთვის დიდი პრობლემა იქნება - ეს კომენტარი ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკული დაფინანსების გარეშე, ომში რუსეთის გამარჯვების შანსი გაიზრდება.

ანჯეი დუდა

27 თებერვალი 2024, 14:50

მსოფლიო

ანჯეი დუდა: ნატოს ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე კიევის მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს

ნატოს ქვეყნებიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე კიევის მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:47

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: პარტიების გამჭვირვალობა იყო როგორც 12 რეკომენდაციის, ასევე სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარტიების გამჭვირვალობა იყო როგორც 12 რეკომენდაციის ასევე სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის რეკომენდაციების ნაწილი და ამ მხრივ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:40

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი მესამე სექტორზე: მათ ისევ ის მიზნები აქვთ დასახული, რომ ებრძოლონ ჩვენს ქვეყანას

ცხადია, მათი მიზანი არასდროს ყოფილა დეზინფორმაციისგან დაცლილი საზოგადოება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ მესამე სექტორზე საუბრისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილი

27 თებერვალი 2024, 14:39

სამართალი

ბექა ძამაშვილი: სიმართლეს არ შეესაბამება საუბარი, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაჩქარებული წესით ან პრიორიტეტის ფარგლებში ხდება ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმის განხილვა

„სტრასბურგის სასამართლოს აქვს რეგლამენტში შესაბამისი წესი, როდესაც მიიჩნევს, რომ საქმე განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე პრიორიტეტულად უნდა იყოს განხილული, ამას პირდაპირ უთითებს წერილში, 41-ე წესზე აკეთებს მითითებას და ნამდვილად ხდება სწრაფად განხილვა, მაგრამ ამ საქმეში ამდაგვარს არაფერს ადგილი არ ჰქონია. ადგილი რომ ჰქონოდა, თვითონ მომჩივნები ალბათ გაასაჯაროებდნენ კიდეც სტრასბურგის სასამართლოდან გამოგზავნილ წერილს“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

27 თებერვალი 2024, 14:37

რეგიონი

ქედაში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა

ქედაში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის სახურავი დაიწვა. უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა როგორც კორპუსიდან, ასევე მიმდებარე საბავშვო ბაღიდანაც.

სერგი კაპანაძე

27 თებერვალი 2024, 14:34

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: დეზინფორმაციის წყარო საქართველოში არის ბევრი

დეზინფორმაციის წყარო საქართველოში არის ბევრი. ისინი არიან ის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რომ რუსული მესიჯბოქსი გაატარონ საქართველოში, - ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. „ასევე სამწუხაროდ არიან ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც ბოლო პერიოდში, მათ შორის მათი მედია საშუალებების გამოყენებით ცდილობენ გაავრცელონ გზავნილი, რომ მაგალითად ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას“, - აღნიშნა კაპანაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 თებერვალი 2024, 14:33

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება

ISFED-ი მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მონაცემების გაყალბება - ეს ცოტა კომიკურად გამოიყურება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:30

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა ლაპარაკი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას

როდესაც საუბარში ტერმინების აკრძალვაზეა ლაპარაკი, თან იმ ტერმინების, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია, რაც კი არსებობს, იქნება ეს დედა, მამა, შვილი თუ ა.შ. ვფიქრობ, ამის უკან ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრები დგას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:23

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საჭიროა, ევროპარლამენტარებმა კარგად იცოდნენ ამ ეტაპზე რას აკეთებს საქართველო, რა დამოკიდებულება აქვს იმ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება

პოლიტიკურ თემებზე სასაუბრო ძალიან ბევრია იმისათვის, რომ საქართველო და საქართველოს ინტერესებიც წინ წამოწიოს და არ მოხდეს იმ ბიუროკრატიული განხილვების ფარგლებში ამ პროცესის მძევლად აყვანა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ სტრასბურგში განუცხადა.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:22

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ლგბტ-პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5 წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება

ლგბტ თემის პროპაგანდამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ ვხედავთ, რომ დღითი დღე პოპულარობის გარდა, თურმე როგორც ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს Gen Z-ის ყოველი მე-5-ე წარმომადგენელი თავს LGBT წარმომადგენლად თვლის, მალე ეს რიცხვი ალბათ კიდევ გაიზრდება, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მაკა ბოჭორიშვილი

27 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორი იქნება შემდგომი კომისია და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ევროპულ მხარესთან

მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორი იქნება შემდგომი კომისია და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას ევროპულ მხარესთან, რათა არ შეფერხდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

პაატა მანჯგალაძე

27 თებერვალი 2024, 14:21

პოლიტიკა

პაატა მანჯგალაძე: ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა, არის სისულელე

ქვეყანაში, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ ქრისტიანობას, ლაპარაკი იმაზე, რომ დედა დედაა, მამა მამაა და თურმე გურამ მაჭარაშვილმა უნდა გადაარჩინოს ქართული იდენტობა, არის სისულელე

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2024, 14:00

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან

დამანგრეველი ეფექტი აქვს “ლგბტ” თეორიებს ბავშვებსა და არასრულწლოვანთათვის, როდესაც წახალისებულია პროპაგანდისტების მხრიდან, ე.წ. სექსუალური თვითგამორკვევა და საკუთარ თავზე დაკვირვება ხელოვნური, მანიპულაციური მეთოდებით. ეს პირდაპირ მოქმედებს ახალგაზრდას ქვეცნობიერზე, რომელსაც თავისთავად ექნება ცნობიერი გამოვლინება წლების განმავლობაში! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე.

27 თებერვალი 2024, 13:50

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები უკვე დაწყებულია საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხების მოწყობაც მოხდება. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.

27 თებერვალი 2024, 13:34

რეგიონი

სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

27 თებერვალი 2024, 13:31

საზოგადოება

კონკურსის „დავიცვათ ტყე ჩვენი მწვანე მომავლისთვის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

დაჯილდოების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გელა ნიკოლაიშვილი

27 თებერვალი 2024, 13:30

პოლიტიკა

გელა ნიკოლაიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: სტრასბურგის სასამართლომ დაარეგისტრირა მათი სარჩელი, ანუ საშვთა ბიურომ ჩაიბარა - ამ ეტაპზე თავის გამარჯვებულად გამოცხადება სამართლებრივი საკითხებით პოლიტიკური მანიპულირების და თაღლითობის მაგალითია

გუშინ „ლელოს“ ლიდერებმა საზეიმოდ გაავრცელეს ინფორმაცია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩვენი სარჩელი უმოკლეს ვადაში მიიღო წარმოებაში და მალე გამარჯვებულად გამოგვაცხადებსო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრის წარმოებაში მიღებას გარკვეული საფეხურების გავლა, და აქედან გამომდინარე, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, - ამის შესახებ ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს.