თამარ მელიქიძე: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო იმ „ფრონტის ზურგია“, რომლის წინა ხაზზე ის ადამიანები არიან, რომელთა წინაშეც ქედს ვიხრით - კოვიდთან ბრძოლაში თითოეულის ნაბიჯია გადამწყვეტი, გთხოვთ, აიცერით
ფოტო: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
„ერთად გავუმკლავდეთ“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან შერკინების წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ. „კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ - კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ მელიქიძე:
„ჩვენი საქმე, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებად თვალშისაცემი, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩემს თანამშრომლებს „ჯანდაცვის უჩინარ მებრძოლებს“ ვუწოდებ. ისინი, დღენიადაგ, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებიან და რიგი გამოწვევების მიუხედავად, უწყვეტად ზრუნავენ პაციენტებზე...
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კოვიდის მართვის მიზნობრივი პროგრამის ადმინისტრირებას ხელმძღვანელობს და ამ თვალსაზრისით, მართლაც, მნიშვნელოვანი სამუშაო შევასრულეთ - 218 485 135 ლარით დაფინანსდა 251 397 პირის 292 720 სამედიცინო შემთხვევა. 2020 წლის მარტის თვიდან – დღემდე, სააგენტოს თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებს 495 მილიონ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ. სააგენტოს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში, აღნიშნულ პროცესს სრულფასოვნად ახორციელებდნენ და, ამავდროულად, არასდროს შეუწყვეტიათ სხვა პროგრამების გამართული მუშაობა.
დაწესებული შეზღუდვების დროს, სააგენტოს სტრუქტურული სისტემა და მუშაობის განრიგი არსებულ გამოწვევებს მოერგო, მყისიერად განისაზღვრა ბენეფიციართა საჭიროებები და ოპერატიულად გატარდა დამატებითი ღონისძიებები:
· თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული 500-მდე პაციენტი, კვირაში სამჯერ, კლინიკაში მიგვყავდა - ეს მათი სიცოცხლისთვის გადამწყვეტი იყო. რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაგვეხმარნენ.
· დიაბეტით დაავადებულ 700-მდე ბავშვს, „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით, გლუკომეტრის ჩხირები საცხოვრებელ მისამართზე მივაწოდეთ;
· მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციფიკური მედიკამენტების მიმღები პირები სამკურნალო საშუალებებით მოვამარაგეთ. პაციენტის მიერ წამლის მიღების შეფერხების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა;
· გამარტივდა ორსულთა რეგისტრაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა;
· სააგენტოს ტერიტორიულმა ერთეულებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე ბენეფიციარები, რომლებიც ამბულატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში ერთხელ კუთვნილ მედიკამენტებს იღებდნენ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უზრუნველყვეს წამლებით;
· ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს, ჯამში, 1 157 ბენეფიციარს, რომლებიც პროგრამულ მედიკამენტებს სააგენტოს კონტრაქტორი აფთიაქებიდან იღებდნენ, შპს „საქართველოს ფოსტის მეშვეობით“, საცხოვრებელ მისამართებზე, უსასყიდლოდ მიეწოდათ მედიკამენტები;
· C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესის უწყვეტობის მიზნით, მარნეულსა და ბოლნისში, იზოლაციაში მყოფ 108 პაციენტს მკურნალობის სრულფასოვანი კურსი ადგილზე ჩაუტარდა;
· ამასთან, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების საფუძველზე, მედიკამენტები მიეწოდათ საკარანტინე სივრცეში მოხვედრილ ბენეფიციარებს - ბათუმში, კახეთში, ბაკურიანში, ცაგერში, თბილისსა და ზუგდიდში.
კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის მობილიზებულ დაწესებულებებთან კონტრაქტები უმოკლეს ვადაში გაფორმდა, რაც, სამედიცინო პერსონალისთვის გაწეული სამუშაოს დროული ანაზღაურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ასევე, ვაფინანსებთ საკარანტინო სივრცეებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს, ვუზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტით მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით. კოვიდის პროგრამას თანდათან ემატება სააგენტოს მიერ განსახორციელებელი კომპონენტები – შეიქმნა და იქმნება უამრავი ფორმა, კოდი, ვალიდაცია, ცვლადი, ფორმულა – კეთდება, ინერგება და სრულდება...
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო იყო და არის იმ „ფრონტის ზურგი“, რომლის წინა ხაზზე ის ადამიანები არიან, რომელთა წინაშე ქედს ვიხრით... ესენი არიან ის ექიმები და, განსაკუთრებით, ექთნები და სანიტრები, რომლებსაც სახეზე ნაწოლები გაუჩნდათ, რომლებიც ფეხზე ჩამომდგარნი გათენებას ელოდებიან, რათა შემდგომი ცვლის მორიგემ შეცვალოს, რომელიც შესაძლოა თავად იყოს ინფიცირებული ან, დაავადებულთან კონტაქტის მიზეზით, საფრთხის შემცველი და, შესაბამისად, საყოველთაო უსაფრთხოების მიზნით, იზოლაციაში გადაყვანილი... ექიმები, რომლებიც მონიტორების წიკწიკსა და ავადმყოფების კვნესაში ელოდებიან საშინელი ღამის გათენებას, ღამის, რომელიც აღარ თენდება... მეც ექიმი გახლავართ და, ვიცი, რეანიმაციაში გვიან თენდება…
სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით, დავიწყეთ პროექტი „ერთად გავუმკლავდეთ“, რათა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პიროვნებების შესახებ, რომელთა თავდადებისა და ამტანობის უნარზე ადამიანების ჯანმრთელობაა დამოკიდებული....
თუმცა, მხოლოდ მათი გმირობა ვერ დაამარცხებს „ვერაგ მტერს“, კოვიდთან ბრძოლაში თითოეულის ნაბიჯია გადამწყვეტი. ამიტომ, გთხოვთ, აიცერით – ერთად გავუმკლავდეთ!“
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
03 მაისი 2026, 17:30
საზოგადოება
მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა
დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც - მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
03 მაისი 2026, 17:27
ტაბლოიდი
მარკო რუბიომ დიჯეის როლი მოირგო
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქორწილში დიჯეის როლი მოირგო. პულტთან მას დახმარებას ერთ-ერთი დიჯეი უწევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ გამოაქვეყნა.
03 მაისი 2026, 17:25
მსოფლიო
INSA: მერცისა და მისი მთავრობის რეიტინგი ეცემა
ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ეცემა. INSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია, 76% კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
03 მაისი 2026, 17:18
მსოფლიო
ისრაელმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.
03 მაისი 2026, 17:08
მსოფლიო
აშშ ახლო აღმოსავლეთში $8 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს
ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.
03 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.
03 მაისი 2026, 15:31
სპორტი
საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა⚽
საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.
03 მაისი 2026, 14:52
პოლიტიკა
ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს
„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.
03 მაისი 2026, 14:44
სამართალი
შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას
„იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე როშვან შახვედროვის მხრიდან უწყების მიმართ გაკეთებული ბრალდების შესახებ განმარტებისთვის დაუკავშირდა. კერძოდ, მოქალაქე როშვან შახვედროვმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.
03 მაისი 2026, 14:42
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ორ რუსულ ტანკერს დაარტყა
„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დარტყმა მიაყენეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ამიერიდან ვეღარ გამოიყენებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
03 მაისი 2026, 14:40
სპორტი
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.
03 მაისი 2026, 14:31
მსოფლიო
ფილიპინებზე ვულკანი გააქტიურდა
ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა. მაიონის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სტიქიური საფრთხის ზონასთან მიახლოება აუკრძალა. ძლიერი დაკვამლიანებით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.
03 მაისი 2026, 14:30
მსოფლიო
საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ
საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ.
03 მაისი 2026, 14:25
მსოფლიო
ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა
კომპანიის დახურვის შედეგად პრობლემები ათასობით მგზავრს შეექმნა, რომლებსაც ავიარეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.
03 მაისი 2026, 14:25
მსოფლიო
ლონდონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ლონდონში სროლა იყო. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთი პენსიონერია. კრიტიკულია 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.
03 მაისი 2026, 14:19
მსოფლიო
კუბის პრეზიდენტი: ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა
„ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა. ეს არის მოგონილი მიზეზი, რითაც ცდილობენ ჩვენზე შესაძლო თავდასხმის გამართლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
03 მაისი 2026, 14:16
ეკონომიკა
ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი
ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა
03 მაისი 2026, 14:13
მსოფლიო
Neue Zürcher Zeitung: ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა
„მერცის შეცდომები აჩვენებს, რომ ის წარსულის აზროვნებაში ჩარჩა და ტრამპი სერიოზულად არ აღიქვა. ტრამპის რეაქცია მის განცხადებებზე მოსალოდნელი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.
03 მაისი 2026, 13:59
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში - ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება
ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, - ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.


