03 მაისი 2026, 14:16 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერმა გრძელვადიანად უნდა იმუშაოს.

„ეს არის მოკლევადიანი ნაბიჯების მიმართულება, რაც ქსელებმა თავის თავზე უნდა აიღონ და ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ქსელი ამას პოზიტიურად გამოეხმაურა. მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს რეკომენდაციები არის ძალიან ლოგიკური და არ გულისხმობს მათ ბიზნესში უხეშ ჩარევას. შესაბამისად მზად არიან, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინონ და დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ყველაფერი სისტემურად ისე მოწესრიგდეს, რომ გრძელვადიანად იმუშაოს. რეკომენდაციები სამი მიმართულებით - მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მიმართულებებით გაიცა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.

შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.

ყველა სიახლე

საბა ლობჟანიძე

03 მაისი 2026, 15:31

სპორტი

საბა ლობჟანიძემ MLS-ში დუბლი შეასრულა⚽

საბა ლობჟანიძემ ამერიკის ჩემპიონატში (MLS) დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ატლანტა იუნაიტედმა“ „მონრეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

ცოტნე ანანიძე

03 მაისი 2026, 14:52

პოლიტიკა

ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს

„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

03 მაისი 2026, 14:44

სამართალი

შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას შახვედროვს ნარკოტიკული საშუალებების - მეთადონის, მეფედრონის და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას

„იმედინიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე როშვან შახვედროვის მხრიდან უწყების მიმართ გაკეთებული ბრალდების შესახებ განმარტებისთვის დაუკავშირდა. კერძოდ, მოქალაქე როშვან შახვედროვმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ორ რუსულ ტანკერს დაარტყა

„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების აღსრულებას რუსული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ - დარტყმა მიაყენეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის შესასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ამიერიდან ვეღარ გამოიყენებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

03 მაისი 2026, 14:40

სპორტი

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო.

03 მაისი 2026, 14:31

მსოფლიო

ფილიპინებზე ვულკანი გააქტიურდა

ფილიპინებზე მოქმედი ვულკანი გააქტიურდა. მაიონის კრატერიდან ვულკანური ფერფლი იფრქვევა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საფრთხის მესამე დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სტიქიური საფრთხის ზონასთან მიახლოება აუკრძალა. ძლიერი დაკვამლიანებით გამოწვეული ცუდი ხილვადობის გამო რამდენიმე რაიონში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

03 მაისი 2026, 14:30

მსოფლიო

საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ

საფრანგეთში საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ.

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა

კომპანიის დახურვის შედეგად პრობლემები ათასობით მგზავრს შეექმნა, რომლებსაც ავიარეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ლონდონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ლონდონში სროლა იყო. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთი პენსიონერია. კრიტიკულია 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.

მიგელ დიას-კანელი

03 მაისი 2026, 14:19

მსოფლიო

კუბის პრეზიდენტი: ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა

„ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა. ეს არის მოგონილი მიზეზი, რითაც ცდილობენ ჩვენზე შესაძლო თავდასხმის გამართლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 14:13

მსოფლიო

Neue Zürcher Zeitung: ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა

„მერცის შეცდომები აჩვენებს, რომ ის წარსულის აზროვნებაში ჩარჩა და ტრამპი სერიოზულად არ აღიქვა. ტრამპის რეაქცია მის განცხადებებზე მოსალოდნელი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.

03 მაისი 2026, 13:59

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში - ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, - ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

03 მაისი 2026, 13:45

მსოფლიო

ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართება დისკუსია დაკავშირებადობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

03 მაისი 2026, 13:25

რეგიონი

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ბესიკ გოფოძემ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

03 მაისი 2026, 12:42

რეგიონი

რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, რუსთაველი მხატვრის გურამ მღებრიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება.

03 მაისი 2026, 12:40

მსოფლიო

მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:

დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 12:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს

„მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად მაღალი ფასი იმისთვის, რაც კაცობრიობისა და მსოფლიოს წინაშე ბოლო 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. გმადლობთ ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.

03 მაისი 2026, 11:51

მსოფლიო

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავებული 39 წლის მამაკაცია.

რობერტ ფიცო

03 მაისი 2026, 11:49

მსოფლიო

ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს

„მე მას დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უწერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. მე ასევე ხაზგასმის აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ფიცო.