თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე
თენგიზ ცერცვაძე
ფოტო: IMEDI
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს. მისი განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც წინა კვირებში.
„დღეში საშუალოდ ფიქსირდებოდა 1 მილიონამდე ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის.
საქართველოში გრძელდება COVID-19-ის ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოვლინდა 12 535 ახალი შემთხვევა. წინა კვირას იყო 12 338 ახალი შემთხვევა, ხოლო იმის წინ - 12 729 ახალი შემთხვევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, წინა კვირაშიც იყო ასევე 6 შემთხვევა, ხოლო იმის წინა კვირაში - 8 შემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 2000-მდე COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.05%) გადარჩენა ვერ ხერხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. შესაბამისად, თუ COVID ერთხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვალების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე“, - აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ, ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (25 გარდაცვალება 4 თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (143 გარდაცვალება 4 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (194 გარდაცვალება 4 თვეში), გერმანია (140 გარდაცვალება 4 თვეში), ისრაელი (99 გარდაცვალება 4 თვეში), ფინეთი (328 გარდაცვალება 4 თვეში), შვედეთი (93 გარდაცვალება 4 თვეში), დანია (134 გარდაცვალება 4 თვეში), იაპონია (62 გარდაცვალება 4 თვეში), სამხრეთ კორეა (79 გარდაცვალება 4 თვეში), ავსტრალია (243 გარდაცვალება 4 თვეში), ლიეტუვა (95 გარდაცვალება 4 თვეში), ლატვია (110 გარდაცვალება 4 თვეში), ესტონეთი (83 გარდაცვალება 4 თვეში) და სხვა.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 4 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ „პაქსლოვიდს“ ან „რემდესივირს“, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.
მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ „პაქსლოვიდი“ ან „რემდესივირი“. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“, - აცხადებს ცერცვაძე.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
31 აგვისტო 2026, 15:01
პოლიტიკა
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
31 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპ უმცროსის მტკიცებით, მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ
დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ მემარცხენე აქტივისტები ცდილობენ ტრანსგენდერული და „ვოუქ“ იდეოლოგიის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას შეეწინააღმდეგონ.
31 აგვისტო 2026, 14:42
საზოგადოება
თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა
Google-ის საძიებო სისტემაში, საერთაშორისო მოგზაურთა გამოკითხვებისა და ძიების შედეგების მიხედვით, საქართველოს დედაქალაქი 2026 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებების სათავეშია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:40
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
31 აგვისტო 2026, 14:38
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა - ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ
ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ცინცაძე.
31 აგვისტო 2026, 14:32
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისლანდიის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროკავშირი უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა სინანული გამოთქვა ისლანდიელების გადაწყვეტილების გამო, უარი ეთქვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე. ინფორმაციას გამოცემა dpa ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 14:30
სამართალი
საგარეჯოში მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ხუთასი ლარით დააჯარიმა
საგარეჯოში, მოსამართლემ მოქალაქე გიორგი ქურთიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და ხუთასი ლარით დააჯარიმა. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა აღიარა.
31 აგვისტო 2026, 14:29
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებული ქალის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
31 აგვისტო 2026, 14:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია
ეს კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში გარკვეული ინსტიტუციური და იდეოლოგიური კრიზისია, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე.
31 აგვისტო 2026, 14:26
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა
არასოდეს უნდა დავივიწყოთ ამ ქვეყანაში, როგორი მავნებლური ვითომ ოპოზიციური პარტიების, ვითომ „ენჯეოების“ და ვითომ ლიბერალური აქტივისტების ქსელი მოქმედებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ არაფრისგან შექმნან ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.
31 აგვისტო 2026, 14:18
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც არის გარკვეულ მიმართულებებზე ადგილები. შესაბამისად, ჩვენს აბიტურიენტებს შეეძლებათ სწავლა გააგრძელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურა.


