ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება. ამასთან, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბუასილის შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. აღსანიშნავია, რომ ჰემოროიდული დაავადების გართულებები იშვიათად ვლინდება 20 წლამდე ასაკის პაციენტებში, ასაკის მატებასთან ერთად კი მათი განვითარების რისკიც იზრდება.
რა იწვევს ბუასილს? რა ჩივილები ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? – დაავადებაზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის პროქტოლოგ სალომე კობაძეს ვესაუბრეთ.
რა არის ჰემოროიდული დაავადება და რა იწვევს მას?
ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი) არის გაფართოებული და პათოლოგიურად
მოძრავი შიდა ჰემოროიდული წნულები, რომლებიც შედგება არტერიოლებისგან,
ვენებისგან და არტერიოვენური ანასტომოზებისგან. ის უმეტესად ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა სისხლის უკუდინება სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში.
ბუასილის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მას, ასევე, შესაძლოა ხელი შეუწყოს კვებითმა რაციონმა, მაგალითად, მცენარეული ბოჭკოს არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ, ცხარე, ზედმეტად მარილიანი ან მჟავე საკვების ხშირმა მოხმარებამ, რაც იწვევს ანალური არხის გაღიზიანებას. ამასთან, ჰემოროიდული დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ყაბზობა, დიარეა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების მჯდომარე წესი, ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მოხმარება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორებიცაა ორსულობა და მშობიარობა.
რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბუასილს?
ბუასილს ხუთი მთავარი სიმპტომი აქვს, ესენია: ტკივილი ანუსის მიდამოში, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ანალური გამონადენი და სისველე, გაღიზიანება და ქავილი ანუსის მიდამოში, კვანძების პროლაფსი ანუ მათი ანუსიდან გამოვარდა.
ბუასილის განვითარების პირველ ეტაპზე პაციენტს უკანა ტანში დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება აწუხებს, რომელსაც ზოგჯერ ერთვის ქავილი. ძლიერმა ქავილმა შესაძლოა გამოიწვიოს ვენების კედლების დაზიანება, შემდგომ კი სისხლდენა და ინფიცირება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ბუასილი ხდება სისხლმდენი დეფეკაციისას ან მის შემდგომ. თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, არცთუ იშვიათია ანემიის განვითარების შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ბუასილს ტკივილი არ ახასიათებს, ის თავს იჩენს მაშინ, როცა კვანძებს ერთვის ანთება, ვითარდება კვანძების თრომბოზი, ჩაჭედვა ან სწორი ნაწლავის ნახეთქები.
როგორია ჰემოროდიული დაავადების ტიპები და სტადიები?
კვანძების განლაგების მიხედვით განასხვავებენ შიდა, გარე და კომბინირებულ ბუასილს, მიმდინარეობის მიხედვით კი – მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ბუასილი ვითარდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის შედეგად, რომელსაც თან ახლავს ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში. დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას ახასიათებს განმეორებითი სისხლდენა, რომელიც ასოცირდება დეფეკაციასთან და კვანძების გამოვარდნასთან.
ქრონიკული ბუასილის მიმდინარეობაში გამოიყოფა ოთხი სტადია. I სტადიის დროს სწორ ნაწლავის იოგურ აპარატში, რომელიც პასუხისმგებელია ანალურ არხში ჰემოროიდული კვანძების „დაჭერაზე“, შეინიშნება მცირე ცვლილებები. ამ ეტაპზე კვანძების გამოვარდნა არ აღინიშნება. II სტადის დროს სწორი ნაწლავის იოგურ აპარატში ცვლილებები გამოხატულია იმდენად, რომ დეფეკაციის დროს ხდება კვანძების გამოვარდნა, თუმცა ისინი უკან თავისით ბრუნდება. ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ან არ აღინიშნოს სისხლდენა. III სტადიას ახასიათებს სწორი ნაწლავის ისეთი ცვლილებები, როცა გამოვარდნილი კვანძები თავისით უკან აღარ ბრუნდება და პაციენტი იძულებულია თვითონ ჩააბრუნოს ყოველი დეფეკაციის დროს. IV სტადიისას კი პრაქტიკულად შეუძლებელია გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ხელით ჩაბრუნება. ამასთან, დაავადებას ამ სტადიაზე ხშირად ახასიათებს თრომბოზული გართულებები, ძლიერი ტკივილი უკანა ტანის მიდამოებში და მასიური სისხლდენა.
როგორია ბუასილის სადიაგნოსტიკო საშუალებები?
ბუასილის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა რექტალური გამოკვლევა – ანოსკოპია, რომლის გამოყენებით, ვიზუალური გამოკვლევის დროს ფასდება დაკბილული ხაზის, ანალური კრიპტებისა და ეპითელური მემბრანის მდგომარეობა. ჩანს შიდა კვანძები, განისაზღვრება მათი ლოკალიზაცია, ზომა, სტრუქტურა. ანოსკოპიის დროს სწორი ნაწლავის გამოკვლევა ხდება 8-12 სმ სიღრმეზე. დიაგნოსტიკისთვის, ასევე, გამოიყენება რექტორომანოსკოპია, რომელიც ადასტურებს და ავსებს ანოსკოპიური გამოკვლევის მონაცემებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ანუსის „ჩაკეტვის“ (ობტურატორული) ფუნქცია ფასდება სფინქტერომეტრიისა და ელექტრომიოგრაფიის გამოყენებით. დამატებით მივმართავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, როგორებიცაა სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსავლენად და კოაგულოგრამა.
როგორია ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის მეთოდები?
სამედიცინო ტაქტიკის არჩევანი დამოკიდებულია კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. მკურნალობის კომპლექსური მიდგომა მოიცავს დიეტის კორექციას, ჰიგიენურ პროცედურებს, სპეციალურ ვარჯიშებსა და პრეპარატებს, როგორებიცაა ფლებოტონიკები, ანტიკოაგულანტები და ადგილობრივი საშუალებები.
ბუასილის დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თუმცა, ტრადიციული ქირურგიული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც პოსტოპერაციულ პერიოდში ძლიერ ტკივილის იწვევს და რთულ რეაბილიტაციას საჭიროებს, არსებობს თანამედროვე, მცირეინვაზიური მეთოდები. მათ შორისაა, ლიგირება, რომელიც უზრუნველყოფს კვანძების უსისხლოდ და უმტკივნეულოდ მოცილებას. მკურნალობის პროცესში, ასევე, გამოიყენება ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, თრომბექტომია, ჰემორიდექტომია ულტრამაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატით და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა. ეს უკანასკნელი თითქმის უმტკივნეულო მცირეინვაზიური ჩარევაა, რომელიც იწვევს სიმპტომების საგრძნობლად შემსუბუქებას და გაქრობას. ის, ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტები დაავადებისგან სრულად იკურნებიან.
ყველა სიახლე
12 სექტემბერი 2026, 19:05
სამართალი
პროკურორი: ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე ბრალდებული ექიმი წარსულშიც იმავე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი
ბრალდებული ექიმის მაია კოხტაშვილის საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი აცხადებს, რომ ბრალდებული იმავე სახის დანაშაულისთვის ადრეც არის ნასამართლევი. მისი თქმით, 2023 წელს იგი თელავის რაიონულმა სასამართლომ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის გასაღების მიზნით დამზადებისა და გასაღების ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
12 სექტემბერი 2026, 18:47
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს
12 სექტემბერი 2026, 17:24
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია: ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს - გადაცემის დასაწყისში და ბოლოში, ორივეგან, გია ბარამიძის თემაზე მე ჩემი პოზიცია გამოვხატე
ნიკა გვარამია რომ პროპაგანდისტი მატყუარაა, ეს მისი სტატუსიდან ძალიან ნათლად ჩანს, - განუცხადა „ქრონიკას“ სატელეფონო საუბრისას „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გიორგი ბარამიძის საქმესთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 17:23
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიას: აი, შენს ეთერში ნათქვამის გამო უდანაშაულო კაცს რომ ხელებზე ბორკილებს დაადებენ, რეალურად, ტყვედ აიყვანენ და არათუ სიტყვას არ დაძრავ მის დასაცავად, მთლად რამიშვილის სტუდიაში დაჯდები და გიჟივით კიდევ გვარამიას 400 კილო ფულზე და საარჩევნო ბიულეტენიდან კოალიციის ამოშლაზე ილაპარაკებ, აი ამისთვის კი უნდა გაიპ.ზდო, საშვილიშვილოდ რომ გახსოვდეს
„ახლახან იაგო ხვიჩიას ვიდეო ამომიგდო, სადაც ამბობს, გვარამიას ოფისში 400 კილოგრამი ფული შეიტანესო. ნუ, გუშინ უკეთეს მდგომარეობაში ვიყავი: უბრალოდ, დავრბოდი და ვყვიროდი: მერაბი ვარ, კოსტავა-თქო. დღეს მთლად 400 კილოთი დავმძიმდი“.
12 სექტემბერი 2026, 17:19
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
12 სექტემბერი 2026, 17:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის მიერ წარმოებულ ანტიამერიკულ პროპაგანდაზე: ტრამპის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, რომელთაგან არაფერი ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - ყველანაირად ეცდებიან ტრამპის ადმინისტრაციის „გაშავებას“
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი იმ მიზეზებს განმარტავს, რომელთა გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
12 სექტემბერი 2026, 16:50
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონებში წარმომადგენლობების დაფუძნების კამპანიას ასრულებს
12 სექტემბერი 2026, 16:47
მსოფლიო
ტრამპი: სავარაუდოდ, საუდის არაბეთის ნავთობსადენზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი ირანია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი, სავარაუდოდ, პასუხისმგებელია საუდის არაბეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი გაითიშა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
12 სექტემბერი 2026, 16:28
მსოფლიო
პესკოვი: თუ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა სურს, ჩამოვიდეს მოსკოვში
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს, მას შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს.
12 სექტემბერი 2026, 16:12
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ირლანდიის გაერთიანების საკითხი განხილვას არ ექვემდებარება
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
12 სექტემბერი 2026, 15:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: მეზიზღება, როცა ვხედავ, თუ რა მოსდის ევროპას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეზიზღება, როცა ხედავს, თუ რა მოხდის დღეს ევროპას.
12 სექტემბერი 2026, 15:38
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა გაერთიანებულ ირლანდიას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხოლ მარტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებას.
12 სექტემბერი 2026, 14:58
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი რადიკალებზე: მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მათთვის ტრამპიც საძულველია, ჩვენც საძულველი ვართ, ყველანაირი ადამიანი საძულველია, ვინც მათ ულტრალიბერალურ დღის წესრიგს არ მიჰყვება
ახლა მიხვდნენ, რომ აშშ-მა გადადგა ამერიკისთვის სწორი ნაბიჯები. მილიარდები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისთვის იხარჯებოდა, ეს ორგანიზაციები გააუქმა, - განაცხადა ქართულ ოპოზიციასა და მის მედიასთან დაკავშირებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 14:56
საზოგადოება
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპები ჩაატარა
ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულმა დომინოს ფედერაციამ უკვე შეძლო ფართომასშტაბიანი შესარჩევი ეტაპების ჩატარება. თბილისის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობა 1000-მდე მსურველმა მიიღო.
12 სექტემბერი 2026, 14:55
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
12 სექტემბერი 2026, 14:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საამაყოა, რომ რეგიონის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციას, იძლევა მაღალი სტანდარტისა და ხარისხის განათლებას და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის არა მხოლოდ განათლების მიცემის, არამედ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
გვქონდა შესაძლებლობა მიგველოცა 300-ზე მეტი კურსდამთავრებულისთვის 4 ფაკულტეტის დამთავრება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრობისას.
12 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
ტრამპი ფიქრობს, რომ ფოლკლენდის კუნძულების პრობლემა მისი მოსაგვარებელი გახდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არგენტინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ფოლკლენდის კუნძულების გარშემო არსებული დავა მისი გადასაწყვეტი იქნება.
12 სექტემბერი 2026, 14:22
სამართალი
შსს: ამ ეტაპზე დადასტურებულია კესო დეკანოსიძის თვითმკვლელობის ფაქტი. უწყება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს აქვეყნებს
შსს კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
12 სექტემბერი 2026, 14:10
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება
ეს ყველაფერი მან კარგად გააზრებულად თქვა და ეს იყო ნამდვილად მტრული განცხადება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 14:05
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობს
საგამოძიებო უწყების განმარტებით, ბარამიძის ქმედებამ შელახა თავდაცვის ძალების რეპუტაცია, საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა. ის სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იაგო ხვიჩიას გადაცემაში უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.


