დღეიდან ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო იღებს. ჩანაცვლებითი თერაპიის ამ დრომდე მოქმედი კერძო ცენტრები ფუნქციონირებას წყვეტენ.
სახელმწიფო სერვისის მისაღებად, რეგისტრაცია კერძო დაწესებულებების ბენეფიციართა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გაიარა. ისინი მათ მიერ შერჩეულ ცენტრებში მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
დაახლოებით, 100-მა ადამიანმა ვერ მიიღო სერვისის გაგრძელების ნებართვა. როგორც განიმარტა, მათ შორის არიან არა რეგულარულად, არამედ ინციდენტურად მომხმარებელი პირები. ასეთ შემთხვევაში, ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა, ისინი შეძლებენ, დამოუკიდებლად მიმართონ სახელმწიფო ცენტრებს, გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება ინდივიდუალურად იქნება მიღებული.
ბენეფიციარებმა უნდა დაიცვან შესაბამისი ინსტრუქციები, მათ შორის თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2026, 10:49
სამართალი
სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1400 კაფსულა ფსიქოტროპული მედიკამენტი ,,პრეგაბალინი" აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 10:38
საზოგადოება
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან.
09 ივნისი 2026, 10:27
ტექნოლოგიები
Prada-მ NASA-ს ასტრონავტებისთვის კოსტიუმები შექმნა
Prada-მ სიახლე კოსმოსური ინფრასტრუქტურის შექმნაზე მომუშავე კომპანია Axiom Space-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. ტანზე მომდგარი კოსტიუმი, რომელსაც ასტრონავტები სკაფანდრის ქვეშ ჩაიცვამენ, სავენტილაციო მილებით არის აღჭურვილი - ისინი უზრუნველყოფენ გაგრილებასა და ჰაერის ცირკულაციას ღია კოსმოსში მუშაობის დროს.
09 ივნისი 2026, 10:21
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 10:20
სამართალი
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
09 ივნისი 2026, 10:19
სამართალი
სამართალდამცველებმა „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 1 400 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი დააკავეს.
09 ივნისი 2026, 10:16
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე ჯარიმების შემსუბუქებაზე: ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა უბრალო კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი
უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ ჩვენ მიერ დასმული საკითხები აბსოლუტურად ლეგიტიმურია და პირდაპირ ასახავს საზოგადოების დაკვეთას, - წერს „ხალხის ძალის“ დეპუტატი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.
09 ივნისი 2026, 10:16
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 10:15
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი კირცხალიას განცხადება იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი უკვე მუშაობს შესაბამის უწყებებთან ჯარიმების შემსუბუქებასა და დაბალანსებაზე, არის სწორი, სახელმწიფოებრივი ნაბიჯი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მმართველი გუნდის მიერ პარტია „ხალხის ძალის“ კრიტიკის გათვალისწინებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ჯარიმების შემსუბუქებისა და დაბალანსების საკითხზე ოპერატიული რეაგირება საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინების მაგალითია.
09 ივნისი 2026, 10:11
საზოგადოება
გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით თსსუ-ში რექტორთა საბჭო გაიმართა
შეხვედრის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ საბჭოს წევრებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომელიც უცხოელი სტუდენტების საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის წესს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
09 ივნისი 2026, 10:09
ტექნოლოგიები
კვლევა: ძაღლებთან ძილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე კატებთან
ჩიბას უნივერსიტეტის მკვლევრები 4 ათასი მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ. მათგან დაახლოებით 40%-მა აღნიშნა, რომ ძაღლებსა და კატებს ღამით მათთან ერთად ძილის ნებას რთავს.
09 ივნისი 2026, 10:03
პოლიტიკა
გამჭვირვალობის რეიტინგით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-14 ადგილზეა და ევროპის საუკეთესო ათეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, გამჭვირვალობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო და გამჭვირვალობით მსოფლიოში მე-14 პოზიციაზე გავიდა.
09 ივნისი 2026, 09:52
მსოფლიო
The Guardian: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარ პროკურორს კარიმ ხანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი თანამდებობას დროებით ჩამოაშორეს მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებებთან დაკავშირებული დისციპლინური პროცედურა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 09:42
რეგიონი
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.
09 ივნისი 2026, 09:30
მსოფლიო
Reuters: ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების Apache ტიპის დამრტყმელი ვერტმფრენი ჰორმუზის სრუტის მიდამოებში ჩამოვარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 09:23
მსოფლიო
პოლონეთში რეკორდული რაოდენობის ჰეროინი ამოიღეს
პოლონეთში რეკორდული რაოდენობის ჰეროინი ამოიღეს. გამოძიების ცენტრალური ბიუროს ცნობით, საქმე ეხება 1030 კილოგრამ ნარკოტიკს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ევროს აღწევს. დაკავებულია პოლონეთის სამი მოქალაქე.
09 ივნისი 2026, 09:16
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.
09 ივნისი 2026, 09:13
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი სამმხრივ მინისტერიალთან დაკავშირებით: ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ შევაფასოთ ჩვენი სამმხრივი თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ფართო რეგიონისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას სტამბოლში გამართული საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მე-10 სამმხრივი შეხვედრა შეაჯამა და თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების შედეგებზე ისაუბრა.
09 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპის თქმით, აშშ ირანზე „სრულ გამარჯვებას“ ორ კვირაში გამოაცხადებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ირანზე „სრული გამარჯვების“ შესახებ ორ კვირაში გამოაცხადებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


