12 ნოემბერი 2025, 18:25 / სანდო წყარო

მიხეილ სარჯველაძე: არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა. ყველა მშობელმა მინდა, ეს იცოდეს

მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა. ყველა მშობელმა მინდა, ეს იცოდეს. კიდევ ერთხელ არც ვისაუბრებდი და არც პასუხს გავცემდი იმ ადამიანებს, რომლებიც მიზანმიმართულ სიცრუეს ავრცელებენ, რომ არა მშობლებთან მიმართებაში არსებული პასუხისმგებლობა - ნამდვილად არ მინდა, მათ ჰქონდეთ შიში იმისა, რომ მათი შვილი ინსულინის გარეშე დარჩა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეპარატ „ნოვორაპიდთან“ დაკავშირებული შეფერხება მწარმოებელი კომპანიის მხრიდანაა გამოწვეული, თუმცა ეს პაციენტებზე არ აისახება, რადგან ქვეყანაში არსებობს მაღალი ხარისხის, ფრანგული კომპანია „სანოფის“ წარმოებული პრეპარატი, რომელიც შეუფერხებლად გაიცემა.

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა. ჩვენს მიერ არაერთი გზით გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად - ბრიფინგი, პირადი შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან თუ სხვა - რომ ადამიანი გამოვა და ამბობს, რომ მენეჯმენტის პრობლემა იყო, ის ან ტყუის შეგნებულად, მიკერძოების გამო, მოტივირებულია, რაღაც აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნას, ან უბრალოდ, საქმეში ჩაუხედავი დილეტანტია.

საკმარისი რაოდენობით და თვეებით ადრე დაიგეგმა შესყიდვა, შეფერხება ჰქონდა კომპანია „ნოვო ნორდისკს“. ივნისის დასაწყისში უნდა მოეწოდებინა 15 000 ერთეული, მოგვაწოდა, დაახლოებით, 8000. დარჩენილი პარტია დღემდე მოწოდებული არ გახლავთ. ამ თემაზე, მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. როდესაც მოწოდების ვადები გაიწელა, მე თვითონ ჩავედი კოპენჰაგენში, ძალიან მაღალ დონეზე გავმართე კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

შარშან, ნოემბერში დაიწყო მუშაობა შესყიდვაზე, შემუშავდა მეთოდოლოგია, ჩატარდა ბაზრის კვლევა, თებერვალში გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან 14 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება. მოწოდება უნდა განხორციელებულიყო ივნისის დასაწყისში. აქვთ გარკვეული პრობლემები და მათმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს მარტო ჩვენთან არ არის. სხვა, მათ შორის ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაშიც არის მიწოდების გარკვეული ხარვეზები, ჩამორჩენა გრაფიკში, იქ უბრალოდ სკანდალს არავინ ტეხს, იმიტომ რომ არის მეორე პროდუქტი, „სანოფის“, რომელიც ასევე არის გლობალური ლიდერი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ორივე კომპანიის პრეპარატი გამოიყენება და პაციენტთა დიდი ნაწილი, „ნოვო ნორდისკთან“ დაკავშირებით შექმნილ ხარვეზამდეც, სწორედ „სანოფის“ პროდუქციას ანიჭებდა უპირატესობას.

„გამოდიან ადამიანები და მაძლევენ რჩევას, რომ სასწრაფოდ უზრუნველვყოთ პაციენტები ალტერნატიული პროდუქტით. თუმცა მათ გადასარევად იციან, ერთი კვირით ადრე გამოვედი და საჯაროდ ვთქვი, რომ ალტერნატიული პროდუქტი ხელმისაწვდომია, არასდროს გამქრალა და ყოველთვის იყო ბაზარზე.

რაც შეეხება მშობლებს, ჩვენ თვითონ დავუკავშირდით და მივაწოდეთ ინფორმაცია, ავუხსენით, რომ არავითარი შიშისა და პანიკის მიზეზი არ არსებობს - ქვეყანაში არის მაღალი ხარისხის, ალტერნატიული მედიკამენტი, რომელიც სულად თავისუფლადაა ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2026, 13:00

რეგიონი

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის - „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:50

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი: ევროპული სასამართლო ამ საჩივრებს სტანდარტული პროცედურით, ყოველგვარი დაჩქარების გარეშე განიხილავს

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

01 აპრილი 2026, 12:49

საზოგადოება

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ნულოვანი ნარჩენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვიქტორ ორბანი

01 აპრილი 2026, 12:49

მსოფლიო

ორბანის განცხადებით, ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთებას განზრახ აჭიანურებს, რადგან უნგრეთის ხელისუფლებაში პროუკრაინული ძალების მოსვლის იმედი აქვს.

ბექა ძამაშვილი

01 აპრილი 2026, 12:36

პოლიტიკა

ძამაშვილი „ფარას“ კანონთან დაკავშირებულ „ენჯეოების“ საჩივარზე: ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. ეს ნიშნავს, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა სიცრუეა

ევროპულ სასამართლოში ან არ მოუთხოვიათ კანონის შეჩერება ან მოითხოვეს და არ დაუკმაყოფილეს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათი განცხადებები თითქოს ხდება მათი უფლებების შეზღუდვა არ შეესაბამება სიმართლეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით „ენჯეოების“ საჩივარზე, რომლითაც მათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 12:31

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი დროებით შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მარიამ ლაშხი

01 აპრილი 2026, 12:27

საზოგადოება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:16

მსოფლიო

WSJ: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საერთაშორისო კოალიციის შექმნას ითხოვს და ბრძოლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამჟამად საამიროები ლობირებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გასახსნელად ძალისმიერ მოქმედებებს მწვანე შუქს აუნთებს. საამიროების დიპლომატებმა მოუწოდეს აშშ-ს, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებს, შექმნან კოალიცია, რომელიც სრუტის ძალისმიერი გზით გახსნაზე იზრუნებს.

01 აპრილი 2026, 12:15

თავდაცვა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების თანახმად, ერთმანეთისგან გაიმიჯნება ის უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ასევე ის უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით განხორციელდება.

01 აპრილი 2026, 12:12

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 3 პირი, 1992 წელს დაბადებული ჭ.ჭ., 1992 წელს დაბადებული ხ.ო. და 2006 წელს დაბადებული ა.ჰ. დააკავეს, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

01 აპრილი 2026, 12:05

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.

01 აპრილი 2026, 12:03

ეკონომიკა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრებმა კანონპროექტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

01 აპრილი 2026, 11:50

საზოგადოება

დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია

თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

01 აპრილი 2026, 11:50

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის წინა პერიოდში, ბზის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებაზე, ქვეყნის მასშტაბით მკაცრ კონტროლს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

01 აპრილი 2026, 11:46

მსოფლიო

თეთრი სახლი: ტრამპი 1 აპრილს ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 1 აპრილს მოსახლეობას მიმართავს და ირანთან მიმდინარე ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

01 აპრილი 2026, 11:43

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს გააცნო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის რეფორმის მიზნებსა და განხორციელების გზებზე იმსჯელეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

შუგარი

01 აპრილი 2026, 11:40

ტაბლოიდი

ძაღლებს შორის სერფინგში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მოკვდა💔

2024 წელს, ჰანტინგტონ-ბიჩზე, ცნობილი სერფერების ხელების ანაბეჭდების გვერდით, ბეტონში შუგარის თათების ანაბეჭდებიც გამოჩნდა, როდესაც ის სერფინგის დიდების დარბაზში ოფიციალურად შეიყვანეს.

01 აპრილი 2026, 11:38

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ორი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე ორი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

01 აპრილი 2026, 11:34

საზოგადოება

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ მესამე ფილიალი გაიხსნა

ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.