ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა - ჯანდაცვის მინისტრი მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი პედიატრიული განყოფილება მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე, უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე - სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას. პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. შენობის პირველ სართულზე განთავსდება ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 საწოლზეა გათვლილი.
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების პრიორიტეტი რეგიონებში, მაღალი ხარიხის, უწყვეტი სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფაა, ამ მიზნით კი, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს შეხვდა და კლინიკის ახალი დირექტორი ოფიციალურად წარადგინა. კახა აღამანაშვილი, ამ დრომდე, კლინიკის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში, საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მიმართულებების გაძლიერებაზე - იზრდება მომსახურებების მოცულობა, ფართოვდება სპეციალისტების გუნდი.
ექიმებთან შეხვედრაზე მინისტრმა მათ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა სამედიცინო პერსონალის მნიშვნელოვან როლს როგორც რეგიონის, ისე - ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.
მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი.
ყველა სიახლე
07 აპრილი 2026, 14:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი
პროპაგანდას ის მიზანი აქვს, თითქოს საქართველოს მართლმსაჯულებამ დაარღვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აბსურდია. ეს არ მომხდარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.
07 აპრილი 2026, 14:21
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნა დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს
ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა დეკლარაციასთან დაკავშირებით. როდესაც ის გახდა სუს-ის ხელმძღვანელი, ბუნებრივია დაცული უნდა იყოს ის წესები, რომლებიც არსებობს ასეთი ტიპის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ
მამუკა მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა თავის დეკლარაციასთან დაკავშირებით, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
07 აპრილი 2026, 14:16
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:11
სამართალი
სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 44 პირი დააკავეს, დაუსწრებლად ბრალი კიდევ ექვს ადამიანს წარედგინება, რომელთაგან ერთი უცხო ქვეყანაში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდია
სამართალდამცავებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 44 პირი დააკავეს.
07 აპრილი 2026, 14:09
საზოგადოება
ლაშა ავალიანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა და ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო.
07 აპრილი 2026, 14:07
პოლიტიკა
გია აბაშიძე: ფოტოებზე პრემიერ კობახიძის გამოჩენა მის რეზიდენციაში მასპინძელი ბიძინა ივანიშვილისა და სტუმრის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის უკან, მას კი არ აკნინებს, არამედ, ამაზე მოყიყინე გაუნათლებელ ნაცარსებებს
პრემიერ-მინისტრზე აგორდა fake-კამპანია, რომ როდესაც ალიევი და ივანიშვილი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, ირაკლი კობახიძე უკან მიყვებოდა და ეს, „ნაცბაბლის" უაზრობით, პრემიერის ე.წ. „არალეგიტიმურობაზე" მიუთითებს, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.
07 აპრილი 2026, 14:06
პოლიტიკა
ირაკლი ლატარია ირაკლი კობახიძის მიმართ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე: რახან პრემიერია, სხვის სახლშიც მასპინძელი უნდა ყოფილიყო? მიშა კი არაა, ქორწილში რომ სიძედ უნდა ყოფილიყო და გასვენებაში - მკვდარი?
ექსპერტი ირაკლი ლატარია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მასპინძლობისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
07 აპრილი 2026, 13:48
პოლიტიკა
ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: უსამშობლოს დაუძახებ - სწყინს, ყველას საპირფარეშოში და საძინებელში ფარული კამერით რომ დაძრომიალობდით - თქვენ ის ხომ არ ხართ?
"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ოპოზიციონერი ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის ფეისბუქ-პოსტს აფასებს, რომელშიც გაკრიტიკებულია ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის კადრები, სადაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის უკან დგას.
07 აპრილი 2026, 13:47
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა
საქართველოს პროკურატურამ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 13:39
მსოფლიო
ასეთი რამ ბოლოს ბუდაპეშტში 35 წლის წინ მოხდა: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩამოვიდა - პიტერ სიიარტო ჯეი დი ვენსის ვიზიტზე
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში დაიწყო.
07 აპრილი 2026, 13:38
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
07 აპრილი 2026, 13:35
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: თუ სტუმარი ვინმე გამოჩენილ პირთან მიდის, მასპინძელი ხვდება თავის სახლში და იქ ყოფნის დროს მასპინძელია პრიორიტეტული ფიგურა, მნიშვნელობა არა აქვს ბიზნესმენთან მივა თუ ფეხბურთელთან, მასპინძელი მასპინძელია
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ჭანტურიას განცხადებას ეხმიანება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბიზნესცენტრში მიღების ფაქტთან დაკავშირებით.
07 აპრილი 2026, 13:24
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
07 აპრილი 2026, 13:24
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. საუბარი შეეხო ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანასთან დაკავშირებულ საკითხებს.
07 აპრილი 2026, 13:22
პოლიტიკა
სუს-ი: საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლის პრეტენზიის მქონე რიგი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელ რგოლს დეკლარაციის საჯაროობა, უფრო მეტიც, ბევრ შემთხვევაში, მისი წარდგენაც არ ევალება
არასერიოზულია უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები და მათი მონაცემები იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, - განაცხადეს სუს-ში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ.
07 აპრილი 2026, 13:14
მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სფეროში თაღლითობის გამოაშკარავების შემდეგ „დიფ სთეითის“ დამარცხების პირობა დადო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ის შეებრძოლება „დიფ სთეითს“, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანას ჭამს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 13:13
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
3-4 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.
07 აპრილი 2026, 13:09
პოლიტიკა
გეკა გელაძემ კორეის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰიონ დუ კიმთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 13:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


