სამართალდამცავებმა „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 44 პირი დააკავეს, დაუსწრებლად ბრალი კიდევ ექვს ადამიანს წარედგინება, რომელთაგან ერთი უცხო ქვეყანაში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდია
ფოტო: ვიდეო/კადრი
სამართალდამცავებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული 44 პირი დააკავეს.
როგორს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება კიდევ 6 პირს, რომელთაგან ერთი უცხო ქვეყანაში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდია.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ორგანიზებულ დანაშაულთან და განსაკუთრებით ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამართალდამცავების მიერ, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მორიგი წარმატებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირია დაკავებული. კიდევ 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.
სამართალდამცავების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“ და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“.
დაკავებულები უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის ე.წ. „კანონიერ ქურდს“ მამუკა შუბითიძეს, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. „ქურდული წესების“ შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდა გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდა. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები ე.წ. კანონიერ ქურდს პერიოდულად აწვდიდნენ ინფორმაციას თბილისსა და კახეთის რეგიონში მცხოვრები იმ პირების შესახებ, რომლებისგანაც შემდგომში შესაძლებელი იქნებოდა, „ქურდული სამყაროს“ სახელით, მატერიალური სარგებლის მიღება და ფულის გამოძალვა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომანქანა, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, ასევე ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე, 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვეყანაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს მიზანს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ყველა სიახლე
07 აპრილი 2026, 15:32
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი ჯეი დი ვენსს ხვდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ხვდება.
07 აპრილი 2026, 15:21
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას
საქართველოს მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
07 აპრილი 2026, 15:16
რეგიონი
ჯიღაურაში ყურძნის მავნებლების მართვის ეკომეგობრული მეთოდი ინერგება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ყურძნის ჭიის (Lobesia botrana) მართვის თანამედროვე, ეკომეგობრული მეთოდის დანერგვა მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვენახების ეფექტიანი დაცვის, ქიმიური ჩარევის შემცირებისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების მიმართულებით. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:08
მსოფლიო
Toyota-მ რუსეთში ახალი სავაჭრო ნიშანი, "Lexus LBX" დაარეგისტრირა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota-მ, რომელმაც 2022 წელს რუსეთში წარმოება შეწყვიტა, სავაჭრო ნიშანი Lexus LBX დაარეგისტრირა. ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე „როსპატენტის“ ბაზაზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 15:02
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან.
07 აპრილი 2026, 14:59
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ილჰამ ალიევის სიტყვები მთავარი გზავნილია ევროპა-დასავლეთისთვის, რომელთათვისაც „შუა დერეფანი“ ასევეა უმნიშვნელოვანესი არტერია
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება ალიევის ვიზიტს საქართველოში და წერს საქართველოს მნიშვნელოვანი როლის შესახებ რეგიონში.
07 აპრილი 2026, 14:56
პოლიტიკა
ჩიხელიძე: პრეტენზია, რატომ იდგა პრემიერი ივანიშვილისა და ალიევის გვერდით, ან რატომ გადაადგილდებოდა მათ უკან, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია და სრულად ჯდება ეთიკურ სტანდარტში, მაგრამ ოპოზიციას ეთიკას და მაღალ ღირებულებებს ვერ მოვთხოვთ
პრემიერ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანია, უნიჭო პროპაგანდის კლასიკური მაგალითია, ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ეპიზოდის გამოყენება პოლიტიკური დისკრედიტაციისთვის, - ასე აფასებს ექსპერტი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის კრიტიკას იმის თაობაზე, თუ რატომ იდგა პრემიერი ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის უკან, მათი შეხვედრის დროს.
07 აპრილი 2026, 14:52
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:50
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მისასალმებელია, რომ სსფ-ის მისიამ ჩვენს მონეტარულ პოლიტიკას დადებითი შეფასება მისცა და ხაზი გაუსვა მის გონივრულობას
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლის რეგულარულმა მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა როგორც ეროვნული ბანკის გუნდთან, ისე სამთავრობო გუნდთან და ბევრ სხვა დაინტერესებულ მხარესთან.
07 აპრილი 2026, 14:47
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით, წინასააღდგომოდ მოსახლეობისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის გადაცემა მიმდინარეობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:43
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს, სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები
არ არის მიზანშეწონილი, რომ ყველა მოქალაქემ იცოდეს სად ცხოვრობს სუს-ის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები დეკლარაციები ივსება, მაგრამ ლოგიკურია, რომ არ საჯაროვდება,- განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
07 აპრილი 2026, 14:37
მსოფლიო
შეიარაღებული თავდასხმა სტამბოლში ისრაელის საკონსულოზე. დაღუპულია ორი თავდამსხმელი
უცნობმა პირებმა შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე ისრაელის საკონსულოზე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:35
საზოგადოება
მეუფე შიო: მივეჩვიე, რომ გადმოგცემდით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას
მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას, - განაცხადა ენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.
07 აპრილი 2026, 14:35
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
8 აპრილს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:26
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რამდენჯერაც მოხდა ნებისმიერი საკითხის განხილვა სტრასბურგის სასამართლოს დონეზე, იმდენჯერ დადასტურდა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულება იღებს, არის სწორი
პროპაგანდას ის მიზანი აქვს, თითქოს საქართველოს მართლმსაჯულებამ დაარღვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც აბსურდია. ეს არ მომხდარა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.
07 აპრილი 2026, 14:21
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნა დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს
ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა დეკლარაციასთან დაკავშირებით. როდესაც ის გახდა სუს-ის ხელმძღვანელი, ბუნებრივია დაცული უნდა იყოს ის წესები, რომლებიც არსებობს ასეთი ტიპის სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ
მამუკა მდინარაძეს არასდროს ჰქონია პრობლემა თავის დეკლარაციასთან დაკავშირებით, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
07 აპრილი 2026, 14:16
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და ჯგუფურად პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
07 აპრილი 2026, 14:09
საზოგადოება
ლაშა ავალიანი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წამყვან სპეციალისტებს შეხვდა და ლაბორატორიის საქმიანობის ანგარიშს გაეცნო.


