საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა - მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ფოტო: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელი 95%-ზე მეტად გაიზარდა.
მისი თქმით, ეტაპობრივად გაფართოვდა სამედიცინო მომსახურების პაკეტი, შემცირდა პაციენტის თანაგადახდები და გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები.
მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამ პროცესის გაგრძელებაა რეფორმების ახალი ეტაპი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2025 წელს დაწყებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მიზნად ისახავს დაავადებების პრევენციისა და ადრეული გამოვლენის გაძლიერებას, ქრონიკული დაავადებების უკეთ მართვას და პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვის დაფინანსებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ყურადღება გაამახვილა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე და სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის სტანდარტების დანერგვაზე.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები საქართველოსთან ერთად იაპონია და ტაილანდიც არიან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლებმა.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 16:29
სამართალი
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
24 სექტემბერი 2026, 16:28
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს - ამიტომ - ცეცხლი ოლიგარქიას!!!
დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 16:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის აღმოფხვრის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების მიმართულების დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 16:20
სამართალი
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად შენახული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 16:03
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არაგადამდები დაავადებების ალიანსის (NCD Alliance) აღმასრულებელ დირექტორ კეთი დეინს და პოლიტიკისა და ადვოკატირების მენეჯერ მარიკე კრემინს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 15:50
სამართალი
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მორიგ განცხადებას ავრცელებს
სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი 23 სექტემბერს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 სექტემბერი 2026, 15:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ინსულტის მართვის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ინსულტით გამოწვეული ტვირთის შემცირების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.
24 სექტემბერი 2026, 14:59
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობრივია.
24 სექტემბერი 2026, 14:55
სამართალი
ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო, მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. თუმცა, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა - ეს არის მტკნარი სიცრუე და ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.
24 სექტემბერი 2026, 14:39
რეგიონი
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
24 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით, შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა
ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
24 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
მარკ კარნის განცხადებით, კანადა ამერიკის სამხედრო აგრესიის მოგერიების სცენარზე მუშაობდა
„მიმაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე შენი მოვალეობაა მსგავსი სცენარების გათვლა. ეს უბრალოდ რისკების მართვაა“, - განაცხადა კარნიმ.
24 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „ჩორჩანას საქმეზე“ გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვის შესახებ: ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენება, არამედ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო ადამიანის მორალურად სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა
რადიკალებს გიორგი ხოჯევანიშვილის მისამართით, მას შემდეგ, რაც მან „ჩორჩანას საქმეზე“ გუშინ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში უბრალოდ სიმართლე ილაპარაკა, მისი მისამართით უკვე მიეცა „заказ“-ი, უკვე გაისმის „фас!“, „ату его!“, - და ისევ ჩვენი დასაცავი ხდება ლიბერალური ფაშიზმის საწინააღმდეგოდ წასული მათი მომდევნო „ურჩი“ ადეპტი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
24 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: საქართველოსთან მიმართებით იყო საინტერესო კითხვები დასმული საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ადეკვატური, დასაბუთებული პასუხები იყო გაცემული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება, მედიასთან ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.
24 სექტემბერი 2026, 14:30
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო - უცნობი იყო საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებული საკითხი, ანუ რატომ არ აგზავნის საქართველო დელეგაციას PACE-ში
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გამოვიდა. შეხვედრის ბოლოს ლუქსემბურგის მხარემ გვითხრა, რომ მათთვის ბევრი დეტალი უცნობი იყო, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის დეპუტატებთან გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას.
24 სექტემბერი 2026, 14:25
მსოფლიო
ბალტიისპირეთის ქვეყნები დრონებთან საბრძოლველად ევროკავშირისგან €500 მილიონს ითხოვენ
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თქმით, მხარეები ევროპული სამხედრო საწარმოებისგან ტექნოლოგიების ერთობლივ შესყიდვას განიხილავენ. დაფინანსების მოთხოვნა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრების დრონების მიერ დარღვევის გახშირებულ შემთხვევებს უკავშირდება.
24 სექტემბერი 2026, 14:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით
შეხვედრის მიზნები არის მიღწეული. ჩვენ გამოვხატეთ ძალიან მკაფიო მზაობა ბრიუსელთან ურთიერთობის აღდგენის, თანასწორობის და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 14:09
მსოფლიო
ზელენსკი G20-ს სამიტზე აშშ-სა და რუსეთის ლიდერებთან სამმხრივ შეხვედრას არ გამორიცხავს
„ვფიქრობ, ეს არის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების რეალური შესაძლებლობა, რომელსაც შესაძლოა რეალური შედეგი მოჰყვეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
24 სექტემბერი 2026, 14:07
მსოფლიო
მარკო რუბიო: საერთაშორისო სისტემა კრიზისშია, რადგან თავის პირველად მანდატს გასცდა. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად
„საერთაშორისო სისტემა დღეს საუკეთესო მდგომარეობაში არ არის, ისევე როგორც ეს საერთაშორისო ნორმები, რომლებზეც ხშირად ლაპარაკობენ. საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] და მე ამას თავიდანვე ვუსვამდით ხაზს: ამ ადმინისტრაციის პოზიციით, ნებისმიერი მთავრობის უპირველესი და მთავარი მოვალეობა საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაა. მრავალმა ლიდერმა მიუთითა იმაზე, რომ საერთაშორისო სისტემა კრიზისშია - ის მარცხდება, რადგან გასცდა თავის პირველად მანდატს. სისტემა ჩაერია ისეთ საკითხებში, სადაც არ უნდა ჩარეულიყო და ამავდროულად, უუნარო აღმოჩნდა მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა მასშტაბური კონფლიქტის გადასაჭრელად“, - განაცხადა რუბიომ.


