ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მორიგ განცხადებას ავრცელებს
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი 23 სექტემბერს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გარდაცვლილის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიოზ ჩარკვიანმა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.
შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.
საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირების მიზნით ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის - გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.
გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.
საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა - ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა - ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.
ამდენად, ანტიბიოტიკოთერაპია დაიწყო და შემდგომში მისი კორექცია განხორციელდა იმგვარად, რომ არ იყო ცნობილი - ვახტანგ ჩარკვიანი იყო თუ არა ინფიცირებული ბაქტერიით, ასევე არ იყო განსაზღვრული ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი, რამაც შემდგომში გაართულა მისი მკურნალობის პროცესი.
აღნიშნულის შედეგად, დადგა მძიმე შედეგი - ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების სახით. კერძოდ, 2021 წლის 17 აგვისტოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ვახტანგ ჩარკვიანი გადაყვანილ იქნა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც 2021 წლის 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
ამავდროულად, გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ექთანმა - თეა ბეგიაშვილმა გააყალბა ვახტანგ ჩარკვიანის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი - „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, სადაც მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული, ხოლო რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა.
როგორც აღვნიშნეთ, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, კერძოდ:
2023 წლის 23 იანვარს, შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ რეანიმაციის განყოფილების უფროს ექთანს - თეა ბეგიაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო 2024 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თეა ბეგიაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი ძალაში დარჩა ზედა ინსტანციის სასამართლოებში.
ამავე საქმეზე, 2023 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსს - ქეთევან ცერცვაძეს, ხოლო 2025 წლის 6 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ქეთევან ცერცვაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამავე განაჩენით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის - გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.
ასევე, 2025 წლის 27 თებერვალს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ბრალდება წარედგინა შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების მორიგე ექიმს - ქეთევან ლობჟანიძეს, ხოლო 2026 წლის 30 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლის - გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, ბრალდებულის მიმართ გავრცელდა ამნისტია და ქეთევან ლობჟანიძის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა.
აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გაიოზ ჩარკვიანს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი შეხვდა, რა დროსაც ასევე სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ ისაუბრეს“.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 17:13
კულტურა
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.
24 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
Politico: თეთრი სახლი დიზელის ექსპორტის 90 დღით აკრძალვას გეგმავს
გამოცემის ცნობით, გლობალური საწვავის კრიზისი და მიწოდების ჯაჭვის რღვევა ორმა ძირითადმა სამხედრო-პოლიტიკურმა ფაქტორმა გამოიწვია: ირანში ამერიკის მიერ განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ და რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის ინტენსიურმა იერიშებმა.
24 სექტემბერი 2026, 17:06
მსოფლიო
Reuters: კირილ დმიტრიევი აშშ-ში უიტკოფთან და კუშნერთან შესახვედრად გაემგზავრა
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკაში გაემგზავრა. Reuters-ის ცნობით, ის ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან, ჯარედ კუშნერთან და თეთრი სახლის სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.
24 სექტემბერი 2026, 17:01
მსოფლიო
დანია რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის გაძლიერებას ელოდება
უწყების შეფასებით, მოსკოვი დივერსიული და კიბერშეტევების სიხშირეს გაზრდის, რაც პარტნიორი ქვეყნებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. დანიის დაზვერვის მტკიცებით, იგეგმება ევროპის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება, ასევე რუსეთი შეეცდება უკრაინისთვის ევროპული მხარდაჭერის გეგმის ჩაშლას.
24 სექტემბერი 2026, 16:48
სამართალი
სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 16:29
სამართალი
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები
თამბაქოს კონტროლის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს მეწარმე სუბიექტებს, სავაჭრო ობიექტების, მედიისა და სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს, დაიცვან თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
24 სექტემბერი 2026, 16:28
პოლიტიკა
ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს - ამიტომ - ცეცხლი ოლიგარქიას!!!
დღევანდელი არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ, გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი - უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 16:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის აღმოფხვრის საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მალარიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი აღმოფხვრის კუთხით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის, Malaria No More-ის, აშშ-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების სფეროს დირექტორ სპენსერ ნოლს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 16:20
სამართალი
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად შენახული 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის ნაკეთობები აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 16:03
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ში არაგადამდები დაავადებების ალიანსის ხელმძღვანელებს შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე არაგადამდები დაავადებების ალიანსის (NCD Alliance) აღმასრულებელ დირექტორ კეთი დეინს და პოლიტიკისა და ადვოკატირების მენეჯერ მარიკე კრემინს შეხვდა.
24 სექტემბერი 2026, 15:30
ჯანდაცვა
საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა - მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრაში ჯგუფის თანათავმჯდომარის რანგში მიიღო მონაწილეობა. მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა და ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
24 სექტემბერი 2026, 15:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ინსულტის მართვის საკითხზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ინსულტით გამოწვეული ტვირთის შემცირების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრო.
24 სექტემბერი 2026, 14:59
პოლიტიკა
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკავშირის პოლიტიკას ევრო ბიუროკრატიის ფარისევლობის კლასიკურ ნიმუშად აფასებს. სოსო შატბერაშვილის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობრივია.
24 სექტემბერი 2026, 14:55
სამართალი
ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატი: თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო, მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. თუმცა, მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორცელდა ფიზიკური ძალადობა - ეს არის მტკნარი სიცრუე და ვაპირებთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე დაზარალებულების ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის განცხადებით, ბრალდებულის მხარემ დაზარალებულებთან კომუნიკაცია საკუთარი ინიციატივით დაამყარა.
24 სექტემბერი 2026, 14:39
რეგიონი
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მარათონი გაიმართა, რომელშიც ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
24 სექტემბერი 2026, 14:38
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით, შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა
ბატონმა „კორძმაც“ რომ იგრძნო დისკომფორტი, ეს თავის თავს დააბრალოს, ვინაიდან ის არის გამორჩეული რადიკალი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა 1 120 000- მდე ჩვენს თანამოქალაქეს და როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების პროტესტი ნახა ამასთან დაკავშირებით შეწუხდა და მანამდე, როდესაც იგინებოდა, არ წუხდებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
24 სექტემბერი 2026, 14:36
მსოფლიო
მარკ კარნის განცხადებით, კანადა ამერიკის სამხედრო აგრესიის მოგერიების სცენარზე მუშაობდა
„მიმაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე შენი მოვალეობაა მსგავსი სცენარების გათვლა. ეს უბრალოდ რისკების მართვაა“, - განაცხადა კარნიმ.
24 სექტემბერი 2026, 14:35
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი „ჩორჩანას საქმეზე“ გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვის შესახებ: ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენება, არამედ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო ადამიანის მორალურად სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა
რადიკალებს გიორგი ხოჯევანიშვილის მისამართით, მას შემდეგ, რაც მან „ჩორჩანას საქმეზე“ გუშინ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში უბრალოდ სიმართლე ილაპარაკა, მისი მისამართით უკვე მიეცა „заказ“-ი, უკვე გაისმის „фас!“, „ату его!“, - და ისევ ჩვენი დასაცავი ხდება ლიბერალური ფაშიზმის საწინააღმდეგოდ წასული მათი მომდევნო „ურჩი“ ადეპტი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
24 სექტემბერი 2026, 14:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე: საქართველოსთან მიმართებით იყო საინტერესო კითხვები დასმული საქართველოს პოზიციონირებასთან დაკავშირებით, ჩვენ მიმართ არსებული გამოწვევების შესახებ, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ადეკვატური, დასაბუთებული პასუხები იყო გაცემული
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგში ვიზიტით იმყოფება, მედიასთან ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.


