მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ფოტო: საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა.
სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ქვეყანაში სწრაფად მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მობილიზება, გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. პანდემიის მიმდინარეობისას გაფართოვდა ჰოსპიტალური შესაძლებლობები, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით დაინერგა პაციენტების დისტანციური მართვა და განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიების პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაიწყო პანდემიის ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას, გენომური სეკვენირების შესაძლებლობების გაფართოებასა და ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს.
მისი თქმით, პროექტი აძლიერებს „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომას, ასევე ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის კოორდინაციას.
მინისტრმა ასევე ისაუბრა 2025 წელს დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციის, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 14:14
საზოგადოება
ლევილის მამულის ახალი სიცოცხლე - რეაბილიტირებული ქართველთა მამული დღეს პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
10-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულდა და ლევილის ქართველთა მამული დღეს ოფიციალურად საზეიმოდ გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრი.
26 სექტემბერი 2026, 13:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის ან თუნდაც, წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო, მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს
ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 13:30
მსოფლიო
The Washington Post: თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობა აუკრძალა
თეთრმა სახლმა CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში შაბათს დაგეგმილ ვიზიტზე გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 13:14
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა
ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის კინოჩვენებები დღეს ქართული ანიმაციის კლასიკით და ბერნარდ მაკმაჰონის დოკუმენტური ფილმით „როგორ შეიქმნა ლედ ზეპელინი“ დასრულდება. გუშინ კი ბოლო ჩვენება ევროპის მოედანზე გაიმართა.
26 სექტემბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.
26 სექტემბერი 2026, 13:09
მსოფლიო
მილანის აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა
მილანის მალპენზას საერთაშორისო აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 12:41
მსოფლიო
Financial Times: ირანში მედიკამენტების დეფიციტი მძაფრდება - აშშ-ის სანქციები და ბლოკადა იმპორტს აფერხებს
ირანელი ფარმაცევტები მოსახლეობას მედიკამენტების დეფიციტის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, აშშ-ის ომი და საზღვაო ბლოკადა ქვეყანას მედიკამენტების იმპორტისა და მათთვის თანხის გადახდის შესაძლებლობას უზღუდავს, იუწყება Financial Times-ი.
26 სექტემბერი 2026, 12:35
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება - მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს
გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 12:09
სპორტი
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ის აქამდე 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 2-ჯერ ათამაშა. რაც შეეხება ფრანგი სპეციალისტს, ის ეროვნულ გუნდს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. სანიოლის ეპოქაში ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც 2024 წელს ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშეს და ჯგუფური ეტაპის დაძლევით ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდნენ. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 57 მატჩი ჩაატარა.
26 სექტემბერი 2026, 12:06
პოლიტიკა
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
26 სექტემბერი 2026, 12:04
მსოფლიო
პუტინი: უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს.
26 სექტემბერი 2026, 12:03
საზოგადოება
უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს
უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
26 სექტემბერი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის რეფორმასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.
26 სექტემბერი 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაში Tourism EXPO Japan მონაწილეობს
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.
26 სექტემბერი 2026, 11:40
მსოფლიო
DW: უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობით. ინფორმაციას Deutsche Welle ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 11:38
სამართალი
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“.
26 სექტემბერი 2026, 11:31
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
26 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელების შესახებ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.
26 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეკა გიგაურმა საჭიროდ ჩათვალა, თავის მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენიებინა - მანამდე კი არ ჰყოფნიდა არც კომპეტენცია და არც შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. შემდეგ თავისივე თანაგუნდელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა და ვხედავთ, რაც გააკეთა
ეკა გიგაური და მსგავსი „ეჯეოშნიკები“ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.


