ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალი დასასრულს მიუახლოვდა
ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის კინოჩვენებები დღეს ქართული ანიმაციის კლასიკით და ბერნარდ მაკმაჰონის დოკუმენტური ფილმით „როგორ შეიქმნა ლედ ზეპელინი“ დასრულდება. გუშინ კი ბოლო ჩვენება ევროპის მოედანზე გაიმართა.
ორგანიზატორთა განცხადებით, მაყურებელმა თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა” იხილა. როგორც ქართველმა რეჟისორმა აღნიშნა, ბათუმის ფესტივალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კინემატოგრაფისტებისთვის, რადგან ის იძლევა შესაძლებლობას თავი მოუყაროს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან, გააცნოს კინომოყვარულებს საუკეთესო ფილმები და კიდევ ერთხელ დაფასდეს „მისი უდიდებულესობა ქართული კინო”. თემურ ბაბლუანი უახლოეს მომავალში მაყურებელს თავის ახალ კინოპროექტს წარუდგენს.
დღის განმავლობაში ფესტოვალზე რამდენიმე კინემატოგრაფის მედიასთან შეხვედრა იგეგმება. 12.00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს ბრიტანელ პროდიუსერი მაიკ დაუნი.
8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე იმართებოდა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩ კაფე.
ფესტივალის დახურვის ცერემონია დღეს 19.00 საათზეა დაგეგმილი. კონკურსში გამარჯვებული ფილმების დაჯილდოების შემდეგ კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ფესტივალის სპეციალური ჯილდოები ბრიტანელ პროდიუსერს მაიკ დაუნის და ქართველ რეჟისორს თემურ ბაბლუანს გადაეცემათ.
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ბათუმის მერია, „ქართული ფილმი“, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.
სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.
საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“, ტელეკომპანია ,,იმედი“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa - ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.
ყველა სიახლე
26 სექტემბერი 2026, 13:45
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ერთი წარუმატებელი მატჩის ან თუნდაც, წარუმატებლობის სისტემური ტენდენციის გამო, მთელი ქვეყნისთვის „უკურნებელი დიაგნოზის“ გამოტანა განსხვავებული რეალობების შეგნებულად ერთმანეთში არევას ნიშნავს
ახალგაზრდული გარემო არაა მხოლოდ ფეხბურთი, უნივერსიტეტი და პოლიტიკა. ეს არის შესაძლებლობა, ადამიანმა საკუთარი საქმე იპოვოს: ხელოვანმა გამოფინოს საკუთარი ნამუშევარი, მწერალი შეხვდეს სხვა ქვეყნების ავტორებს, სპორტსმენი საერთაშორისო ყინულზე გამოვიდეს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 13:30
მსოფლიო
The Washington Post: თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპთან ერთად თვითმფრინავში მგზავრობა აუკრძალა
თეთრმა სახლმა CNN-ს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად საპრეზიდენტო თვითმფრინავით ტენესის შტატის ქალაქ ნოქსვილში შაბათს დაგეგმილ ვიზიტზე გამგზავრება აუკრძალა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 13:25
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.
26 სექტემბერი 2026, 13:11
პოლიტიკა
ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?
ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს. ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.
26 სექტემბერი 2026, 13:09
მსოფლიო
მილანის აეროპორტს სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა
მილანის მალპენზას საერთაშორისო აეროპორტს იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის სილვიო ბერლუსკონის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 12:41
მსოფლიო
Financial Times: ირანში მედიკამენტების დეფიციტი მძაფრდება - აშშ-ის სანქციები და ბლოკადა იმპორტს აფერხებს
ირანელი ფარმაცევტები მოსახლეობას მედიკამენტების დეფიციტის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. მათი თქმით, აშშ-ის ომი და საზღვაო ბლოკადა ქვეყანას მედიკამენტების იმპორტისა და მათთვის თანხის გადახდის შესაძლებლობას უზღუდავს, იუწყება Financial Times-ი.
26 სექტემბერი 2026, 12:35
პოლიტიკა
თამთა მეგრელიშვილი: პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება - მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს
გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს, - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.
26 სექტემბერი 2026, 12:09
სპორტი
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის“, - აღნიშნულია ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
26 სექტემბერი 2026, 12:06
პოლიტიკა
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
26 სექტემბერი 2026, 12:04
მსოფლიო
პუტინი: უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინა პირველი იყო, ვინც რუსულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სავაჭრო გემებსა და არასამხედრო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო და ახლა საპასუხო დარტყმები უნდა იგრძნოს.
26 სექტემბერი 2026, 12:03
საზოგადოება
უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს
უწყებათაშორისი კოორდინაციის კომისიის მორიგ სხდომაზე სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.
26 სექტემბერი 2026, 12:01
ეკონომიკა
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნოლოგიებისა და ბიზნეს სერვისების ასოციაციის ორგანიზებით, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის რეფორმასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია.
26 სექტემბერი 2026, 11:47
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაში Tourism EXPO Japan მონაწილეობს
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.
26 სექტემბერი 2026, 11:40
მსოფლიო
DW: უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს
უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოთხი კლასტერის გახსნას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, რადგან უკმაყოფილოა კარპატეთში მცხოვრები უნგრული ეროვნული უმცირესობის საკითხზე მიღწეული შეთანხმებების შეუსრულებლობით. ინფორმაციას Deutsche Welle ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 სექტემბერი 2026, 11:38
სამართალი
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“.
26 სექტემბერი 2026, 11:31
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიები უკვე მასიურ ხასიათს იღებს. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება ბულინგი და შეურაცხყოფა ნაკრების მიმართ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ნეგატიური კამპანია ძირითადად მიმართულია მათკენ, რომლებიც არ იზიარებენ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.
26 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელების შესახებ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.
26 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეკა გიგაურმა საჭიროდ ჩათვალა, თავის მოხსენებაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მოეხსენიებინა - მანამდე კი არ ჰყოფნიდა არც კომპეტენცია და არც შესაძლებლობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დაეყენებინა. შემდეგ თავისივე თანაგუნდელებისგან ბულინგის მსხვერპლი გახდა და ვხედავთ, რაც გააკეთა
ეკა გიგაური და მსგავსი „ეჯეოშნიკები“ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, არაფერია გასაკვირი, თუ ესენი მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.
26 სექტემბერი 2026, 11:19
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ყურის ქვეყნებთან საქართველოს მზარდ ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.


