imedi /  03 აპრილი 2019, 21:50 / სანდო წყარო

ლეონარდო და ვინჩის ნახატი რომელიც დაკარგულად გამოცხადდა პატრონს გადასცეს

ლეონარდო და ვინჩის ნახატი "Salvator Mundi" ("სამყაროს მხსნელი") Christieʼs აუქციონის სახლმა ახალ მფლობელს გადასცა. ინფორმაციას რუსული მედია Christieʼs აუქციონის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნახატი მის ახალ მფლობელს შესაბამისი ექსპერტების მეთვალყურეობის ქვეშ გადავეცით, რომელთა მონაწილეობაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან იყო შეთანხმებული. ჩვენ ვადასტურებთ, რომ თანხის გადახდა სრულად მოხდა“- განაცხადეს Christieʼs აუქციონის პრესსამსახურში. 

ლეონარდო და ვინჩის ნახატი "Salvator Mundi" ("სამყაროს მხსნელი") 2017 წლის ნოემბერში კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. გაყიდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ ითქვა, რომ ნახატი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ლუვრის ფილიალში უნდა გამოფენილიყო.

2018 წლის სექტემბერში გამოფენა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო. დღეს კი საამიროებში მდებარე ლუვრის ფილიალის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ არ იციან ნახატის ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი. ამის შესახებ ინფორმაცია The New York Times-მა 31 მარტს გაავრცელა.

გაზეთის ინფორმაციით, ტილო 2017 წელს საუდის არაბეთის პრინცმა ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ-საუდმა იყიდა. 

ყველა სიახლე

სკოლები

18 ივნისი 2019, 20:37

საქართველო

სასწავლო დაწესებულებებში სპორტის საკითხების დასარეგულირებლად კანონპროექტი მომზადდა

6-თვიანი მუშაობის შედეგები, პრეზენტაციის ფორმით, კომიტეტის კონსულტანტმა, ანატოლი კორეპანოვმა წარმოადგინა და სხდომაზე შეკრებილ საზოგადოებას მისი მომზადების მიზნები, რეკომენდაციები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა სხდომის მონაწილეებს ინიციატივა გააცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლო

18 ივნისი 2019, 20:21

ძალოვნები

ფოთის სასამართლომ ტაეკვანდოს სამ მწვრთნელს გირაო შეუფარდა

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მათ ჰყავთ შვილები, სპორტსმენები არიან და წარსულში არ აქვთ ნასამართლეობა, თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე არ ირკვევა ვინ რა ჩაიდინა და ეს საკითხი კარგად უნდა გაირკვეს. თეიმურაზ კვირაიას, იოსებ ოსიძეს და მამუკა გეგეშიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება.

Cardi B

18 ივნისი 2019, 20:09

ტაბლოიდი

Cardi B-ს სცენაზე ცეკვისას კომბინეზონი გაერღვა. ფოტო

ამერიკელ რეპერ Cardi B-ს სცენაზე ცეკვისას კომბინეზონი უხერხულ ადგილზე გაერღვა. გამოცემა Sun-ის ინფორმაციით, კონცერტი ქალაქ ტენესიში Bonnaroo Arts and Music Festival-ის ფარგლებში გაიმართა. ერთ-ერთი სიმღერის შესრულებისას 26 წლის რეპერს კომბინეზონი გაერღვა, თუმცა Cardi B-სთვის, რომელიც მუსიკალური კარიერის დაწყებამდე სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა, ამას ხელი არ შეუშლია.

ძილი

18 ივნისი 2019, 20:06

ტექნოლოგიები

კვლევა: ხელოვნური განათების თანხლებით ძილი წონის მატებას უწყობს ხელს

კვლევაში 35-დან 74 წლამდე 44 ათასი ქალი მონაწილეობდა, საკითხი ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს და შედეგები სამეცნიერო ჟურნალში JAMA Internal Medicine გამოქვეყნდა. კვლევა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეციალისტების რჩევაა, დაძინების წინ სინათლე გამოვრთოთ.

იოჰანეს ჰანი

18 ივნისი 2019, 19:42

მსოფლიო

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება გადაიდო

ევროკავშირის საბჭო ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე ვერ შეთანხმდა. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. მოლაპარაკებების დაწყების საკითხი დღეს საერთო საკითხების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა.

უძრავი ქონება

18 ივნისი 2019, 19:33

ეკონომიკა

ბერლინში ბინის გაქირავების ფასის ზედა ზღვარს შემოიღებენ

გეგმა ბერლინის მასშტაბით 1.4 მილიონ უძრავ ქონებას შეეხება და ის კანონის სახით იანვრიდან ამოქმედდება. დღეის მდგომარეობით ბერლინში საშუალოდ ბინის ქირის თვიური ღირებულება 1100 ევროა, თუმცა ამ მაჩვენებლით ბერლინი ევროპაში მაინც ყველაზე იაფ ქალაქად ითვლება.

18 ივნისი 2019, 19:32

ტექნოლოგიები

კვლევა: მეცნიერებმა ძაღლების მზერის საიდუმლო ამოხსნეს

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძაღლებს თვალების გარშემო მდებარე კუნთების საშუალებით ადამიანებზე მანიპულირება შეუძლიათ. კერძოდ კუნთის მოძრაობის შედეგად ძაღლები „ბავშვურ“ სახეს იღებენ, რაც ადამინებს მათზე ზრუნვის სურვილს უჩენს.

18 ივნისი 2019, 19:13

საქართველო

ლევან ვასაძის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდს არ ჩაატარებინებენ

ლევან ვასაძის მხარდამჭერები "თბილისი პრაიდის" განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ ქვიარ აქტივისტებს პრაიდის მშვიდად ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. "თბილისი პრაიდმა" ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ღირსების მარშის გაუქმებას არ აპირებენ. ლგბტქ+ აქტივისტები ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებების დაცვას და ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები შესრულებას მოითხოვენ.

Google Calendar

18 ივნისი 2019, 19:08

ტექნოლოგიები

Google Calendar-ის მუშაობაში შეფერხებაა

კალენდრით სარგებლობა თბილისის დროით 18:22 წუთიდან შეფერხებულია. სერვისზე წვდომას მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვერ ახერხებენ. „ვსწავლობთ მომხმარებლების საჩივრებს. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - ვკითხულობთ Google-ის განცხადებაში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

18 ივნისი 2019, 19:00

ეკონომიკა

დასახელდა ქალაქები სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე ძვირი ღირს

Deutsche Bank-მა გამოაქვეყნა 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა 12 ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე ძვირია. კვლევა ჩატარდა 55 დიდ ქალაქში. სტატისტიკის თანახმად, თვი განმავლობაში ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 179.4 დოლარი ჯდება.

პენტაგონი

18 ივნისი 2019, 18:57

მსოფლიო

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით $250 მილიონს გამოუყოფს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას სამხედროების მომზადების, უზრუნველყოფისა და მომარაგების მიზნით დამატებით 250 მილიონ დოლარს გამოუყოფს. მათივე ინფორმაციით, დაფინანსების ახალი პაკეტის გათვალისწინებით, 2014 წლიდან დღემდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობამ 1,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ალპინისტი

18 ივნისი 2019, 18:41

მსოფლიო

პაკისტანში 6 მთამსვლელი ზვავიდან გამოიყვანეს

პაკისტანის ჩრდილოეთით მთებში 6 მთამსვლელი, რომლებიც ზვავმა მოიყოლა, გადაარჩინეს. ვერტმფრენმა ორი იტალიელი და ოთხ პაკისტანელი ალპინისტი გხიზერის ოლქიდან გამოიყვანეს. დანარჩენ 6 ალპინისტს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.

დაკავება

18 ივნისი 2019, 18:32

ძალოვნები

რუსთავში კაცის მიერ ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე ექიმი დააკავეს

პოლიციამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ექიმი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულს ბრალი ედება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრინცი ჰარი

18 ივნისი 2019, 18:19

მსოფლიო

მეგან მარკლთან ქორწინების გამო პრინც ჰარიზე თავდასხმის მოწოდებისთვის თინეიჯერები გაასამართლეს

ლონდონში ორი თინეიჯერი ნეონაცი გაასამართლეს, რომლებიც პრინც ჰარიზე თავდასხმის მოწოდებით გამოვიდნენ იმის გამო, რომ მან შერეული რასის წარმომადგენელ ქალზე (მეგან მარკლი) იქორწინა. მათ სასამართლომ ტერორიზმის ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯა.

18 ივნისი 2019, 18:16

საქართველო

თბილისი პრაიდი: ღირსების მარში ძალაშია და მის გაუქმებას არ ვაპირებთ

" ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება." - აღნიშნულია განცხადებაში.

კლავიატურა

18 ივნისი 2019, 18:16

ტექნოლოგიები

Microsoft-ი გეგმავს კლავიატურაზე საოფისე პროგრამების ღილაკი დაამატოს

ახალი ღილაკი საოფისე აპლიკაციებისთვის იქნება განკუთვნილი. მისი მეშვეობით მომხმარებელი საოფისე პროგრამებზე წვდომას სწრაფად შეძლებს, მარტივად მოძებნის ძველ დოკუმენტს და გააზიარებს მას. Microsoft-ის კლავიატურაზე Windows-ის ღილაკი უკვე 25 წელია არის განთავსებული.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

18 ივნისი 2019, 18:08

ძალოვნები

ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციასა და არასრულწლოვანს შორს ინციდენტი მოხდა

როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა და პაციენტი ემოციური ფონის ქვეშ იყო. თვითმხილველები ამბობენ, რომ ბიჭს სცემეს. ნაწილის თქმით, დაპირისპირების მომენტს არ შესწრებიან. მოქალაქეები ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

სპორტი

18 ივნისი 2019, 18:03

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 82% სპორტულ ცხოვრებაში ჩართული არ არის

პროექტი ახლებურად არეგულირებს სპორტული ფედერაციების, სკოლამდელ, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის საკითხებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს არაგადამდები დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ჯანდაცვაში საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას.

სანტორინი

18 ივნისი 2019, 18:03

მსოფლიო

საბერძნეთში ჩასულ ტურისტებს კოღოს მიერ გავრცელებული საშიში ვირუსის შესახებ აფრთხილებენ

საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლის, დანაი პერვანიდუს განცხადებით, ვირუსი საბერძნეთში გადამფრენი ფრინველებისგან გავრცელდა. “ყველას ვუწევთ რეკომენდაციას, ბუნებაში ყოფნისას გრძელსახელოებიანი მაისურები ჩაიცვან, მოერიდონ ჭაობებთან მიახლოებას და კოღოებისგან დამცავი საშუალებები გამოიყენონ", - აცხადებს პერვანიდუ.

18 ივნისი 2019, 17:59

ვიდეო

მერკელი ზელენსკისთან შეხვედრაზე შეუძლოდ გახდა